პატარკაციშვილი და „ვარდების რევოლუცია“

 

– მახსოვს, როცა პატარკაციშვილი გავიცანი, 97-98 წლები იყო. მირეკავს „ვარციხის რეზიდენციის“ დირექტორი და მეუბნება – ეს არის მოსკოვიდან ჩამოსული ორი პიროვნება, უკვე 4-5 დღეა, სასტუმროში არიან, არსად გადიან , მგონია, რომ ერთი პატარკაციშვილი უნდა იყოსო. დანამდვილებით ვერ მითხრა, მე მაშინ ისე კარგად მას არ ვიცნობდი. ავიღე ყურმილი და დავურეკე ვაჟა ლორთქიფანიძეს. ვკითხე, ბადრი პატარკაციშვილი მართლა ჩამოსულია საქართველოში და ჩვენს მხარეშია მეთქი?! – კიო, აქ არის, არ უნდოდა არავის შეწუხება და იყოს, არაფერი არ არის საჭირო, – მითხრა ვაჟა ლორთქიფანიძემ.

ჯერ გავოცდი, მერე დავადგინე, რომ ბადრისთან  ერთად იყო შავერზაშვილი დაგადავწყვიტე, უფრო სწორად, ადამიანურ მოვალეობად მივიჩნიე, მასთან მივსულიყავი. აი აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. პირველი შეხვედრა „ვარციხის რეზიდენციაში“ შედგა. მერე უკვე იგიყო გოგი ჯაოშვილის ოჯახი, ზესტაფონიდან არის და იქ ვიყავით მიღებაზე. როდესაც გზაზე მოვდიოდით, ახლა საოცარ რამეს გეუბნებით, ტელეფონმადარეკა პატარკაციშვილთან. ნუ ილაპარაკეს ხან ქართულად და რუსულად, ხან ფრანგულად, ხან ინგლისურად.  როცა ტელეფონი გათიშა, მითხრა, ეს ბიძინა ივანიშვილი იყოო. ასევე მითხრა, დაიმახსოვრეთ თქვენ, გავა გარკვეული დრო და ივანიშვილი პირველი კაცობისთვის გაიბრძოლებს საქართველოშიო. რა გითხრათ  ახლა მეტი, მაშინ 97 თუ 98 წელი იყო ჯერ კიდევ, როცა ეს პატარკაციშვილმა თქვა!

მახსოვს მანქანაში შევეკამათე ამ თმაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეწარმე თუ გადაწყვეტს მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს დამოკიდებულია რეალურ პოლიტიკურ ძალებზე, ვინც ხელისუფლებაში არის. იმდენად  მხინჯი პოლიტიკური ძალები იყვნენ მაშინდელ პოლიტიკაში, „მოქკავშირის“, „აღორძინებისა“ და „ნაცმოძრაობის „ სახით, რომ თავისთავად ცხადია, მეწარმე, რომელიც ჩამოვიდა ქვეყანაში, ის შინაგანად ხდება ვალდებული, საკუთარი თავის და ქვეყნის დასაცავადაც იბრძოლოს, კიდევ ერთხელ ვიეორებ, რომ არა შევარდნაძის  გაუბედავი მოქმედება, „მოქკავშირისადმი“ მოდრეკილი დამოკიდებულება, რომ არა ასეთი პოლიტიკა, არც ბადრი პატარკაციშვილს გაუჩნდებოდა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი. ფულიანი კაცი, როცა გადაწყვიტავს პოლიტიკაში მოსვლას, თავის თავს აყენებს უდიდესი რისკის ქვეშ. არ არსებობს მაგალითი, რომ რომელიმე ქვეყანაში ფულიანმა კაცმა კარგად დაამტავრა. ვერ დაამთავრა ბადრი პატარკაციშვილმა, ისევე როგორც ვერ დაამტავრებს ბიძინბა ივანიშვილი. ამათ უჩნდებათ განწყობა, თავისთავად სურვილი, რომ შევიდნენ პოლიტიკაში, ამას რეალობა კარნახობთ, იმიტომ, რომ დაუცველნი ხდებიან ქვეყანაში, და სიმშვიდე არ არის. ბიზნესს კი სიმშვიდე უყვარს. თუ სიმშვიდე არ არის, შესაბამისად ბიზნესიც ვერ იქნება. დიდი ფულის პატრონი რომ ხარ და ქვეყანაში არ არის სიმშვიდე, თავისთავად იწყებ ფიქრს, როგორ შემოიტანო სიმშვიდე. გაქვს ფული და ბუზებივით გეხვევა ყველა . საქრათველოში გამყიდველი პოლიტიკოსები რომ არ ყოფილიყვნენ, და რომ არ მომწყდარიყვნენ ბადრისთან. არ მიმწყდარიყვნენ დღეს ბიძინა ივანიშვილთან, სულ სხვა რეალობას მივიღებდით.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *