პატარკაციშვილი, ონიანი და საქართველოს ხელისუფლება

 

– კანონიერ ქურდებთან ყველაზე დიდი ურთიერთობა ვისაც ჰქონდა, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. ჰქონდა თუ არა პატარკაციშვილს ურთიერთობა ლონდონის თემასთან დკავშირებით, კოდუასთან  შუამავლად ონიანის გამოჩენაზე, ითქვა თავის დროზე.

მე ახლა ორ ფაქტს გეტყვით და მეტის თქმა არ შემიძლია. პირველი: ონიანს მე იმერეთში არ ვუშვებდი, მასაც ყოველთვის ეშინოდა ამ მხარეში ჩამოსვლა. ონიანზე ყოველთვის ვამბობდი ერთ რამეს. როდესაც გაეროს  დამკვირვებლები გაიტაცეს, მასში მონაწილეობდა ონიანი  , ხოლო „მოქკავშირის“ ხელმძღვანელი იყო სააკაშვილი. მხოლოდ მე ვიყავი ერთადერთი პიროვნება, რომელიც ვამბობდი მაშინ, რომ კანონიერ ქურდს, ონიანს  კავშირი ჰქონდა ამ გატაცებასთან. მეტიც, როცა ონიანმა  გაეროს დამკვირვებლები გაათავისუფლა, „ვეჩეს“ ტელეფონზე  დაურეკა შევარდნაძეს და სხვა პოლიტიკოსებსაც ესაუბრა, მოახსენა ეს ფაქტი, მომდევნო დღეს,სააკაშვილმა განაცხადა ამაყად, გაეროს წარმომადგენლები თავისუფლები არიანო! იქნებოდნენ, აბა რა?! გამტაცებელიც ონიანი იყო და გამანთავისუფლებელიც,. მე ვიყავი ასევე პირველი, რომელიც ქურდ ონიანს ვაკავშირებდი კალაძის გატაცებასთან, მაგრამ კალაძის მამამ მაშინ უსირცხვილოდ თქვა, თემურ შაშიაშვილი თავის ავტორიტეტზე ფიქრობსო!  მე ამ განცხადებით სიცოცხლე დავდე სასწორზე და კალაძის მამა ასე უსირცხვილოდ მომექცა! თუმცა ეს მის ნამუსზე იყოს, დრომ ხომ დაადასტურა, რომ რასაც ვამბობდი და ვწერდი მაშინ, ყველაფერი სიმართლე იყო!

ახლა რაც შეეხება ონიანის თემას: როდესაც მე ასეთი განცხადებები მაქვს გაკეთებული, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ორი პიროვნება ჩამოდის საქართველოში – ერთ დღეს ბერეზოვსკი, მეორე დღეს ონიანი. თქვენ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის გარეშე მოხდებოდა „ვარდების რევოლუციიდან“ სამ დღეში ონიანისა და ბერეზოვსკის ჩამოსვლა?! ესენი ის ხალხი იყო, ვინც მას აფინანსებდა . აფინანსებდნენ ბერეზოვსკი და ონიანი „ვარდების რევოლუციას“, აფინანსებდა ასევე ბადრი პატარკაციშვილი.როგორც ახლა ვიტყობთ აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილიც.

ძალიან ბევრს ვკამათობდით მე და ბადრი პატარკაციშვილი ქურდების საკითხთან დაკავშირებით. მე ადამიანურად საყვედყურიც კი ვუთხარი , როდესაც შევხვდით ერთმანეთს. არადა ეს შეხვედრა  სულ შემთვევით მოხდა. ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი მუშაობდა წიგნზე, რომელიც ეხებოდა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს. მე დახმარება მთხოვა და ამიტომაც მომიწია ისრაელში წასვლა.

აეროპორტში რომ მივედი, იქ ორი გოგა დამხვდა – ხაინდრავა და ჟვანია. მეც მივხვდიდა თავადაც მითრეს, რომ ბადრისთან მიდიოდნენ შეხვედრაზე. საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი იყო, სააკაშვილი გადამდგარი იყო. მე მათ დავაბარე – გადაეცით დიდი მადლობა ბატონ ბადრის , არასდროს არაფერზე უკან არ დაუხევია, ვიდრე იმერეთის გუბერნატორი ვიყავი, რაც აღარ ვარ გუბერნატორი, საერთოდ აღარ გავხსენებივარ მეთქი. ნუ, გულისწყენა ნამდვილად მქონდა და ასე გამოვხატე. რომ ჩავფრინდით, მათ მანქანები დახვდათ, მეც შემომთავაზეს, მაგრამ არ მისარგებლია, ავტობუსით წავედი იქ, სადაც უნდა მივსულიყავი. გარკვეული პერიოდის შემდეგ , რამდენიმე საათში მირეკავს ტელეფონზე ბადრი პატარკაციშვილი , – გამიხარდა ძალიან. როგორ არ ხარ ჩემთანო? არ ვიქნები  თქვენთან მეთქი – ვუპასუხე! – ეტყობა, ჩემზე ნაწყენი ხარო,  – დამიბრუნა სათქმელი, რასაც მივაყოლე, რომ უკვე 5 წელი გავიდა,რაც ყველაფერი შეიცვალა ქვეყანაი და არც კი გიკითხივარ, როგორ ვარ მეთქი! მაშინ მითხრა, უნდა შევხვდეთო და თავად მოვიდა. ერთ კაფეში ვისხედით, 3-4 საათი ვისაუბრეთ. ძალიან ბევრ თემაზე. ჩვენს შორის შედგა ადამიანური, მაგრამ მძიმე საუბარი.

აი, იქ ვუთხარი, ონიანთან როგორ დაიჭირე მეთქი საქმე. პატარკაციშვილმა კარგად იცოდა ონიანისადმი ჩემი მძიმე დამოკიდებულება. არა მარტო ონიანისადმი, მთელი ქურდული სამყაროსადმი, – როგორ ჩამოიყვანეთ ურეკში, როც ა მე არ ვატარებდი ონიანს-მეთქი?! არადა მაშინ პოლიციამაც მიმუხთლა, ქუთაისში, ჭომაში დარჩენის საშუალება მისცეს და მერე უკვე კოდირის ხეობაში კვიციანი მიაცილებდა,  დეპუტატი ვარ და ჩემი სტუმარიაო, ეს ყველაფერი მერე გავიგე, როცა ქუთაისი დატოვა და პატარკაციშვილამდე ჩავიდა ურეკში. მაშინ ასე ამიხსნა ბადრიმ – რომ მითრეს, მოვიდაო, არ ვიცნობდი და მივიღეო. კონკრეტულ თემაზე, მოუწიათ შეხვედრა, რაზეც მე არ მინდა საუბარი…

 

პატარკაციშვილი და ბოლშევიზმი

კარგად მიცნობთ იცით, რომ პრინციპების ადამიანი ვარ/ სულ ვეუბნებოდი ბადრის, ბოლშევიკური არის ორი რამ  – ადამიანს უთხრა, რომ მე გიხდი გულს და გაძლევთ ფულს. ბოლშევიკები შენარჩუნდნენ იმიტომ რომ თავისი ტელევიზია ჰქონდათ. როცა შენს პოლიტიკურ კურსს აგრძელებს შენი ტელევიზია და ხალხის განწყობას არ გამოხატავს. შენ პირად პოლიტიკურ აზრსა და დამოკიდებულებას ავითარებს, ეს არის დამღუპველი! ბოლშევიკებს უნდოდათ ჰქონოდათ თავისი ტელევიზია  და გქონდათ კიდეც. მოვიდა შვარდნაძე, უნდოდა ტელევიზია და შექმნა კიდეც. მერე მოვიდა სააკაშვილი,მ ანაც შექმნა საკუთარი აზრის გამტარებელი ტელევიზია მოვიდა პატარკაციშვილი და მანაც შექმნა, მერე ბიძინა ივანიშვილი ჩაენაცვლა ამათ და შექმნა მანაც ტელევიზია და დღეს დავდექით ფაქტის წინაშე, უფრო მეტი კატასტროფის პირას, რომ ქვეყანაში არ დარჩა ხალხის ინტერესების გამტარებელი არც ერთი ტელევიზია. სულ ვეუბნებოდი პატარკაციშვილს, რომ ფულის დარიგება არის მოსყიდვა-მეთქი, უფრო სწორად, ამ თემაზე ვკამათობდით  კიდეც, ეს ჰქონდა საარჩევნო პროგრამაში ჩადებული , რაც არ მომწონდა და წამგებიანი იყო. მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც  ამ აზრზე ვრჩები – რომელი უფრო სწორია, ადამიანებს მუდმივად უხდიდე ფულს, თუ ეკონომიკა გააძლიერო და კონკურენტული გარემო შექმნა?!

ბადრის უნდოდა თუ არა, დაანაგვიანა პოლიტიკური სივრცე, როცა პარტიებს ფული დაურიგა, ასევე მოიქცა ბიძინა ივანიშვილიც, ამ მოსყიდულმაპარტიებმა კი ქვეყანა დააქციეს და გააპარტახეს. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. ბადრი პატარკაციშვილს ვაფასებ იმიტომ, რომ მითხრა, მე ვიცი რამდენიმე პიროვნება. რომლებიც ვერ შევძელი ჩემს გარემოში მომექცია, და მათ შორის შენ ხარო! მთლად „ვიყიდეო“ არ შემომკადრა, მაგრამ ეს აზრი იგულისხმებოდა!

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *