პატარკაციშვილი , უტიფარი სააკაშვილი და „ნულოვანი აუქციონის“ დედოფალი ლაურა!

 

– სიმართლე გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის არც ერთ გამოსვლას არ ვუსმენ, აი, ამ ბოლო სატელევიზიო გამოსვლასაც თქვენი ხათრით ვუყურე. ვიცოდი, რომ ინტერვიუ უნდა ჩაეწერათ, რატომღაც , ერთხელ თქვა პატარკაციშვილმა და ეს ფრაზა გამახსენდა მეც, – ასეთი უტიფარი ადამიანის მნახველი არ ვარო და ვეთანხმები. მსგავსი უტიფარი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, მე ჯერ არ მინახავს. ეხლა რომ ამბობს , პატარკაციშვილი და ივანიშვილი რუსეთის აგენტები იყვნენ, ოლიგარქები და რუსული ფულით მოღვაწენი, ძალიან მაინტერესებს, თუ რუსეთის აგენტები იყვნენ, ბადრიმ თავად მითხრა, რომ ის აფინანსებდა „ვარდების რევოლუციას“ივანიშვილიც თავად ამბობს, რომ ისიც აფინანსებდა. მაშინ, რა გამოდის?! თუ ისინი პუტინის ოლიგარქები იუვნენ და რუსულ ფულს ატრიალებდნენ, სააკაშვილი და მისი ხელისუფლება რუსეთს დაუფინანსებია,  და რუსეთს მოუწყვია ვარდების რევოლუცია.

კოდუაზე კი რა გითხრათ?! არ მინდა მასზე ბევრი საუბარი. მის ოჯახზე კარგად იცით, ქუთაისიდან  ამბები, თუ რა კავშირი ჰქონდა ლაურა ღაჭავას დანაშაულებრივ წრეებთან, როემლსაც არასოდეს ვიღებდი  და მისაღებიდან ვაბრუნებდი. აეროპორტის უფროსის, ჩაჩხიანის საქმეც საკმარისია გასახსენებლად და ამ ოჯახზე წარმოდგენის შესაქმნელად. ქურდებმა გაიტაცეს მაშინ აეროპორტის უფროსი და ამის შემდეგ, რაზეა საუბარი. ლაურა ღაჭავას არასდროს შევხვედრივარ. შევარდნაძის სახელით საუბრობდა სულ და შემოდიოდა ბიზნესში. ნულოვან აუქციონზე  გაყიდული საქართველოს პატრონები არიან ღაჭავა-კოდუები და მათი მსგავსნი. დღეს კი მის შვილს უნდოდა ბადრი პატარკაციშვილი სულელად წარმოეჩინა. ამ გამოსვლით ერეკლე კოდუამ თავი მოიჭრა, რადგან იშვიათად მინახავს ისეთი  ჭკვიანი ადამიანი, როგორიც ბადრი პატარკაციშვილი იყო , კოდუასნაირი უსირცხვილო კი,სამწუხაროდ  ბევრი შემხვედია!

სრულდება და არც სრულდება თემა… იმერეთის ყოფილ გუბერნატორსა და დღეს პარტია „თეთრების“ ლიდერს ბევრი რამ რჩება სათქმელი, ზოგიც საგანგებოდ „გადავიწყებული“ . რადგან ის, რაც პატარკაციშვილს აქვს სხვებისთვის მისატევებელი იმ ადამიანების სინდისზე რცება და გახსენებად არც თემურ შაშიაშვილს უღირს. სამაგიეროდ,  გამუდმებით და ყველასაგან, განსაკუთრებით კი „ქრონიკა +“ სთან საუბრისს ერთ მნიშვნელოვან დეტალზე,  რომელსაც ემოციის გარეშე წლების მერეც ვერ იხსენებს „ პირველი ინტერვიუზე, რომელსაც თქვენს გაზეთს ვაძლევ, დაგეთანხმეთ იმიტომ, რომ როცა მართლა შიში იყო, როცა ვერავინ ბედავდა ბადრი პატარკაციშვილისა და ვალერი გელბახიანის სახელების ხსენებას, მათი პოზიციების  დაცვაზე ზედმეტი იყო საუბარი, ვინც ამას აკეთებდა იმ დროში, დიდი დარტყმის ქვეშ  აყენებდა  საკუთარ თავს და განაჩენიც გამოჰქონდა საკუთარი მომავლისათვის, სწორედ მაშინ შეძლო ინტერნეტტელევიზიამ, ეთერში გაეშვა ელისო კილაძის მიერ მოტანილი მასალები, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა კომენტარები. რაც მაშინ ინტერნეტტელევიზიამ და ელისომ გააკეთეს, ეს იყო გმირობის ტოლფასი! მართლაც გაოცებული ვარ დღემდე,  იმ გამყინვარების პერიოდში, ესენი ერთადერთი გამავრცელებლები იყვნენ ინფორმაციის, დღესაც  რომ ნახოთ, დარწმუნდებით, რა რაოდენობის მაყურებელმა, პირდაპირ გეტყვით, წარმოუდგენელმა რაოდენობამ ნახა ის ფილი, რომელსაც ავგიას თავლა ერქვა. აი, რატომ დავთანხმდი „ქრონიკა+“ს ინტერვიუზე!“

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *