ბრალდება მიხეილ სააკაშვილს – საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა

ექსპრეზიდენტს მესამე ბრალი წაუყენეს. ამჯერად მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. საუბარია 9 მილიონამდე ლარზე. პროკურატურის ცნობით,  იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო პრეზიდენტის მიერ გაწეული ხარჯების გასაჯაროება, მისივე შესაბამისი განკარგულებებით ხარჯებს გრიფით საიდუმლო დაედო. უკანონოდ და პირადი მოხმარებისთვის გაწეულ ხარჯებში გამოძიება, უცხოელი მასაჟისთისთვის ექიმი დოთისთვის, ასევე უცხოელი მზარეულისთვის და სტილისტისთვის.  ამასთან,  სასტუმროებში, კვებაში, ტანსაცმელსა და სუვენირებში, ავტომანქანებით სარგებლობისთვის გადახდილ თანხებს ასახელებს. გარდა ამისა, პროკურატურა ამბობს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხაჯებიდან მოხდა დაფინანსება სააკაშილის თანაგუნდელების ვიზიტების. ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ სააკაშვილის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009-დან 2012 წლამდე 20 მილიონ ლარამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან, რასაც გამოძიება სწავლობს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *