ვაშინგტონი – თბილისს: „ხელი არ ახლოთ მიხეილ სააკაშვილს, ის ჩვენი ძაღლიშვილია“

სტატია ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტის დაუსწრებლად დაპატიმრებასა და მისი უცხოელი მხარდამჭერების სოლიდარულ განცხადებებს.

„ვაშინგტონმა დაუყონებლივი რეაგირება მოახდინა: სახელმწიფო დეპარტამენტმა და რამდენიმე სენატორმა ორივე პარტიიდან თავიანთი აღშფოთება გამოხატეს და საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ოპონენტების „პოლიტიკურ დევნად“ მიიჩნიეს. საინტერესოა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ამ საკითხში მხარი ოფიციალურ თბილისს დაუჭირა.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აღმასვლა დაიწყო 2003 წელს, როცა მან „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად თავისი პატრონი ედუარდ შევარდნაძე დაამხო. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მიხეილ სააკაშვილმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია კორუფციასტან და ორგანიზებულ დანასაულთან ბრძოლაში, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებაში, თუმცა მეორე ვადით არჩევის შემდეგ, 2007 წლიდან სიტუაცია ქვეყნისა და მოსახლეობისათვის არცთუ სასიკეთოდ განვითარდა. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ თანამდებობებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობა დაიწყო, შეუდგა ოპონენტების დევნას, მიიტაცა მათი ბიზნესი, შეავიწროვა მასმედია, ახორციელებდა სასამართლოთი მანიპულირებას. ასეთი მოქმედების შენიღბვისა და დაფარვის მიზნით მიხეილ სააკაშვილმა დაიქირავა რამდენიმე მსხვილი და გავლენიანი ამერიკული ლობისტური ფირმა, რომლებმაც კარგად ფლობდნენ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მეთოდებს.

თუმცა მიხეილ სააკაშვილის ყველაზე მთავარი კოზირი იყო ზღვარსგადასული ანტირუსული და ანტიპუტინური რიტორიკა, რომელმაც მას ვაშინგტონში მრავალი მეგობარი შესძინა. სწორედ ისინი გამოდიან ახლა აშშ-ში ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებად.

არ ვფიქრობ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებას შეცვლის. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილს მთავარ ბრალდებასაც წაუყენებენ – 2008 წლის აგვისტოში ცხინვალზე თავდასხმას, რომლის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, რუსი მშვიდობისმყოფლების ჩათვლით.

რა შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილის ახლანდელ თანამდებობაზე მეტად აბსურდული? დღეს იგი უკრაინის მთავრობის ოფიციალური მრჩეველია… რა უნდა ურჩიოს უკრაინელებს იმ ავანტიურისტმა, რომელმაც თავისი [მცდარი პოლიტიკის წყალობით] სამშობლოს ტერიტორიის 20% დაკარგა?

დღეს არანაკლებ აბსურდული ჩანს აშშ-ის ტაფტის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწის“ წოდებას ისეთი ადამიანი ატარებს, რომელიც დემოკრატიული ქვეყნის მართლმსაჯულებას ემალება. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ ევროპასა და ამერიკაში საქართველოს „დემოკრატიულ სახელმწიფოდ“ თვლიან..

საინტერესოა, გააპროტესტებენ თუ არა ტაფტის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები თავიანთი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას?“

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *