მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდა

150455_10151340938281193_694245894_nსაქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ გამოტანილია დადგენილება,რომელიც გადაეცა შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციისა და “ტელეიმედში” შეჭრაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რის შესაბამისადაც ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ,რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ.

“გამოტანილია დადგენილება ყოფილი პრეზიდენტის ძებნის შესახებ. მიხეილსააკაშვილი ძებნილად არის ცნობილი. მასზე გამოცხადებულია შიდა ძებნა.გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს”, -აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა.სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *