თემურ შაშიაშვილი: მოთმინების ფიალა, მართლაც ,ბოლომდეა ავსებული…

 

news_35148სააგენტო “ივერიონით” გავრცელებულ საგანგაშო მასალას “ფრთხილად, ბატონებო, მოთმინების ფიალა ბოლომდე ავსებულია!”  –  საკრებულოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში კვლავ “ნაციონალური მოძრაობის” კადრების დანიშვნის შესახებ,  “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი გამოეხმაურა. 

“სიტუაცია,მართლაც,ცუდია , მხოლოდ  იმის გამო კი არა,რომ„ქართული ოცნების“ წევრი, ან მხარდამჭერი  თანამდებობაზე არ დანიშნეს, რომ თანამდებობაზე „ნაციონალები“ ინიშნებიან, არამედ, და უპირველესად, იმის გამო,რომ საპარლამენტო პარტიებმა,”ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკრებულოებში შეიყვანეს უავტორიტეტო ხალხი,უცოდინარები,არ აკლიათ არც “მხედრიონელები”,არც ე.წ. “ავტორიტეტების”ხელის ბიჭები,არც მაფიოზები,არც ნარკომანები,რაც მთავარია ულევად ჰყავთ ნულოვანი აუქციონებით გამდიდრებულნი ბაზრების, სასტუმროების, ბენზოგასამართი სადგურების მფლობელნი….მოკლედ, წესიერი, მოაზროვნე და საქმის მცოდნე გადათელილია.

მოთმინების ფიალა, მართლაც ,ბოლომდეა ავსებული…

სწორედ ამიტომ გამოცხადდა პროექტი-“დავიბრუნოთ საქართველო!”

ნახეთყველამასალა….ვიმოქმედოთ-http://www.tetrebi.org/?p=14913

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *