(ასავალ-დასავალი)თემურ შაშიაშვილი : მარგველაშვილი აღმოჩნდა გულწრფელი – თქვა, პლასტელინი ვარ, ანტიქართული ძალები მე შევქმენი და ავად ვარო! “

 

13ბატონო თემურ, საუბარი ენ-დი-აის ყბადაღებულ კვლევებით უნდა დავიწყოთ. თქვენ ეთანხმებით იმას, რომ ირაკლი ალასანიას საქართველოში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს?

– “ენდიაი” რეალობას კი არ ასახავს, ის აკეთებს იმას, რაც უნდა შემკვეთს, ანუ ენდიაი – ს მიერ გაკეთებული “კვლევა” არის ნიშანი იმისა,თუ რისი გაკეთება უნდათ საქართველოში.

 – ვინ არის ეს უჩინარი თუ გამოჩინებული შემკვეთით

– სექტანტური ჯგუფები! ამ სექტის სათავეებთან დგას “თავისუფლების ndiინსტიტუტი” და სხვა ანტიქართული მიმართულების ძალები. “ენდიაის” ქართული ოფისი არის ამ დიდი სექტის ნაწილი.

 – ენდიაი-ში თუ არ ვცდები, მარგველაშვილი მუშაობდა.

– დიახ, მარგველაშვილი “ენდიაი” -ს ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოში და ლუის ნავაროსთან ერთად დაწერილი აქვს წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ უნა ჩატარდეს საქართველოში არჩევნები! ეს არის წიგნი, და რჩევები, როგორ უნდა გააყალბო არჩევნები და როგორ უნდა დააქციო ქვეყანა.

 – ასეთი წიგნი ნამდვილად არსებობს?

– რა თქმა უნდა, მე მაქვს მარგველაშვილის და ნავაროს მიერ დაწერილი წიგნი! “ენდიაი” ყველა არჩევნების წინ რაღაცეებს აქვეყნებდა, დებდა და ზუსტად ის შედეგები დგებოდა არჩევნების შემდგომ. აზრი არ აქვს არავითარ არჩევნებს და რამეს, საქართველოში დღემდე “ენდიაი”-თ იყო ყველაფერი. ისე, ძალიან ბევრი ქვეყნიდან “ენდიაი” გააგდეს.

 – კი, აზერბაიჯანიდან გააძევეს! 

– ქართული პროვინციალიზმის აშკარა გამოხატულებაა ის, რომ “ენდიაი” კვლევებს გამოაქვეყნებს თუ არა, მთელი ტელევიზიები მეტს არაფერს აშუქებენ,

 – ბატონო თემურ, თქვენ ადრე ამბობდით, მარგველაშვილს მასონებთან და სექტანტებთან აქვს კავშირიო და იმას გულისხმობდით, რის შესახებაც ზევით თქვით?

giorgi marg – მარგველაშვილი არის მასონებისა და საშიში სექტების ხელისბიჭი. რომლის ხელითაც ახორციელებენ იმას, რაც მათ უნდათ. ნახეთ, ვინ კითხულობდა ლექციებს “ჯიპაში”… ლექტორმასწავლებლები ძირითადად დაკომპლექტებული არიან ანტიქართული , საქართველოს მოძულე ძალებით. სერიოზულ მეცნიერს თქვენ იქ ვერ ნახავთ. მაგრამ მრავლად შეხვდებით “სოროსის ფონდისა” და მსგავსი სექტების თანამშრომლებს. “ჯიპაში” მარგველაშვილის ხელფასი იყო იმდენი, რაც დედა-უნივერსიტეტის ერთად აღებულ ყველა პროფესორს ერთად ჰქონდა.

 – მაინც რამდენი ჰქონდა ხელფასი?

– როცა უნივერსიტეტში პროფესორის ხელფასი 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს, “ჯიპაში” მარგველაშვილის ხელფასი 6-8 ათასი ამერიკული დოლარი იყო. გია ნოდიადან დაწყებული, დარჩიაშვილით დამთავრებული, რომელიც ხან ევრაზიის ფონდს ხელმძღვანელონდა, ხან – სოროსის ფონდს, სუყველა “ჯიპაში” კითხულობს. კი, მაგრამ ჩვენ ახლა მარგველაშვილისგან რა გვინდა და რას ვითხოვთ მისგან?

 – მარგველაშვილისგან ის გვინდა,რ ომ ის ავლაბრის რეზიდენციაში შებრძანდა, რომელზეც ამბობდა, ეს ქართველების ძვლებსა და სისხლზე აშენებული სრასახლია, სადაც ჩემი ფეხი არ იქნებაო! კიდევ იმის გაგება გვინდა, “ქართულ ოცნებას” რატომ უღალატა და ა.შ.

– გავიგე, მაგრამ ჩემი პოზიცია ცოტა განსხვავებულია, მარგველაშვილმა თქვა, პლასტელინის კაცი ვარო!

 – დიახ, თქვა! 

– ადასტურებდა მარგველაშვილი თუ არა იმას, რომ სოროსის ფონდის, “თავისუფლების ინსტიტუტის”, “ენდიაისა” და “ჯიპას” შემქმნელია? ფული თეთრდებოდა და დღემდე თეთრდება ამ ორგანიზაციებში. ეს იყო და არის მაგათი სათარეშო. უარყო მარგველაშვილმა ოდესმე ეს ამბავი?

 – არა, ბატონო თემურ, ძალიანაც რომ ეცადოს, მაგას ვერ უარყოფს. რადგან ყველამ იცის, რომ მარგველაშვილი რაც თქვენ ჩამოთვალეთ , ყველგან მუშაობდა . 

– ვთქვი და ვიმეორებ, მარგველაშვილს აქვს ძალიან სერიოზული ნევროლოგიური ავადმყოფობა. .. რას ერჩით ამ კაცს? მარგველაშვილი აღმოჩნდა გულწრფელი, პლასტელინი ვარ, ანტიქართული ძალები მე შევქმენი, და ავად ვარო! ამის მიუხედავად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი დადიოდა და ქვეყანას ეხვეწებოდა, გინდათ თუ არა, მეცით პატივი და ჩემი ხათრით ეს კაცი პრეზიდენტად აირჩიეთო. რა გინდათ ამ კაცთან? რომელმაც გულწრფელად თქვა ყველაფერი? მე ყველა ადამიანი მეცოდება, რომელიც გარედან იმართება და არ მინდა  შეურაცხყოფა მივაყენო, რადგან მაინც პრეზიდენტი ჰქვია. თორემ ჩემთვის მარგველაშვილი არასდროს  ფიგურას არ წარმოადგენდა. საქართველო არის საცოდავი ქვეყანა,რადგან პოლიტიკოსების 99% ქვეყნის გარედან იმართება. თურქეთსაც ჰყავს ქართველ პოლიტიკოსებს შორის აგენტები, აზერბაიჯანსაც, სომხეთსაც. მაგრამ ერთადერთი საქართველოს მოსახლეოაბს არ ჰყავს ხელისუფლებაში თავისი აგენტი. არ არიან სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, მარგველაშვილი საქართველოს პრობლემა. საქართველოს პრობლემაა იდეოლოგია,  რომლიც მსხვერპლიც ესენი გახდნენ. ებრძვიან სააკაშვილს, ყველა აგინებს, რადგან ნამდვილად საგინებელია, მაგრამ ვინმე ახსენებს “თავისუფლების ინსტიტუტს”? ვინმეს ოდესმე უნახავს, რა ფულებს იღებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და ვინ აფინანსებს მას?

ბებერი დემოკრატიის ქვეყნებში – ევროპაში , ამერიკაში ვინ ეკითხება რამეს ახალგაზრდა იურისტს? 70 წელს მიღწეული ქალი აირჩიეს ამერიკაში მთავარ ფინანსისტად, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლების 90% 70 წლის კაცისდანახვაზე გაკვირვებული მხრებს იჩეჩავს – ცოცხალი რატომ არისო?! “ენდიაი”, “თავისუფლების ინსტიტუტი”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ის ორგანიზაციებია, რომლებიც ქვეყნის გარედან იკვებებიან და ქვეყანას თავზე ასხედან, ყველა დიდი ფილოსოფოსი ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თანამედროვე შეიძლება იყოს მხოლოდ ტრადიციული ადამიანი” ესენი არიან გამოგონილი თანამედროვენი, ყალბები.

 – ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ძალიან სერიოზული მოძრაობაა დაწყებული, რას იტყვით, რა საფრთხე ელის საქართველოს ახალგაზრდა პრემიერ – მინისტრს?

– მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვგულშემატკივრობ, რადგან სუფთა წარსულის მქონე ახალგაზრდა კაცია. მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ბოლო დროს თავის თავს ებრძვის! არ შეიძლება სულ წარსულზე  და მიშაზე ლაპარაკი. მთავრობის საქმე მომავალია. სააკაშვილის შესახებ გამუდმებით ლაპარაკი არ არის პრემიერის საქმე. სააკაშვილზე უნდა ილაპარაკოს პროკურატურამ, შსს- მდა ინტერპოლმა  რადგან საქმა გვაქვს კრიმინალთან და ქვეყნის დამაქცევართან.

როცა ბარაკ ობამა რომელიმე მინისტრს ნიშნავს, იმდარგის “კიტებს” ათ – თხუთმეტ კაცს პირადად ურეკავს და რჩევას ეკითხება. საქართველოში კი კადრებს პირადი ერთგულებით და ნაცნობობის ხარჯზე ნიშნავენ. წამგებიანია ეს გზა, ბატონო ირაკლი და გეუბნებით არა თქვენი მტერი, და ვიღაც ჩასაფრებული, არამედ თქვენი გულშემატკივარი.

ირაკლი ღარიბაშვილის ყველაზე სუსტი წერტილი დღეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელიც მედროვეებით და კრიმინალებით არის სავსე. და ასევე ადგილობრივი ხელისუფლება.

ხარაგაულსა და ტყიბულში გახლდით და პირგაპირ გეუბნება ხალხი, რომ წაბლის უნიკალური მასალა ქვეყნიდან ისევ გააქვთ და წაბლის ტყეები ისევ იჩეხება. რკინისჯვარზე ვიყავი ფერიცვალებას და მწყემსები გელაპარაკებიან, თუ ვინ არის ხარაგაულის გამგეობაში ნარკოტიკების მომხმარებელი, ნარკოტიკებისთვის ციხეში ვინ იჯდა და ა.შ.ხელისუფლებამ ეს ვერ გაიგო? რაიონებსა და რეგიონებში თავზე დაასხდნენ სამარცხვინო კადრები. ზოგი ცხენით დადის  სამსახურში, ზოგი – ველოსიპედით… რიგითმა ქუთაისელმა გაიგო იმ შვიდი-რვა კაცის ვინაობა, რომლებიც სისხლს წოვენ ქალაქს და აქ ვერ გაიგეს ამის შესახებ?

ამერიკის ელჩი რომ იმას იტყვის – საქართველოში კრიზისი ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელიო! ამის შემდეგ აქ ინვესტორი შემოვა და ფულის დაბანდებაზე იფიქრებს? ამაზე რატომ არავინ ფიქრობს? და ერთც – მე საქართველოში მეორე ადამიანი არ მეგულება, ვინც თავისი თავი ისე სასტიკად დაამარცხა, როგოც ბიძინა ივანიშვილია.

– რას გულისხმობთ?

რას ვგულისხმობ და, შე დალოცვილო, როცა იცი, რომ ხალხი შენი ხათრით აძლევს მარგველაშვილს ხმას, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით არ უნდა მოეკიდო საპრეზიდენტო კანდიდატურის შერჩევას?!

გოგი ქავთარაძემ პირდაპირ გამოაცხადა  – მისი კრიმინალური წარსულის გამო არ მინდოდა ამ კაცის ზესტაფონის გამგებლონა, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე მაინც გახდაო! ეს ბიძინას გამო მოხდა. ბიძინას ახლობელია და კრიმინალი საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნეს.

მას შემდეგ,რაც ივანიშვილი პრემიერმინისტრი გახდა, რამდენიმე პიროვნებამ გვარი შეუცვალა და გახდა “ივანიშვილი” ერთ – ერთი ასეთი ქალბატონის შესახებ , რომელიც ქუთაისის აეროპორტის სისტემაში მუშაობდა, ჩვენ ვისაუბრეთ ეხლა მეუბნებიან, რომ ამ ქალბატონს მინისტრები ფეხზე უდგებიან და ტელეფონზე ისე ელაპარაკებიან, თურმე. მითხრეს, პიროვნებებმა, რომლებმაც თავიანთი სიმართლე ვერ გაიტანეს, ამ ქალის დახმარებით ყველაფერი მოაგვარესო.

 – კახა თარგამაძემ მითხრა, ჟვანიას და სააკაშვილს დავიჭერდი, მაგრამ შევარდნაძემ ამისი ნება არ მომცაო! მართალია?

– მე კახა თარგამაძესთან არ მქონდა დაშაქრული და დათაფლული ურთიერთობა. მაგრამ რასაც ის ამბობს, ეს არის სრული სიმართლე. ქცეყნის დაცინვა და აბუჩად აგდებაა ის, რომ სოროსელი და “თავისუფლების ინსტიტუტელი” მარგველაშვილი თარგამაძეს არ აძლევს საქართველოს მოქალაქეობას. თარგამაძეს ჰქონდა ერთი ღირსება – გულწრფელად ეჯავრებოდა სოროსელები და თავისუფლების ინსტიტუტელები! კახა თარგამაძე ვერ იტანდა გივი თარგამაძეს, რომელმაც, მოგეხსენებათ, გვარი გადაიკეთა! ხომ იცით ეგ ამბავი?

 – პირველად მესმის! 

კახა თარგამაძემ გივი თარგამაძე ცემა  კიდეც ამის გამო – რაღა მაინცდამაინც თარგამაძედ გადაიკეთე გვარიო! ე.წ. რეფორმატორების ჯგუფი  – სააკაშვილისა და ფინანსთა მინისტრ ნოღაიდელის მეთაურობით კახა თარგამაძეს აგიჟებდნენ და ფულს არ აძლევდნენ. პოლიციას რომ ხელფასს არ მისცემ და ფულს არ გადაუხდი, ქრთამს აიღებენ, აბა რას იზამენ? 37 მილიონზე ატირებდნენ თარგამაძეს, როცა ვანო მერაბიშვილს 1 მილიარდი ჰქონდა ბიუჯეტი. კახა თარგამაძისნაირ პრიფესიონალს მერწმუნეთ, 1 მილიარდს თუ მისცემენ, საქართველოში იქნება იდეალური წესრიგი.

ნაცისტური სექტების ფიურერების დაპატიმრება როგორ წარმოგიდგენიათ?

– დავით ბაქრაძის ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა, მაგრამ მაგ კაცს ეტყობა, რომ სინდის-ნამუსი საერთოდ არ გააჩნია. ხარაგაულში ყველგან იცნობენ დათო ბაქრაძის სიმამრ ლერი მეტრეველს, რომელმაც ხარაგაულში ყველა ტენდერი მოიგო. და მილიონები მიიტაცა! შიმშილი რომ კლავდა, პური მოიპარა, ისეთი ხალხი დღეს ციხეში ზის, ხოლო ლერი მეტრეველი მილიონები აქვს გაფლანგული, მიტაცებული, თავისუფლად დანავარდობს. მერაბიშვილისა და ბოკერიასა და სხვათა მილიონების შესახებ არაფერს ვამბობ. ვერ გაბედავს ეს ხელისუფლება აწი ვინმეს დაპატიმრებას,რადგან დამპატიმრებელი აქამდე დაიჭერდა ავაზაკებს. ბატონმა ბიძინამ კარგად იცის, რომ 40–50 მილიონი უშიშროების საბჭოდან არის გახარჯული ბოკერიას მიერ საჩუქრებისათვის, რომლებსაც უცხოელ დიპლომატებს, თუ ქალებს ჩუქნიდნენ. ზოგიერთ ელჩს ფული პირდაპირ მისცეს და ამის შესახებაც იცის ბატონმა ბიძინამ. ერთია, რომ იცი, მაგრამ მეორეა, რას აკეთებ. რომ გვითხარით სააკაშვილმა და ბოკერიამ ფული ელჩებს დაურიგესო, მიიყვანეთ, ბატონო ბიძინა საქმე ბოლომდე და გვითხარით, რომელ ელჩებს გადაუხადეს ფული! რომ იცოდეთ, სწორედ იმ ელჩებზეა ძალიან ბევრი თანხა დარიგებული , რომლებიც დღეს თქვენ ჭკუას გასწავლიან! მაგრამ უბედურება რაშია, იცით? ეს პრეზიდენტი ყოველივე ზემოთქმულის დამამტკიცებელ დოკუმენტებს გრიფით საიდუმლოს არ მოხსნის!

 – რატომ?

– არ მოხსნის იმიტომ , რომ ეს არ აწყობთ ქვეყნის გარეთ!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

PDF ფორმატი

გვერდი 1 

გვერდი 2

asavali1

asavali2

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *