თემურ შაშიაშვილი: საქართველოს პრობლემა არც სააკაშვილია და არც მარგველაშვილი- ის იდეოლოგიაა, რომლის მსხვერპლნიც ისინი არიან (სტენოგრამა)

 

hqdefaultჟურნ. ჩვენი სტუმარია “თეთრების ლიდერი”. გაზეთის ახალ ნომერს მიმოვიხილავთ. თქვენი აზრიც გვაინტერესებს გამოქვეყნებულ სტატიებზე და მერე გადავალთ თქვენთან საუბარზე

 ასავალ დასავალის მიმოხილვით დავიწყებ. დღეს მთავარი სტატია ეძღვნება ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ნაკლებად ცნობილ საქმიანობას . ბატონმა მარგველაშვილმა რამდენიმე წლის წინ დაწერა ფილოსოფიური ესსე „ნიჩურტა, მე ქართველი ვარ! „ ეს დაახლოებით ისეთი სტილის წერილია, რაცდაუწერია ზურაბ ჭიაბერაშვილს. და ძმათა და ძმათა მათს. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის დაცინვა დარტყმა ქართული ტრადიციების, კულტურის წესჩვეულების მიმართ. ეს კამპანია, რომლის მიზანი იყო , ქართველებს შერცხვენოდათ თავისი ქართველობა,  20 წლის წინ დაიწყო ლევან ბერძენიშვილმა და მსგავსმა ტიპაჟებმა.  რამდენიმე ამონარიდს წაგიკითხავთ.მარგველაშვილის ესსედან, (   მაშინ  მე მგონი ენდიაი – ში მუშაობდა ეს ბატონი,  ეხლა რომ არის ლუის ნავარო. ის ცნობილი სოროსელია).

„როგორც მოგახსენებთ, დიაგნოზი გონებრივი ჩამორჩენილობა (ლაპარაკია ქართველ ერზე, ზოგადად ხალხზე) რაში გამოიხატება, რაში და ჩვენი არსებობის წესში, დებილობა  მხოლოდ გონებრივ ჩამორჩენილობას გულისხმობს. პრინციპში აბადმყოფი ფუნქციონირებს ნორმალურად სოციალურ ასპექტში იგულისხმება, მაგრამ აშკარაა მისი გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეუსაბამობა. ანუ გარკვეული თვალსაზრისით, ავადმყოფობის ძირითადი მიშანი სწორედ შეუსაბამობაშია. „

კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი. ლაპარაკია ქართველ ხალხზე

„ქართლის დედა აკეთებდა იმას, რაც პრინციპში ლოთი მამის პირობებში ქალისთვის ბუნებრივია. დაიწყო თავისი ბავშვის დაცვა და ზედმეტი მოფრთხილება, ქართლის დედამ გააკეთა ის, რომ ბავშვი არამც და არამც არ შედგა კაცად. ისიც მამასავით ყველაფერს უსრულებდა, გაათავხედა და გაამაიმუნა. და საწყლად მარტო დარჩენილს  ლოთი ქმრის ხელში, სულ ეშინოდა შვილსი დაკარგვა. და შეეცადა, მისი ბავშვობა მაქსიმალურად გაეწელა, ისე, რომ არ4 მისცა ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობა…“

ეს ჩემის აზრით, იმაზე უარესია, რაც ჭიაბერაშვილს აქვე დაწერილი. ჭიაბერაშვილმა ალეგორია მოიყვანა ქართლის დედასთან დაკავშირებით, მის ხელში ხმალთან ფართან დაკავშირებით, თითქოს მამაკაცებს შიში აქვთ ქართლის დედის ხელში დაჭერილი ხმლისა, ეს ავადმყოფილი  პერვერსიები ამ ხალხს მართლა აქვთ შინაგანად. ასე მგონია, მარგველაშვილი სარკეში იყურებოდა, როცა ქართველი ხალხის დებილობაზე საუბრობდა. ბატონო გიორგი, არ არის, აუცილებელი საკუთარი მაგალითი მთელს ქართველ ერზე გაავრცელოთ. თქვენ აშკარად გეტყობათ გონებრივი ჩამორჩენილობა და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ამას ხალხი გაულაწუნეს ეძახის.

თემურ შაშიაშვილი: . ერთ ჩართვას გავაკეთებ.  გიორგი მარგველაშვილი არ არის 934806_758328437560670_5690323465110255698_nქვეყნის პრობლემა, არც სააკაშვილია პრობლემა, არც ნაცმოძრაობა არ არის პრობლემა…   საქართველოს უდიდესი პრობლემაა ის იდეოლოგია, რომლის მსხვერპლიც ესენი გახდნენ. საქართველოს უდიდესი პრობლემაა „თავისუფლები ინსტიტუტი“, საქართველოს უდიდესი პრობლემაა  „ სოროსის ფონდი“, საქართველოს უდიდესი პრობლემაა  „ენდიაი“, ის გუნდი, რომელიც ეპატრონება საქართველოს ქვეყნის გარედან. ვიდრე ჩვენ ვებრძვით ან სააკაშვილს, და გვგონია მათი დამარცხებით შეიცვლება სიტუაცია, ან მარგველაშვილს,  ეს არის აბსურდი. ჩვენ უნდა მოვიცილოთ ის უბედურება,  რაც არის თავისუფლების ინსტიტუტი, ეს ანტიქართული ბუნაგი. ეს არის ქვეყნის უბედურება. ეს არ არის მარტივი რამ.  მაგრამ არა მარტო ამაზეა საუბარი.

გამოკვეთილად ვამბობ,  საქართველოს რაც არ აკლია დღეს , ეს არის გარედან ფინანსირებადი ტელევიზიები,  არასამთავრობოები, პარტიები, პოლიტიკოსები. დღეს რაც აკლია საქართველოს,  ეს არის ქართული განწყობის არასამთავრობოები – მათ ფინანსები არ აქვთ, პარტიები – მათ ფინანსები არ აქვთ.  ბატონი ბიძინა ივანიშვილიც მიეხმარა იმ პარტიებს, რომლებიც გარედან ფინანსდებოდნენ.

რაც შეეხება მარგველაშვილს. მე არაერთხელ, იგივე „ასავალ დასავალის“საშუალებით, ბატონ ჯაბა ხუბუასთან საუბრისას, „კვირის ქრონიკის“ საშუალებით, რამდენჯერმე გამოვთქვი ჩემი პოზიცია, მარგველაშვილთან დაკავშირებით ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.   პატივისცემით  მივმართე ბატონ ივანიშვილს, ვუთხარი: „არ მოგწონთ თემურ შაშიაშვილი, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ გეუბნებით, უდიდეს შეცდომას უშვებთ რომ მარგველაშვილს ირჩევთ!“.

მე არც ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან  მქონდა ადრე კარგი ურთიერთობა, მაგრამ ვამბობდი, რომ ამ სიტუაციაში ბურჯანაძეს არ აქვს ალტერნატივა.  შედარება არ შეიძლებოდა მარგველაშვილის და ბურჯანაძის. ბურჯანაძე იმიტომ  არ აწყობდათ თავისუფლების ინსტიტუტს და სოროსის  ფონდს, რომ მიუხედავად მცდელობისა, საკუთარი გავლენას ვერ დაუმორჩილეს.   ვაღიარებ,  ამერიკა ძალიან ძლიერი ქვეყანაა, მასთან მეგობრობა სჭირდება საქართველოს, მაგრამ  ამერიკაში არიან გარკვეული ჯგუფები და სექტები, რომლებმაც დაადეს ხელი საქართველოს. სწორედ ეს სექტებია საქართველოს უბედურება და არა ამერიკა! სენატორი მაკეინის, ლიბერმანის და სხვათა უკან დგას უამრავი უბედურება. თქვენ გგონიათ, ამერიკაში ვინმე იცნობს მაკეინს? მაკეინი  საქართველოში რომ ჩამოდის,  კაცად გრძნობს თავს. ამერიკაში ის არავის არაფრად არ მიაჩნია.

მე მივმართე ბიძინა ივანიშვილს, იმის თაობაზე, რომ  მარგველაშვილს აქვს სერიოზული ავადმყოფობა.მაგრამ  სექტანტურ ჯგუფებს სჭირდებათ სწორედ  კომპრომენტირებული პიროვნებები ისეთები, როგორიცაა   მარგველაშვილი და სააკაშვილი.

მე ის  პიროვნება ვარ, რომელიც 1993 წელს მიწვევით ვიმყოფებოდი  ამერიკაში ორთვიან კურსებზე.  მეც შემომთავაზეს ბევრი რამ.  პირველი ქალაქის მერი ვიყავი, რომელიც იქ ჩავიდა. მქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში.  პრაქტიკულად  მეორე პიროვნებას შევხვდი.  ნაციონალურ პრესკლუბში, სადაც ჩემამდე ნამყოფი  იყო მხოლოდ  ორი პიროვნება საქართველოდან, შევარდნაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი, მესამე მე გახლდით და შეხვედრის პირდაპირი სატელევიზიო გადაცემა მიდოდა..  „ევრაზიის ფონდში“მქონდა შეხვედრა ფონდის პრეზიდენტთან… სხვათაშორის ,  რომ ჩამოვედი მაშინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ გაიკვირვა, ევრაზიის ფონდის პრეზიდენტს როგორ შეხვდიო, იმიტომ რომ ის ამერიკის პრეზიდენტზე  დიდიაო. მართლაც, ევრაზიის ფონდი –  ეს  არის ფული, რომლითაც იმართება მთელი მსოფლიო. მე მას ვაჩვენე ფონდში გადაღებული სურათი და დავარწმუნე რომ შეხვედრა მართლაც შედგა. შევარდნაძე შეშფოთდა,  ამხელა კაცმა როგორ მიგიღოო.

პენტაგონში მიმიღეს, საკმაოდ მაღალ დონეზე.  მე ვარ ერთი იმ სამი ოთხი ქართველს შორის, შორის  (იმის შემდგომ ეხლა არ ვიცი რამდენი ჩავიდა იქ),  რომელიც იმყოფებოდა ქვევით,  სიღრმეში,  საოცრება ვნახე…  ვიყავი  შალიკაშვილის კაბინეტში და  გენერლებმა მიღება მომიწყვეს…

მაშინ „ევრაზიის ფონდის“ პრეზიდენტმა პირდაპირ მითხრა: ნებისმიერი თანხა, რაც თქვენ დაგჭირდებათ არ არის პრობლემა, მხოლოდ   30 პროცენტი უკან უნდა წამოვიდეს ეს. ეს ითქვა ღია ტექსტით.

როცა ჩამოვედი ქუთაისში, იმავე დღეს ჩამომყვა  “ევრაზიის ფონდის” წარმომადგენელი კავკასიაში,  ეროვნიბით სომეხი, რომელიც სხვათაშორის დღესაც ამ პოზიციაზეა, რადგან იქ არ ცვლიან ერთგული კაცებს..  აქედან რომ გავიგე რომ ასეთი დიდი პიროვნება ჩამოდის, დავრეკე, მინდოდა ინტელიგენციისთვის ანგარიში  ჩამებარებია ჩემი ამერიკაში ვიზიტისა და მაღალი დონის შეხვედრების შესახებ  და ის პიროვნებაც წარმედგინა. შეხვედრის წინ, კაბინეტში შევხვდი  ამ პიროვნებას  და ვთხოვე შეხვედრაზე გამოსულიყო . მიპასუხა: იმათთან რა საქმე მაქვსო… და არ  გამოვიდა შეხვედრაზე .

… მე ვთქვათ, უარი ვთქვი მათ შემოთავაზებაზე. მაგრამ სააკაშვილი დაითანხმეს, სხვები დაითანხმეს.. სააკაშვილი კაგებეშიც იყო, იქაც იყო… კატასტროფაა , ვინც ამერიკის თუ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს გაკარებია!  კატასტროფაა ეს საქართველოსთვის . ეს ის ხალხი მათ დავალებებს ასრულებენ. კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ის, რაც საქართველოში ბევრმა არ იცის: მარგველაშვილი   „სოროსის ფონდის“ ერთი მთავარი ერთი დამფუძნებელია, ის არის დამფუძენელი  „თავისუფლების ინსტიტუტის“ და დამფუძნებელი ენდიაის. ამის შემდეგ რა გვინდა, რას ვერჩით მარგველაშვილს? მან პირდაპირ თქვა, რომ ეს ფონდები დააფუძნა  და ვიცით რომ ეს ფონდები საქართველოს მტერი ფონდებია.

მე გული მწყდება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. ხომ იცოდით,ბატონო ბიძინა ვინ იყო ეს კაცი. ეს არის , ეს არის საქართველო? ეხლა ვებრძვით ჩვენ მას? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ჩანს, ჩვენ ვცხოვრობთ გამოგონილი ივანიშვილის ქვეყანაში. ჩვენ გამოვიგონეთ ბიძინა ივანიშვილი. რეალური ივანიშვილი გაცილებით სასარგებლოა საქართველოსთვის, ვიდრე ის, როგორიც ჩვენ გამოვიგონეთ. რომ ეს არის მხსნელი და თვითონაც ირწმუნა .

როგორ ფიქრობთ,  რომელიმე დღეს არჩეულ  გამგებელს რაიონში ან მერს ვინმე აირჩევდა,   მით უფრო მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილის ნების გარეშე? კატასტროფა ელოდებათ მათ, ვინც ივანიშვილის  ხათრით არის არჩეული…

ყოფილმა პრემიერმა,  როცა  იცოდა , რომ მისი ხათრით ხდებოდა  ხალხის არჩევა, მეტი პასუხისმგებლობით შეერჩია  ეს ხალხი.ხომ არ შეიძლება პირადი ერთგულებით ან გარედან კარნახით.  ეჭვი მეპარება, თავად მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის კადრია, დარწმუნებული ვარ,  რომ ის გარედან ნაკარნახევია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ფული, რაშიც  ამერიკულმა სექტანტურმა ჯგუფებმა  ჩადეს , არის მარგველაშვილი.  იმიტომ რომ მარგველაშვილი სოროსის ფონდის, ენდიაის და თავსუფლების ინსიტუტის სათავეებთან იდგა.

რუსთაველის პროსპექტზე, „ჯიპა“-ში თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი კითხულობდა ლექციებს და ხელფასს იღებდნენ 5-7 ათას დოლარს. ანუ ერთი კაცი  იღებდა იმდენ ხელფასს, რასაც ჩვენი დედა უნივერსიტეტის მთელი პროფესურა  ერთად აღებული. თუ ამ სექტანტურ ჯგუფებს საქართველოსთვის კარგი უნდოდათ, აგერ დედა უნივერსიტეტი გვაქვს და იმას მიხმარებოდნენ.. ჩვენგან ერთი გოგონა სწავლობდა იქ და მან მკითხა, ბატონ მინდია უგრეხელიძეს აქებთ და ნუთუ ბატონმა მინდია უგრეხელიძემ არ იცის  ინგლისური, რომ ლექციები წაიკითხოს „ჯიპაშიო“.  მე ვუპასუხე, როგორ არ იცის მეთქი. საუბარია მინდია უგრეხელიძზე, რომელიც ინგლისურად გერმანულად და  ფრანგულად კითხულობს ლექციებს, ისევე, როგორც ქართულად. მინდია უგრეხელიძე ვინმემ მიიყვანა იქ? ან ბატონი პაპავა ეკონომიკურ საკითებზე, ან ბატონი იაკობიძე ფინანსურ საკითებზე ვინმემ მიიწვია იქ? თქვენ რომ ნახეთ სია, ვინ კითხულობდა  ლექციებს  მარგველაშვილთან. ეს იყო ფულის გათეთრება, ანუ იმ ხალხისთვის ფულის მიცემა, რომლებიც ებრძოდნენ ქართულ იდეოლოგიას.

ტელევიზიებს რომ ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მომავლის ხედვა სჭირდება ქვეყანას დღეს. მე ვიცნებობ ისეთ ხელისუფლებაზე, რომელიც იტყვის : წარსული არის გაზეთების, სპეციალისტების, ექსპერტების,  ფილოსოფოსების, პოლიტოლოგების სფერო, ეს არის თუ გნებავთ პროკურატურის შესწავლის სფერო, სასამართლოს და პოლიციის სფერო, თუ დანაშაულია ჩადენილი. მე ვარ მთავრობა და ჩემი საქმეა მომავალი. არ შეიძლება, ყველა ვლაპარაკობდეთ წარსულზე. არ შეიძლება ყველა ვსაუბრობდეთ, რ ომ სააკაშვილი ცუდია. ადვილია დღეს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ვერ ბედავს ხელისუფლება თქვას, რომ ქვეყის უბედურება არის სოროსის ფონდი, თავისუფლების  ინსტიტუტი, ენდიაოი…  არ იქნებოდა სააკაშვილი, იქნებოდა სხვა. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა იმას, ვინც მსხვერპლი გახდა, არამედ ვინც მსხვერპლად აქცია  ეს ხალხი. ისინი მე გარკვეულწილად კიდეც მეცოდება.  ისინი აღმოჩნდნემ სუსტები.

დალაი ლამას აქვს ნათქვამი: „თუ უნდა ქვეყანას თავის მომავალს შეხედოს, როცა 150455_10151340938281193_694245894_nირჩევს პირველ პირს, პრეზიდენტი იქება ის თუ სხვა, უნდა ნახოს, რას თამაშობდა ის ბავშვობაში,რა წიგნს კითხულობდა, როგორი იყო ის მეგობრებთან ურთიერთობაში“ და ა.შ. გენიალური რამ გვითხრა… ყველა ფილოსოფოსი – არისტოტელე, პლატონი… ყველა  ამას წერდა.

სამი ქვეყანა მიდის დღეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ქვეყნებია:  ამერიკა, იაპონია,  ჩინეთი და გერმანია. ამერიკაში თუ 20 წელი არ იცნობენ ხალხს, მას არ ნიშნავენ სერიოზულ თანამდებობაზე. თუ არ ნახეს ის ვინ არის.  გუბერნატორი თუ არ იქნა არ ირჩევენ პრეზიდენტად. თვითონვე წერენ ამას. მე რომ ვიყავი ამერიკაში, პირდაპირ მითხრეს, თქვენ თუ გინდათ ქვეყანა, ეს უნდა იყოს ასე.

ჟიული შატრავა,  უდიდესი პიროვნება, უწესიერესი კაცი,ეროვნული გმირი  კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი იყო  და ის  უფრო ასაკოვანი იყო, ვიდრე დღეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. კომკავშირის რაიკომის მდივნებად არ ირჩევდნენ იმ ასაკის ადამიანებს, რა ასაკისაც  დღეს ხელისუფლების სათავეში არიან.   მე როცა კომკავშირი და ჟიული შარტავა  ვახსენე, ადამიანური ურთიერთობების გარდა არაფერი უსწავლებია და რა გააკეთა.

სააკაშვილი ჩემი მეუღლის კლასელი იყო და ვიცი, ჯგუფი რომ წავიდოდა შატალოზე, ის რჩებოდა და დირექტორს დააყენებდა თავზე თანაკლასელებს. ეს არ იცოდნენ? როგორ არა, გაზეთებში ეწერა, ყველგან იყო, ასეთ კაცს რომ აირჩევ პრეზიდენტად და ის უბედურებას მოუტანს ქვეყანას, არ უნდა გაგიკვირდეს.

კითხვა:  სოროსზე ბრძანეთ და ესენი რომ მართავენ მსოფლიოსო. გამახსენდა  ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები „ებრალეთა საკითხზე“, იქ წერია, ებრაელი კაპიტალისტები, სიონისტები როგორ მართავენ მსოფლიოს

სოროსის ფონდის სათავეში მყოფი მილიარდერი ფინანსისტი სოროსი არის ებრაელი ისევე როგორც  80-90% ებრაელი სოროსელია. მე ამ შემთხვევაში ქვეყანასთან და ებრაელობასთან არაფერი მაქვს , არ მინდა რომ ვინმემ სხვანაირად გაიგოს, მაგრამ  ებრაელებს აქვთ ერთი საოცარი თვისება. ქვეყნის შიგნით არიან ნაციონალისტები და ქვეყნის გარეთ კოსმოპოლიტები.მათ  უნიკალურად მოახერხეს, ისრაელში შიგნით არიან საოცარი ნაციონალისტები, ისრაელის გარეთ არიან კოსმოპოლიტები. სინამდვილეში ერთგანაც და მეორგანც არიან ნაციონალისტები,  ებრაულ საქმეს აკეთებენ ყველგან, თუმცა გარეთ ლაპარაკობენ დემოკრატიაზე. ღია საზოგადოებაზე და ა.შ.

 – რეზო ამაშუკელის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომ ნაციონალებს, რესპუბლიკელებს, მარგველაშვილს შორის არსებობს ასეთი შეთანხმება, რომ როგორმე არ დაუშვან სააკაშვილის ციხეში ჩაჯდომა. სხვათაშორის, ძალიან საინტერესოა სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებული  პერიპეტიები. ყაყაჩოების რევოლუცია მზადდებაო, იმუქრება რეზო ამაშუკელი.

ბატონი რეზო ამაშუკელი არის ეროვნული კაცი, ძალიან ბევრ რამეზე გულდაწყვეტილია, რეზო ამაშუკელი არის დიდი პოეტი,ამას  ისინიც კი აღიარებენ, ვინც მისი მოწინააღმდეგეა. და ნუ ეწყინება ნურავის, იქნება ეს  მარგველაშილი, მე თუ დავუშვებ შეცდომას,  თქვენ თუ დაუშვებთ, თუ ასეთი  ეროვნული შინაგანი წყობის, ასეთი დიდი მასშტაბის პოეტი მოგცემთ პასუხს და გამოდიოვიდეს ვინმეს კრიტიკით   ძალიან მკვახე და ძალიან მწვავე კრიტიკით, იმიტომ რომ მისგან სიმართლე  უნდა მივიღოთ, რადგან ამ ადამიანებმა მძიმე ეპოქაშიც კი შეინარჩუნეს მამულიც, ენაც და სარწმუნოებაც და  დღეს,   დამოუკიდებელ საქართველოში აი, მოხვევით გვართმევენ ყველაფერს, ლამაზი საუბრით, ხელის მოხვევით, ფულით

 – ეს არის ვორონცოვისეული პოლიტიკა. იყო აჯანყებები საქართველოში და სისხლისღვრა, მოვიდა ვორონცოვი, ჭკვიანი კაცი, რომელმაც იყიდა ელიტა…

 ზუსტად ამაზე ვსაუბრობ , თურქული ანდაზაა: რად გინდა დღეს, ამ საუკუნეში ბრძოლა,  ჩაეხვიე და მოგუდეო.  რეზო ამაშუკელი  მშვიდობისმოყვარე კაცია. მისი სიტყვებია : „ისეთი დილა გათენდა, რომ მტერს შევყროდი ალალ ძმასავით გავუღიმებდიო“  აი   ასეთი განწყობის კაცს  აიძულებენ ასეთი რამეები წეროს, ხანდახან ისეთი სათაურებია, რომ მეც ვფიქრობ, ხომ არ აჭარბებსო. მაგრამ  ასეთი ჰუმანოიდი კაცი, აიძულეს, რომ  მწარედ და მძიმედ წერს.

 – კახა თარგამაძის შესახებ. მოგეხსენებათ  თარგამაძემ პრეზიდენტ მარგველაშვილს თხოვნით მიმართა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ და მას ეთქვა უარი. თარგამაძე ძალიან საინტერესო რაღაცეებს წერს, მარგველაშვილის შესახებ. რომ მარგველაშვილი ასრულებს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს და მან დაარღვია სამართლებრივი, პრინციპული და კაცური ნორმები. „ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ ნაცმოძრაობა ამზადებს დიდ და საშინელ პროვოკაციებს რასაც გააკეთებენ მარგველაშვილის ხელით“ სხვათაშორის, თარგამაძე წერს: „სააკაშვილი და ჟვანია იმიტომ ვერ დავიჭირე, რომ შევარდნაძემ შემიშალა ხელი“  

ვის მოწონს და ვის არა კახა თარგამაძე, სხვათაშორის შევარდნაძეს როცა შევხვდი ბორჯომში, თანამდებობიდან რომ მივდიოდი,  ვუთხარი, თქვენ პრაქტიკულად აღარ შეგიძლიათ საქართველოსთვის არაფრის გაკეთება, იმიტომ რომ იმართებით გარედან. ჩვენი შეხვედრა შედგა1999 წელს ბორჯომში, როცა თანამდებობიდან გადადგომა გამოვაცხადე. ეს იყო მიზეზი, მე ვუთხარი თქვენ მოგყავთ სათავეში ეს ძალები. მან თქვა მე არ მომყავსო, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებო, მე ძალიან კარგად  ვიცი ეს ქვეყნისთვის  უბედურება იქნებაო.  ანალიზი რომელიც მე მაშინ მას  მივაწოდე,  იმ პერიოდის „იმერეთის მოამბეშია“ დაბეჭდილი .

რაც შეეხება კახა თარგამაძეს, ჩვენს შორის მძიმე ურთიერთობა იყო, იქამდე რომ შევარდნაძესთან ორჯერ მოხდა ჩვენი შეხვედრა. ერთი მაგალითს მოვიყვან შევარდნაძემ მიმიწვია და მითხრა , თქვენს შორის ურთიერთობა ხალხის სალაპარაკო გახდაო და კახა ჩამოვა თქვენთან და მეც მიმიწვია კახასთან სამინისტროში შესახვედრად. როცა მივედი  თარგამაძესთან , მან შემიყვანა თავის მისაღებ ოთახში და მითხრა,  შენი ყველა გამოსვლა, „გისმენთ პრეზიდენტის რწმუნებული“ და პრესკონფერენციები  აქ  მაქვსო. ერთი  პიროვნება თურმე  იწერდა ჩემს გამოსვლება და მიჰქონდა თარგამაძესთან ყველაფერი . მან  ეს კაცურად მითხრა.

არ იყო ჩვენს შორის კარგი ურთიერთობა, მაგრამ მარგველაშვილი რომ თარგამაძეს უარს ეტყვის მოქალაქეობაზე. ეს არის სამაგიეროს გადახდა, რადგან თარგამაძეს ის სიკეთე ჰქონდა რომ ვერ იტანდა სოროსს, თავისუფლების ინსტიტუტს… ამერიკელებმა ძალიან სცადეს, რომ გადაეყვანათ თავის ჭკუაზე . ვინდ მოახერხეს და გადაიყვანეს, მასთანკარგი ურთიერთობა აქვთ, ვინც ვერ გადაიყვანეს,მას უპირისპირდებიან.

   – ზვიად გამსახურდიაც ასევე. ნიქსონი, როცა იყო ჩამოსული, და კონგრესმენები. სიგუასაც არაერთხელ უთქვამს, ჩვენ იმიტომ დავამხეთ გამსახურდია, რომ მან 2 მილიარდზე თქვა უარიო. რომელსაც ამერიკელები პირდაპირ აძლევდნენ, მხოლოდ უნდა გაეყიდა მიწა და ა.შ,

ზვიად გამსახურდია რომ ამერიკელებისთვის მისაღები პიროვნება არ იყო, ამას მისი ნაწარმოებები ადასტურებენ. ჯერ კიდევ კომუნსტურ ეპოქაში ქუთაისში მესხიშვილის თეატრში მოვიწვიეთ გამსახურდია და მან თავისი ლექცია წაიკითხა და მისთვის არანაირი პრობლემა არ შეგვიქმნია.  ის იყო ეროვნული კაცი და ამიტომაც  ამერიკელებისთვის მიუღებელი.

ზვიად გამსახურდია, კოსტავა , ჭანტურია, აღარ არიან ცოცხლები. ვინ არის ეროვნული მოძრაობიდან დარჩენილი, 6-7 კაცი:  წერეთელი, ნათაძე,. ჩხეიძე, ბათიაშვილი…  თამრიკო ჩხეიძის  ან ირაკლი წერეთლის ნაირად ვინმეს კიდევ სძულს რუსეთი? თუ რუსეთის სიძულვილით ეძებენ დასავლული სექტანტური ჯგუფები ხალხს, ესენი რატომ არ აწყობდათ მათ ? იმიტომ ესენი ეროვნულები არიან.  ირაკლი წერეთელი ეროვნული კაცია, ისევე, როგორც თამარ ჩხეიძე, რომელსაც რუსეთის სიტყვის ხსენება არ უნდა. ვერ გეტყვით სწორი პოზიციაა  თუ არა. მაგრამ ეს ასეა… მაგრამ ეს ხალხი მათ არ აინტერესებთ, რატომ? იმიტომ,რომ მათ უნდათ ისეთი რომელიც ებრძვის რუსეთს, მაგრამ ეროვნულები არ  არიან. ეს არის კატასტროფა.

 – ჯერ კიდევ რომაელები ამბობდნენ ქართველები იმიტომ მოგვწონს, რომ  მართალია ჩვენ არ ვუყვარვართ, მაგრამ ჩვენი მტრები სძულთო.

ბევრი სტატიებია სააკაშვილის შესახებ, რომელმაც პიჯაკები დააბრუნა. ჯაბა ხუბუას სტატიაა: „სააკაშვილო დააბრუნე! „ – დააბრუნე გვირგვლიანის სიცოცხლე, ვაზაგაშვილის სიცოცხლე, დედამისის მიერ შეტყაპუნებული გპი-ს კორპუსები დააბრუნოს!

29 წლის გახდებოდა დღეს ბუტა რობაქიძე, ხომ დადასტურდა, რომ მართლაც  გახდა რეჟიმის მსხვერპლი. არჩევნების დროს მე რეგიონებში დავდიოდი და ხალხს ვეუბნებოდი, რომ შეცდომას უშვებენ სააკაშვილის არჩევით.მე ეს ვიცოდი.  ამერიკაში არ ირჩევენ უცნობს, ჩვენთან არ ირჩევენ ნაცნობს. ამერიკა იმიტომაა ძლიერი რომ იქ უცნობს არ ირჩევენ. საქართველოში კი გამოჩნდა ახალი კაცი და გონიათ, აი, ე ს აგვაშენებს. ან ბელადმა უნდა გადაგვარჩინოს, ან ბელადის ფულმა, ან ფულიანმა. ჩვენ ვერ გადაგვარჩენს ვერც ბელადი და  ფულიანი. საქართველო ყოველთვის იყო ცივილიზაციის სათავეებთან  და ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ადამიანები.

დღეს მთელი აურზაურია ატეხილი იმაზე, რომ რაიონებში ირჩევენ ნაცმოძრაობის წარმომადგებლებს  და არ ირჩევენ ოცნების წარმომადგენლებს.  მეც ვიყავი ქალაქის მერი და ერთმა პირონებამ მომცა დასახვრეტების სია , სადაც იყო : მაგალი თოდუა, არჩილ  კოსტავა, გურამ გაბუნია.  უნიკალური ადამიანები…. ამ შეხვედრის მონაწილე იყო  ერთი ცნობილი პიროვნება, რომელიც დღეს აქტიურად გამოდის და ალბათ ამ დღეებში ჩვენ დავჯდებით და დავილაპარაკებთ, მაგრამ  მთავარი ის კი არ არის, რომ ვიღაც რომელიღაც პარტიაში იყო და რჩება, მაგალი თოდუა დანიშნა ზვიად გამსახურდიამ. მე რომ მივედი ის ცხოვრობდა სასტუმროში და ჩემი ბინა დავუთმე. ის პირველი ირანისტია მსოფლიოში. რომ გყავს ასეთი კაცი უნდა ამაყობდე. მეორე ბინა არჩილ კოსტავას მივეცი  და შევეხვეწე მათ რომ არ წასულიყვნენ ქუთაისიდან. მაგალი თოდუა ზვიად გამსახურდიას დანიშნული იყო,  მისი იდეებით ცხოვრობდა და დღესაც ასეა.

უბედურება  ის კი არაა ვინ ვისთან იყო, განათლებულ კაცთან ურთიერთობას არაფერი სჯობია. დღეს ვინც ინიშნება რაიონებში, მეეჭვება, რომ დღეს პრემიერმა იცოდეს ვინ აირჩიეს საერთოდ ოცნების ან ნაცმოძრაობის სიით..ეს არის კატასტროფა. ნულოვანი აუქციონით რომ იყიდეს  რაიონები, ეხლა გონიათ რომ ცოდნის ყიდვაც შეუძლიათ  და ქმნიან არასამთავრობოებს, გაზეთებს, ტელევიზიებს, ფული აქვთ . მხედრიონელი, ნარკომანი, ბაზრის დირექტორები. ბაზარი ცუდი კი არ არის..მაგრამ თი  ბაზრის დირექტორი ხარ, იყავი ბაზრის დირექტორი.  კატასტროფაა, ვინ აირჩიეს.   ჩვენ ვმუშაობთ ეხლა ამ ანალიზზე  და როცა წარმოვადგენთ ამას,  ის კი არაა მთავარი, ვინ რომელ პარტიაშია, კატასტროფაა, რომ გაუნათლებლობამ წალეკა ქვეყანა.

სულ ვიმეორებ დავიბრუნოთ  სამშობლო. რაც უფრო  მყვირალაა და გაუნათლებელი, რაც უფრო მოუმზადებელია, მით უფრო მეტად ეთმობა სატელევიზიო ეთერი პოლიტიკოსებს…  იმიტომ რომ ეს იდეოლოგიაა გარედან.  სააკაშვილის გადსარჩენად, როცა ამერიკაში  გაჩნდებოდა მისი საწინააღმდეგლო აზრი, აქედან  ჩაყავდათ ერთი-ორი პოლიტიკოსი (,  ეხლა მათ გვარებს არ დავასახელებ), რომ ამერიკელი კონგრესმენებისთვის ეთქვათ: აი თქვენ სააკაშვილი რომ არ მოგწონთ, თუ იგი არ გინდათ, ამათ აირჩევენო. ისინი გიჟდებოდნენ, ოღონდ ესენი არ აირჩიონ და ისევ სააკაშვილი იყოსო..იმ პოლიტიკოსებს კი  უხაროდათ რომ ამერიკაში ჩაყავდათ…

სამწუხაროდ, გონება დაკარგა პოლიტიკამ და პრივიტიმიზმია გაბატონებული პოლიტიკაში .მოაზროვნე ადამიანები, შემიძლია დაგისახელოთ  უამრავი მოაზროვნე ადამიანი , რომლებიც  დღეს უსაქმურად დადიან .

ამასწინათ  ასავალ დასავალში გამოქვეყნდა ინტერვიუ მეცნიერებათა აკადემიის  პრეზიდენტთან ეს იყო მომავალზე ორიენტირებული  სტატია. ვიფიქრე მეორე დღეს მთავრობაში მთელი ამბავი ატყდებოდა. სატიის ავტორს    მთავრობაში მიიწვევდნენ, ან მთავრობა  აკადემიაში ეწვეოდა . აბსოლუტურად არაფერი.

ამ რამდენიმე დღის წინ შევხვდი პარმენ მარგველაშვილს. პრორექტორი იყო უნივერსიტეტის ერთ ერთი განათლებული პიროვნება… კაცი ეუბნება სახელმწიფოს, მომეცით მიწა, ექსპერიმენტს ვატარებ. ამაზე უქმნიან პრობლემას. პარმენ მარგველაშვილისნაირ , ეს ერთ ერთი  განათლებული ადამიანებს , სახელმწიფო უნდა ეძებდეს. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ასეთი  წერილი დაწერა, ყურადღება ნოლი…  აკადემიკოსი კაცი გეუბნება,  მიმიშვით რა  მიწასთან. ყურადღება – ნოლი…  ყველამ იყიდა ეს ქართული მიწა, ყველამ ჩაიგდო ხელში და პარმენ მარგველაშვილია პრობლემა ქვეყნისთვის? მარგველაშვილს ვაზოგადებ, თორემ ასეთი უამრავი ადამიანია…

ვის ხელშია რაიონები, ეს ანალიზი რომ გაკეთდეს აშკარა გახდება, რომ   ყველაზე სუსტი რგოლი ამ ხელისუფლების და უმძიმეს დარტყმას რომ მიაყენებს და შემოდგომაზე იგრძნობს, ეს არის ქართული ოცნებიდან და ნაციონალებიდან არჩეული ხალხი საკრებულოებში და რომლებსაც მიჰყავთ პრაქტიკულად რაიონებში პოლიტიკა. ესენი რომ განათლებული და მომზადებული ადამიანები იყვნენ, პრობლემა არ არის. მაგრამ  ესენი არიან  სკამისკაცები. რომლებმაც ყოველთვის შეძლეს რომ შეენარჩუნებინათ თავისი პოზიციები.

 – ჯაბა ხუბუას სტატია “სიმამროვიჩი“ დავით ბაქრაძეზეა საუბარი …  ჩვენ ვიცით აკო მინაშვილი „სიდედროვიჩი“…

კანცელარიის თხუნლას შევადრიდი ბაქრაძეს. ის შევარდნაძესთან  მუშაობდა თანაშემწედ და ორშაბათის გამოსვლებზე შევარდნაძე რომ  ამბობდა აშენდა ქვეყანაო, ამ გამოსვლებს სწორედ ბაქრაძე  ამზადებდა.  ბაქრაძის სიმამრი იყო პიროვნება, რომელიც ყველა ტენდერს იგებდა დასავლეთ საქართველოში. პურის მოპარვისთვის ზის ბავშვები ციხეში. სხვათაშორის, ჭაბუა ამირეჯიბმა, რეზო ჩხეიძემ მიმართეს ამ პრეზიდენტს, და დღევანდელ  პარლამენტს თხოვნით, რომ 16 წლამდე ახალგაზრდა, 65 წელს გადაცილებული მოხუცი და 55 წელს გადაცილებული ქალბატონი ვინც არ არის გასამართლებული მძიმე დანაშაულისთვის გაანთავისუფლონ. მილიონების გაფლანგვისთის გასამართლებულებს, ქალაქის ყოფილ მერსა და სხვებს გამოუჩნდათ დამცველები.   ამ ადამიანებს კი   დღემდე პასუხი არ მიუღიათ.  ჭაბუა ამირეჯიბი რომ წერილს გამოგიგზავნის და რეზო ჩხეიძე, მთელი ინტელიგენციის სახელით და პარლამენტში პასუხს არ მისცემ და პრეზიდენტი ერთი წელი ვერ მიიცლი ამისათვის… რეზო ჩხეიძე ხომ ცოცხალია დღეს. ამერიკაში ცნობილმა პიროვნებამ ამერიკის პრეზიდენტს რომ წერილი გაუგზავნოს ის ამ წერილს ერთ დღეში მიიღებს.

ილია ჭ ავჭავაძის ძეგლის ავტორი – ლევან მხეიძე დადის და თხოვს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას. გერმანიაში ცხოვრობს ეს კაცი, ერთი ძეგლია საქართველოში ილია ჭავჭავაძის და რა მდგომარეობაშია, ვიცით. ითხოვს პრეზიდენტთან შეხვედრას,  პრეზიდენტმა ვერ მოიცალა ასეთი დიდი ხელოვანის მიღებისთვის.

მე რომ მკითხოს ადამიანმა, როცა  გვყავს მერაბ ბერძენიშვილი, ტიტანი, მთელს მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი, მერაბ ბერძენიშვილის იმ გარემოში რომ შეხვიდე, ეზო – გარემო რაც ქვია,  საქართველო რომ არ იცოდე, გამოხვალ საქართველოზე შეყვარებული. ხელისუფლების 99 % ნამყოფი არ არის იქ. მერაბ ბერძენიშვილი რომ წერილს გამოგიგზავნის და არ დაურეკავ…  ბერძენიშვილს ყოველ წელს ვურეკავ დიდგორიდან დიდგორობა დღესასწაულზე.

იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობა თუ არ აქვს წაკითხული კაცს,  ილია ჭავჭავაძის ეროვნული მემკვიდრეობა თუ არ აქვს წაკითხული კაცს, ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა თუ  არ აქვს წაკითხული, თუ არ იცნობს განწყობის თეორიას უზნაძის, თუ არ იცნობს სამ წიგნს, ბიბლიას, ქართლის ცხოვრებას და ვეფხისტყაოსანს, ის არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე.

 – „საქართველოს სულიერი მისიაც შეგვიძლია დავუმატოთ.

სოსო შატბერაშვილის ინტერვიუა საქართველო მილიარდენის ჩადებას აპირებს გადატრიალებაში. ივანიშვილს ეშინია სააკაშვილის დაჭერის , რომ წარმოსადგენია, პატიმარი სააკაშვილი როგორ ალაპარაკდება.

ივანიშვილის დამცველი არ ვარ. ივანიშვილს არ ეშინია მისი დაჭერა, მისი დაჭერა ეშინია ამერიკის წრეებს. ყველაზემეტად მისი დაჭერა სურს რუსეთს, ისეთ რამეებს ილაპარაკებს ამერიკაზე.

 – და რუსეთზე? რუსეთს რომ ფეშქაშად მისცეს ტერიტორიები და ეკონომიკა?

რუსეთზეც, მაგრამ პირველ რიგში ამერიკაზე.

ამერიკის ელჩი გამოვიდა რამდენიმე ხნის წინ მეგონა თქვენი გაზეთიც განიხილავდა ამ გამოსვლას სერიოზულად. მან თქვა, რომ საქართველოში კრიზისი შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, რთული ქვეწყობილი წინადადებაა ამის შემდგომ მეორე, რაც მოყვება, აზრი არ აქვს, საქართველოში ყველა სააგენტომ გამოაქვეყნა ამ რთული ქვეწყობილი წინადადებისპირველი ნაწილი, რომ საქართველოში კრიზისი შეიძლება მოხდეს.  ეს ნიშანია დარწმუნებულივარ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გულში პროტესტით არის განწყობილი, ეს რას ნიშნავს, ვისაც უნდა ჩამოსვლა საქართველოში, ჩამოვა? როცა ელჩი ამბობს კრიზისი ყოველ წუთში არის მოსალოდნელიო, ვინც საქართველოშია უკვე ის ფიქრობს, ამერიკა თუ ასე ამბობს, უნდა გავიქცე აქედანო. ეს არის თუ არა ნიშანი ნაცმოძრაობისთვის, რომ მაგრად იყავით, კრიზისი შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდესო.

შეიძლება, რომ მეგობარი ქვეყანა თუ ხარ, მისი ელჩი ასეთ რამეს წერდე?

მინდა ვთქვა ერთი, საქართველოში არავითარი კრიზისი არ არის, საქართველოში და მსოფლიოში არის კრიზისი ამერიკისა და რუსეთის უბედური ურთიერთობის. შეჭამა ამ ორმა ქვეყანამ მთელი მსოფლიო. ეს არის მთელი ტრაგედია. დღეს რომ არ არსებობდეს ასეთი ამერიკა და ასეთი რუსეთი, მსოფლიოში იქნებოდა სხვა მდგომარეობა.

დღეს საქართველოში ზედაპირული , ემპირიული ანალიზია . სიღრმისეული ანალიზი არ ხდება, კვლევები არ ხდება, მეცნიერების  აზრი არ აინტერესებთ, არც მოაზროვნე ადამიანები არ აინტერესებთ…

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *