თემურ შაშიაშვილი: … ამ დღიდან სააკაშვილი ჩემთვის კორუმპირებულია

150455_10151340938281193_694245894_nჯერ კიდევ 1995 წელს, “მოქკავშირის” შექმნისთანავე მივმართე  მის ხელმძღვანელობას, პირადად მიხეილ სააკაშვილს, წინადადებით:” ვფიქრობ, დიდი ნაბიჯი გადაიდგმება კორუფციის წინააღმდეგ და საზოგადოებაც გაჯანსაღდება, თუ ყველა დეპუტატი, მინისტრი, გუბერნატორი, მერი, გამგებელი, პროკურორი, პოლიციისა და უშიშროების თანამშრომელი – ძველიც და ახალიც – სახელმწიფო სამსახურში მისვლის შემდგომ შეძენილ სახლს, მანქანას, აქციებს, ბანკებში შეტანილ თანხებს დაუბრუნებს სახელმწიფოს. არც ერთ მათგანს იმ ხელფასით, რომელიც ეძლევა, არ შეეძლო არც ერთი ზემოაღნიშნულის შეძენა, ხოლო საუბარი მდიდარ სიდედრ-სიმამრზე – კორუფციაა და მეტი არაფერი.”

შევადგინე ხელწერილის ზოგადი ტექსტი, რომელზეც ვთხოვე ხელმოწერა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის ყველა წარმომადგენელს. პირადად მე დავდე ხელწერილი და იგი საჯაროც გავხადე – გამოვაქვეყნე.

ამ ჯანსაღ პროცესს ვინც ყველაზე მეტად შეეწინააღმდეგა, პრაქტიკულად ჩაშალა – მიხეილ სააკაშვილი იყო. ამ დღიდან იგი ჩემთვის კორუმპირებულია. სწორედ ამის გამო იყო, რომ 1997 წელს საჯაროდ ვთქვი:” მიხეილ სააკაშვილი არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნებაა”. დამნაშავე ორგანიზაციებად ვთვლიდი “მოქკავშირსა ” და “აღორძინებას”. ბედნიერი ვარ, რომ არასდროს მათ არ გავკარებივარ. შექმნისთანავე დანაშაულებრივი ვუწოდე “ნაცმოძრაობას” , რადგან იგივე იყო იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, კადრებით,- სათავეში კორუმპირებული მიხეილ სააკაშვილით

დრომ დაადასტურა ჩემი შეფასების სისწორე.
დღეს სააკაშვილზე მეტად ის ხალხია საშიში, რომლებიც ჩემი შეფასებების ფონზე აქებდნენ და ადიდებდნენ, აფინანსებდნენ სააკაშვილს და დღეს კი წაქცეულს სცემენ.

თემურ შაშიაშვილის ხელწერილი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *