პოზიცია არ იცვლება

 

სააკაშვილი უპირველესად არა უკანონო მითვისებებისა და უკანონოდ საარაკო ქონების დაგროვებისათვის, არამედ საქართველოს მოსახლეობის გენოციდისათვის უნდა გასამართლდეს.

images (19)სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს მოსახლეობის მიმართ განხორციელდა იურისპრუდენციისათვის ცნობილი გენოციდის ყველა ფორმა. 

სააკაშვილის, ოჯახის წევრების და თანამოაზრეების ოფიციალურად ლეგალიზებული ქონება ჩვენს ხელთ არსებული მასალებით გონებამიუწვდომელია, ის სქემატურა იქნა ასახული და „მხილების მუზეუმის“ სახით გაეცნო მოსახლეობას, რის გამოც 26 მაისის ცნობილი მოვლენების დროს გატაცებულ იქნა მაშინდელი ხელისუფლების მიერ.

სააკაშვილის და მისი გუნდის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ჩვენს მიერ შექმნილი 600 გვერდიანი დოკუმენტი 2012 წელს გადავუგზავნეთ გენერალურ პროკურატურას.

სააკაშვილის, ჯერ კიდევ 1999 წელს ნათქვამი უარი, ერთად გამოგვექვეყნებინა ქონებრივი დეკლარაციები და ხელწერილები, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ (ჩემს მიერ ასეთი დოკუმენტი გამოქვეყნდა) აძლიერებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ლეგალიზებული, ანუ ოფიციალური ქონების უკან მრავალჯერადი დამალული ქონება დგას. მითუმეტეს, რო იმ დროისათვის ქვეყანას სჭირდებოდა ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც რითაც მოვიდოდნენ, იმით წავიდოდნენ თანამდებობიდან.

ამ საკითხებში ჩვენი პოზიცია 1999 წლიდან არ შეცვლილა და არც შეიცვლება.

“თეთრების” თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

22.09.2014წ

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *