”სააკაშვილმა არ იცის, რა არის დემოკრატია”-FORBES – სამოქალაქო პრესა

images (19)გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე გამოცემა „ფორბსი“ ეხმაურება, სახელწოდებით „სააკაშვილმა არ იცის, რა არის დემოკრატია“.

სტატიის ავტორი  მარკ ადომანისი წერს, რომ  “ნიუ იორკ თაიმსმა” მიხეილ სააკაშვილზე მომხიბლავი სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, თუ როგორ ატარებს მიხეილ სააკაშვილი დღეებს უილიამსბურგის გარშემო ველოსიპედზე სეირნობაში, როგორ სტუმრობს ხშირად თანამედროვე, ჰიპსტერულ კაფე-ბარებს, რომლებიც როგორც წესი, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურებთან არ ასოცირდება. 
სტატიის ავტორი  მარკ ადომანისი  “ნიუ იორკ თაიმსთან” მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს ციტირებს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უილიამსბურგი დემოკრატიულიტრანსფორმაციის ნაწილია. 
“ასეთი შეფასება კარიკატურას ჰგავს. სააკაშვილის ბევრმა კრიტიკოსმა უკვე კარგა ხანია შენიშნა,რომ ის სიტყვა დემოკრატიას იყენებს არა იმ პოლიტიკური სისტემის განმსაზღვრელად,რომელშიც მაღალი რანგის პირებს საზოგადოება თავისუფლად ირჩევს, არამედ ყოვლისმომცველ ტერმინად, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება “ის, რაც მე მიყვარს”. ქალაქის რაიონის კეთილმოწყობის დემოკრატიასთა ნ გაიგივებით, სააკაშვილმა ყველა დარჩენილი ეჭვები გაფანტა -მან უბრალოდ არ იცის, რა არის დემოკრატია”, – წერს მარკ ადომანისი. 
როგორც  სტატიის ავტორი აღნიშნავს, ულიამსბურგის ტრანსფორმირებას არაფერი აქვს საერთო “დემოკრატიულ ტრანსფორმაციასთან”.

„უილიამსბურგის ტრანსფორმაცია დემოგრაფიული და საბაზრო ძალების რთული ურთიერთქმედებების შედეგია და არა – “ხალხის ხელისუფლების” ან რომელიმე დიდი იდეოლოგიური ჯვაროსნული ლაშქრობის. სააკაშვილი დემოკრატიის ხელშემწყობი ინდუსტრიისროკ-ვარსკვლავია, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს კლუბის “დემოკრატია მოაგვარებსყველაფერს” წევრებთან, როგორებიც ჯონ მაკკეინი და ვიქტორია ნულანდი არიან. მან უამრავისტატია გამოაქვეყნა ბევრ ცნობილ გამოცემაში დემოკრატიის მნიშვნელობაზე და აშშ-სმოვალეობაზე, მთელ მსოფლიოში განავრცოს დემოკრატია. ამიტომ ყურადსაღებია დაირონიულზე მეტიც კი, რომ სინამდვილში სააკაშვილს ზედაპირულად ესმის კონცეფცია, რომლისერთგულიცაა”, – წერს მარკ ადომანისი. 
როგორც სტატიის  ავტორი აღნიშნავს, დემოკრატია პრობლემის შესანიშნავი გადაჭრაა, როდესაც ეს პრობლემა პოლიტიკური ხელისუფლების გადაჭარბებულ კონცენტრაციაში მდგომარეობს.

“დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერებმა სააკაშვილისგან უნდა ისწავლონ, რადგან ის იმისკარგი მაგალითია, თუ როგორ არ უნდა ილაპარაკო დემოკრატიაზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ,თუ სააკაშვილის მსგავსად თქვენს საყვარელ რესტორანს “დემოკრატიულს” უწოდებთ, გირჩევთლექსიკონი გადაშალოთ და კიდევ ერთხელ გაეცნოთ, რას ნიშნავს “დემოკრატია”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი  მარკ ადომანისი. 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *