ნუგზარ ხუციბერიძე: სიცოცხლის რისკის ფასად ჩავფრინდით ალმოდებულ სოხუმში

51993 წლის 18 სექტემბერს, იმერეთის გუბერნატორის, თემურ შაშიაშვილის დავალებით აფხაზეთის მოსახლეობისთვის შეგროვებულ სურსათს საკუთარი ინიციატივით გავყევით ცხონებული ავთანდილ ბასილაძე, ბეჟან მღვდელაძე და მე. ჩვენი თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში დაშვებისას დაცხრილა აეროპორტში შემოსულმა დესანტმა. 21 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, საწვავის ავზები იყო დახვრეტილი, უკან გამოფრენილები ქუთაისის აეროპორტმა ვერ მიგვიღო და ძლივს ჩავაღწიეთ თბილისამდე, აი იმ თვითმფრინავს ნამდვილად 99 პროცენტით დაღუპვა ელოდა, ეკიპაჟის მეთაურმა გვითხრა: ისეთი ტრასით მიფრინავდით რომ დასახლებულ პუნქტში არ ჩავვარდნილიყავით, მოსახლეობაში ნაკლები მსხვერპლი რომ ყოფილიყოო, თორემ ეკიპაჟისა და მგზავრების გადარჩენაზე უკვე აღარ ფიქრობდნენ. უფლის ნებით გადარჩენილებს, დანიშნულების ადგილზე როცა ჩავფრინდით, გვილოცავდნენ, ცხონებული თემურ ფიფია , ჭანკვეტაძე და სხვები. მეორე დილით ტვირთი სხვა თვითმფრინავში გადავტვირთეთ და ისე ჩავფრინდით სიცოცხლის რისკის ფასად.

ორ დგეში უკან ვერ გამოვფრინდით და ვიყავით ალმოდებულ სოხუმში. ჩვენს შემდეგ 5 წუთის ინტერვალით აფრენილი ტვითმფრინავი ჩვენს თვალწინ ააფეთქეს, ყველას ახსოვს, ეს ცნობილი მძიმე კადრები, ტელევიზიით რომ აჩვენებენ…

ქუთაისში ჩამოსულებს, როცა ყველა გვილოცავდა გადარჩენას. თემურ შაშიაშვილმა გვითხრა. რომ ცოტა გაუგებრობა მომხდარა დესანტი შემოპარულა სოხუმის აეროპორტში ზღვის მხრიდანო, მაშინ ბეჯან მღვდელაძემ იხუმრა რაჭული სიდინჯით, არ გაგვიმართლა შაშიაშვილი რომ არ იყო ჩვენთან ერთადო, თორემ ისეთ ამბავს ატეხდა გორგასლის ორდენებს მივიღებდით სუყველაო… მეუფე კალისტრატე კი სააკაშვილს მეორე აღმაშენებელს ეძახოდა სანამ ქართველმა ხალხმა არ მოაშორა ქვეყანას ეს გამყიდველი შიზოფრენიკი… აი ეს არის სიმართლე და ეს ამბავი აღწერილი აქვს თავის წიგნში ბეჟან მღვდელაძეს

ნუგზარ ხუციბერიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *