მმართველობის არაქართული სისტემის გაქართულებაა საჭირო

 

15251– მმართველობის ამ არაქართული სისტემის გაქართულებაა საჭირო

– პოლიტიკა და კაპიტალი ერთი კაცის მიერ არის მონოპოლიზებული

– საქართველოსაც და ხელისუფლებასაც ერთი და იგივე მტერი ჰყავთ: პირადი ერთგულები და ის, ვისაც უყვარს პირადი ერთგულები.

– მეკითხებიან, თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში, მიიღებს თუ არა მას საზოგადოება?

– ვპასუხობ, ბატონი ბიძინა პოლიტიკიდან არც წასულა! რაც მალე წავა, მით უკეთესი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც

– არ შეიძლება,პირდაპირ ვამბობ,დანაშაულია ის რომ, საქართველოში პოლიტიკა და კაპიტალი ერთი კაცის მიერ არის მონოპოლიზერული.

– ეს არა თუ შეურაცხმყოფელია ყოველი ქართველისათვის,საქართველოს ყოველი მოაზროვნე მოქალაქისათვის,არამედ ასამარებს ქვეყნის დამოუკიდებლობასაც, დემოკრატიასაც…,ასეთ პირობებში უაზროა ლაპარაკი პიროვნულ თავისუფლებაზე,თავისუფალ ადამიანზე…,ასეთი გარემო არის ხელსაყრელი ნაციონალური სექტისათვის-გადავიდნენ შეტევაზე.ეს კი ქვეყნის დასასრული იქნება.

– მწამს და მჯერა, საქართველოს მომავალი არ არის დაკავშირებული არც მილიარდელთან და არც ბელადთან.

– ჩვენი მომავალი აზროვნებასთან,რწმენასთან, ეროვნული იდეით გაერთიანებასთან და პატიოსან ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული…ხელისუფლებასთან,
რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება,უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი, არის მისი მსახური და არა უფროსი.

საქართველოს მომავალი თავისუფალ ადამიანთანაა დაკავშირებული. საქართველოში სასწაულის მოხდენა შეუძლიათ მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს,ქვეყნის ერთგულთ და არა რომელიმე პიროვნების, ან ხელისუფალის ერთგულთ.

საქართველოსაც და ხელისუფლებასაც ერთი და იგივე მტერი ჰყავთ: პირადი ერთგულები და ის,ვისაც უყვარს პირადი ერთგულები.

მხოლოდ ორი მაგალითი.

– პირველი:იაპონია და საქართველო:პირველის წარმატების და მეორეს წარუმატებლობის ფორმულა.

იაპონიაში რაც გევალება ის გააკეთე და რაც გინდა ის ილაპარაკე ხელმძღვანელზე,ურტყი და აგინე ხელმძღვანელთა ფიტულებს,რომლითაც მოფენილია მთელი ქვეყანა…საქართველოში,ოღონდ რამე ცუდს ნუ იტყვი ხელმძღვანელზე და თუ გინდა უსაქმური იყავი სამსახურში,არაფერი არ გააკეთო.

– მეორე:წარმატების და წარუმატებლობის ფორმულა-პირველში არ ირჩევენ უცნობს,მეორეში არ ირჩევენ ნაცნობს.

პირველს ამერიკა,იაპონია,ჩინეთი, გერმანია ეკუთნის,მეორეს საქართველო.

– წარმატებულ ქვეყნებში, თუ 20-25 წელი არ იცნობენ -არ ენდობიან,არ ირჩევენ…წარუმატებელში-შრომის წიგნაკებს მინისტრის პოსტზე ხსნიან,საკმარისია ერთი სატელევიზიო გამოსვლა და შეიძლება ყოველგვარი დამსახურების გარეშე,პრეზიდენტიც კი გახდე.

– წარმატებულ ქვეყნებში,არ ენდობიან , არ ირჩევენ მილიარდელებსა და ბელადომანიით დაავადებულთ,ბელადებს საერთოდ…საქართველოში მხსნელს მხოლოდ ფულიანსა და ბელადში ვეძებთ.

– წარტებულია ის ქვეყნები,სადაც ირჩევენ დარბაისელ,გამოცდილ, სერიოზული პროგრამის მქონე პოლიტიკოსს…ჩამორჩენილია ყველა ქვეყანა,სადაც აგრესიულ პოლიტიკოსს, სხვის მლანძღავ-მაგინებელს, პროგრამის არმქონეს ირჩევენ.

ჩინეთში თუ 60-ის ფარგლებში არ არის,ასეთ კაცს სერიოზულ თანამდებობას არ აძლევენ…ამ გზით მიდის იაპონიაც,გერმანიაც,გამოცდილება და სიბრძნეა მათთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარი…საქართველოში ირჩევენ რაც შეიძლება ახალგაზრდას,გამოუცდელს,ოღონდ ბელადის ერთგული იყოს ან ფულიანი.

– დასკვნა ერთია, ვაზროვნებთ დიქტატორული აღმოსავლეთის პრინციპებით, ვლაპარაკობთ -ევროპასა და ევროპულ ღირებულებებზე.

– პარადოქსი და კიდევ მეტია…სასაცილო მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი.

– ზოგადკაცობრიულის საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი რამ დამკვიდრდა ჩვენში: თანამედროვე ჰქვია მას,ვინც უარყოფს წარსულს,საკუთარ ტრადიციებს…

– კაცობრიობის კულტურა ადასტურებს-თანამედროვე შეიძლება იყოს მხოლოდ ტრადიციული კაცი.ამას ამკიცებდა ყველა ფილოსოფოსი-პლატონამდე და არისტოტელემდე,ესენი განსაკუთრებულად,მათ შემგომ სხვა აზრი არავის ჰქონია.

– ჩვენში ამ საკითხებზე პრაქტიკულად არ ვფიქრობთ. არ ვკამათობთ-პოლიტიკამ გონება დაკარგა,ემოცია მართავს ქვეყანას-პოლიტიკაში პრიმიტივიზმია და ხალხშიც მოწონებით პრიმიტივი პოლიტიკოსები უფრო არიან…სწორედ ამიტომაა რომ საქართველოში კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე-ბრძოლაა არსებობისათვის და არა ნიჭის რეალიზაციისათვის

– სისტემური ცვლილებებია საჭირო,მმართველობის ამ არაქართული სისტემის გაქართულებაა საჭირო,თუ გვინდა ვიცხოვროთ ნიჭისა და ზნეობის ძალაუფლების ქართულ სახელმწიფოში. საქართველოში სამი ათასზე მეტი წლის სახელმწიფოებრიობის ისტორია, მმართველობის ქართული სისტემა ზოგადკაცობრიულის მონაპოვარია, დღეს არსებული-ეკლექტიკური და გაუგებარი კი, ებრძვის მართვის ცივილურ სისტემებს.

თემურ შაშიაშვილი
28 სექტემბერი,2014 წელი
ალავერდობა

გთხოვთ,ნახოთ, www.tetrebi.org
მზად ვარ დისკუსიისათვის http://www.tetrebi.org/?p=15474

(ივერიონი) თემურ შაშიაშვილი: გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *