(ვიდეო) საინიციატივო ჯგუფის “დავიბრუნოთ საქართველო” პრესკონფერენცია (29.09.2014წ)


გულისტკივილით ნათქვამი დაფიქრებისათვის….

.…………..ნახეთ ის,რაც არ აჩვენა მეორე არხმა………..

“ეს არის სრული ვიდეოჩანაწერი საინიციატივო ჯგუფის “დავიბრუნოთ საქართველო – ჩააბარეთ ანგარიში ქართველ ხალხს” სახელით, “რეპორტიორის” პრესკლუბში 29 სექტემბერს ჩატარებული პრესკონფერენციისა. იგი სრულად დევს სააგენტოს ვებგვერდზე.

მეორე არხმა (რომელიც თითქმის სრულად გადაცემს პრესკონფერენციებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მიერ ჩატარებულს)გადასცა მხოლოდ ჩემი გამოსვლა, ისიც 2-ჯერ შემცირებული,სიტყვაც არ ათქმევინა გამოჩენილ ხელოვანს,ანსამბლ “რუსთავის”წამყვან სოლისტს,დავით გველესიანს და მეცნიერს,ერთერთ გამორჩეულ თეოლოგს-ლეონ ფირცხალავას.

კიდევ მეტი,ჩემი გამოსვლიდან მოჭრა ყველაფერი “ნაცმოძრაობასთან”,მიხეილ სააკაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით…ამოიღო ჩვენი შეფასებები სწავლა-შეჩერებულ სტუდენტებთან,იპოთეკარებთან დაკავშირებით,მოჭრა სწორედ ის ადგილი,სადაც ვამბობთ,რომ არ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკა და კაპიტალი მონოპოლიზებული იყოს ერთი კაცის მიერ.

ჩვენი დიდი სურვილია, ნახოთ ის,რაც პრაქტიკულად არ აჩვენა საზოგადოებრივმა ტელევიზიამ- მეორე არხმა.

ვის ემსახურება ხალხის ფულით დაფინანსებული ტელევიზია-“ნაც.-ოცნებას”,თუ ხალხს-ეს დასკვნა თქვენ გააკეთეთ.

ერთობით დავიბრუნებთ საქართველოს!”

თემურ შაშიაშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *