21-ე საუკუნის პოლიტიკური ველურობა

 

zuraახალი ხელისუფლების ორი წლისთავს ყველა თავისებურად აღნიშნავს:

ჩვენ,  არასაპარლამენტო ოპოზიცია, მთავრობისადმი და საერთო საქმისადმი კეთილი განწყობით კატეგორიულად მოვითხოვთ, ჩააბაროს ანგარიში იმ ხალხს, რომელმაც მოიყვანა ხელისუფლებაში. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება სანახევროდ, თითქოს სიფრთხილით, სინამდვილეში კი, შიშით და კოჰაბიტაციის პრინციპებისადმი ერთგულებით კუს ნაბიჯებით მიიწევს ხალხის სურვილების აღსასრულებლად, გააყოყოჩა ყოფილი ხელისუფლების დამრტყმელი ძალა – ფსევდოარასამთავრობო, სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“

ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემა გახლავთ ხელის აღმართვა თავისუფალ პრესაზე, მართალ სიტყვაზე, ეროვნულ ცნობიერებაზე.

ჟურნალისტზე ანგარიშსწორება, ვინც არ უნდა იყოს ის, გახლავთ კარგად აპრობირებული მეთოდი, რომელიც ემსახურება ხალხის დაშინებას და ძალადობის დამკვიდრებას.

პრესაზე ხელის აღმმართავი ორგანიზაციის შექმნა, ფუნქციონირებისათვის ხელისშეწყობა და ძალადობისაგან წაქეზება, არის ახალგაზრდა ქართველთა ერთი ნაწილის გონების მოწამვლა, მათი განწირვა ნეოფაშისტური აზროვნების კლანჭებში მოსაქცევად.

პარტია „თეთრები“ გადაჭრით გმობს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს.

 

პარტია „თეთრების“ გენერალური მდივანი

ზურაბ ხასია

01.10.2014წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *