ღირსება

ღმერთმა ჰქნას,მე ვცდებოდე ყველაფერ ამაში,მაგრამ ერთში ნამდვილად არ ვცდები:
დავით აღმაშენებელს, როცა მას გიორგი ჭყონდიდელი სამეფო გვირგვინს ადგამდა, კითხვაზე: დიდო მეუფევ რა გავაკეთო,რომ ქვეყანა გავაძლიეროო, ჭყონდიდელმა უპასუხა-ღირსება დაუბრუნე ხალხს ,დიდო მეფეო,და საქართველოც ძლიერი იქნებაო…
დღეს ეს განსაკუთრებულად გვჭირდება:
– დავიბრუნოთ ღირსება და დავიბრუნებთ საქართველოს.ეს იქნება გაბრწყინებული საქართველო;
– ღირსება აქვს იმ ხალხს,რომელიც კოლონიზატორს მეგობარს არ ეძახის და მხსნელს ბელადში არ ეძებს;
– ღირსება აქვს იმ ხალხს,რომელმაც იცის,რომ ხელისუფალი მსახურია და არა უფროსი;
– ღირსება აქვს იმ ხალხს,რომელიც ირჩევს იმ ხელისოფლებას,რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება;
– ღირსება აქვს იმ ხალხს,რომლის არჩეული ხელისუფლება ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე მუშაობს და არა საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმზე…
– ღირსება აქვს იმ ხალხს,რომლის მიერ არჩეული ხელისუფლებას შეუძლია ქვეყანაში ბრძოლა იყოს არა არსებობისათვის,არამედ ყოველი ადამიანის შესაძლებლობის რეალიზაციისათვის.
სამწუხაროდ, ასეთი ხელისუფლება ბოლო წლებში,მასთან მიახლოებულიც კი არ ყოლია და არც დღეს ჰყავს სახელმწიფოს… ქვეყანას არ ჰყოლია და არ ჰყავს ეროვნული ხელისუფლება.
არა ქვეყნის,არამედ პირად ერთგულებაზე აგებული სახელისუფლებო ვერტიკალი,ვერ იქნება ეროვნული…
საქართველოს დიდი ხანია ჰყავს ყალბი ეროვნული პათოსის,მოჩვენებითი დემოკრატიის,ელიტური კორუფციის,სოციალური დემაგოგიის არაპროფესიონალთა და გაუნათლებელთა ხელისუფლება;
ღმერთმა ჰქნას,მე ვცდებოდე ყველაფერ ამაში,მაგრამ ერთში ნამდვილად არ ვცდები:საქართველოს სჭირდება ნიჭისა და ზნეობის ზეობის ხელისუფლება!



