ფეისბუქის კომენტარები: გთხოვთ ემიგრანტი ქართველები ჩაგვრთოთ ამ სამამულიშვილო საქმეში

პატივცემულო მეგობარო,
გთავაზობთ საინიციატივო ჯგუფის დეკლარაციას – ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და მომავალ მოქმედებათა შესახებ.
ჩვენ ვუერთდებით მეცნიერთა და სახელმწიფო მოღვაწეთა შეფასებას, რომ 21-ე
საუკუნის დასაწყისში ყოველგვარი ქართული დარტყმის ქვეშ დადგა და მათ განწყობას, ერთიანი მოქმედებისათვის შეიქმნას „ქართული დარბაზი“ – ჩატარდეს ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი.
ჩვენთვის ღირებული იქნება თქვენი მოსაზრებები დეკლარაციასთან და კონგრესის მოწვევასთან დაკავშირებით.
http://www.tetrebi.org/?p=14905
Абхаз Гудаута სრული პასუხისმგებლობით გთხოვთ ემიგრანტი ქართველები ჩაგვრთოთ ამ სამამულიშვილო საქმეში და დაგვიყენოთ გვერდით ყველა თქვენს წამოწყებაში რაც საქართველოს გადასარჩენად ინება განკუთვნილი
ჩვენს მატიანეში ძნელად მოძებნით ეპოქას, როდესაც ერთბაშად ამდენი ქართველი მოსწყვეტოდეს მშობლიურ მიწა-წყალს და უცხოეთში გადახვეწილიყოს. სხვანაირი ჯიში და ჯილაგი გვაქვს, ასე იოლად ვერასოდეს ველეოდით საკუთარ კერას, რადგან აქ იყო და არის მადლი, ქრისტეს მოციქულთა მიერ მოფენილი და დედა ღვთისმშობლის სიყვარულით ნაკურთხი. წინათ ძალით გაჰყავდათ ქართველები სამშობლოდან, ახლა, სამწუხაროდ, ნებით მიდიან. თუმცა, ბავშვისთვისაც კი ცხადია, რომ თავსმოხვეულია ეს ნება. როცა კაცს საარსებო წყაროს გადაუკეტავ და ღვთისა და ბედის ანაბარა მიატოვებ, სხვა რა გზა რჩება.
წლები კი მიქრის ულმობლად და უკანმოუხედავად. წასულთა უმრავლესობას ვერც წარმოედგინა, უცხო მიწას ამდენი ხნით თუ შემორჩებოდა. თუმცა საზღვარგარეთ მყოფ ჩვენებურთათვის, ისევე, როგორც ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის, უმთავრესი მაინც სულიერი სიმტკიცეა, სხვანაირად, აბა, როგორ გაუძლებდნენ უსამშობლო ცხოვრებას. მადლობა უფალს, უკვე უცხოეთის ბევრ ქვეყანაში დაფუძნდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინება. აქ არის ქართველობის ნუგეშიც, აქ არის მათი პატარა სამშობლოც და მალე დაბრუნების იმედიც…
ქართველები დაბრუნდებიან საქართველოში
– ეს პროცესი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიწყება, დარწმუნებული ვარ, რომ აქ მცხოვრები ქართველების დაახლოებით 80% დაბრუნდება სამშობლოში.
ამ ადამიანებს დაფასება უნდა, რადგან აქ ისინი უმძიმეს შრომას ეწევიან…და ასე ინახავენ ოჯახებს და ნათესავებს, იკლებენ უამრავ რამეს, უძლებენ სამშDობლოსა და ოჯახის წევრების უნახაობას და ასე დარდიანად მიაქვთ წლები…
ყველას ვთხოვ, ილოცონ მათთვის. მერწმუნეთ, ამ ლოცვის ძალას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს…
Абхаз Гудаута ჩამოვალთ… მალე ჩამოვალთ ტკივილამდე მონატრებულ ჩვენს სამშობლოში…
მანამდე კი აქედან ვილოცებთ და უფალს შევთხოვთ საქართველოს გადარჩენას და გულწრფელად ვეტყვით ჩვენს სამშობლოს: არსად ყოფილა საქართველოსთანა კურთხეული და ძვირფასი ადგილი ცისქვეშეთში!..
თემურ შაშიაშვილი: ძალიან გამახარა თქვენმა გამოხმაურებამ…ჩვენ ერთად შეუძლებელს შევძლებთ საქართველოსათვის…სიკეთე შვენს სამშობლოში,ყოველ ქართველში.
Абхаз Гудаута დავიბრუნოთ საქართველო!
თემურ შაშიაშვილიდავირრუნებთ უფლის ნებით!
Абхаз Гудаута სიკეთე თავად სიცოცხლეა. ვისაც სიკეთის თესვა არ შეუძლია, მის სიცოცხლეს აზრი არა აქვს. სიკეთე გრძელია, ბოროტება კი-მოკლე. იგი ბოროტებაზე ძლიერია. სიკეთის მთესველი ადამიანი უზომოდ ბედნიერია.
დაე, დაუსრულებელი იყოს ღვთისგან ნაბოძები ნიჭი და უნარი დედამიწაზე! ძლიერია ადამიანი, რომელიც თავისი ძლიერების დემონსტრირებას სუსტის დაჩაგვრით არ ახდენს, რომელსაც გააჩნია საკუთარი პრინციპები და მათ არასოდეს არ ღალატობს, არის სულიერად თავისუფალი და საკუთარ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობის ამღები.ძლიერი ადამიანი არის პიროვნება , რომლესაც სწამს ღმერთის და ყოველდღე სიკეთეს აკეთებს.
ადამიანი სულით ძლიერი მაშინ არის , როცა სწამს ღმერთის და ლოცულობს ყოველთვის , ადამიანი ძლიერი მაშინ არის როცა სწამს ლოცვის ძალის და იმის , რომ თუ სიკეთეს გააკეთებ ღმერთი აუცილებლად დაგაჯილდოვებს.
აკეთეთ სიკეთე ჩუმად და ნუ დაითვლით, ნურც სამაგიეროს დაელოდებით!!!
•
თემურ შაშიაშვილიერთნი ვართ ამ შეფასებებში…გაიხარეთ!
•
Абхаз Гудаута დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;
რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,
გულწრფელობითა და სიმართლითა,
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:
იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში!
შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა;
თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან — ჩრდილში
ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.
•
Абхаз Гудаута თქვენ გაიხარეთ და ყველა იმ ქართველმა ვისაც მთელი შეგნებით უყვარს სამშობლო და მზადაა თავი გაწიროს მისი კეთილდღეობისთვის დავიბრუნოთ საქართველო!!!!!!!!!!!!!!!!!!!
•
თემურ შაშიაშვილი: პატივისცემით შევძახოთ საკუთარ თავსაც და მოაზროვნე ქართველობას:ვისაც ქართული სისხლი გვაქვს, საკუთარი თავით დავდივართ, ვისაც შეგვიძლია მტრის წინაშე თავაწეული დგომა – არ ვიჩოქებთ და ზურგს არ ვაჩვენებთ, ვისაც გვაქვს წარსულის პატივისცემა, ვინც რეალურად ვხედავთ დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას და საკუთარი შვილების მომავალზე ვფიქრობთ – გავერთიანდეთ ევროვნული იდეით დავდგეთ საქართველოსათვის!
•
Теймураз Гумберидзе დავიბრუნოთ საქართველო!
Абхаз Гудаута ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!”



