(საქართველო და მსოფლიო)გენერალი უესლი კლარკი: უკრაინა, როგორც ნატოს წევრი, არ გვჭირდება!

გენერალი უესლი კლარკი: უკრაინა, როგორც ნატოს წევრი, არ გვჭირდება!ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა სარდალმა (1997-2000) ამერიკელმა გენერალმა უესლი კლარკმა განაცხადა, რომ არ ღირს უკრაინის შეყვანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

ნატოში უკრაინის მიღების მიზანშეუწონლობაზე ამერიკელმა გენერალმა ატლანტიკურ საბჭოში (აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრი) გამართული დისკუსიისას განაცხადა.

უკრაინაროგორც ნატოს წევრიარ გვჭირდებაეს განსაკუთრებული ქვეყანაა.როდესაც ალიანსის გაფართოებაზე ვსაუბრობდითარ გვქონდა მასში უკრაინისშეყვანის გეგმა”, _ თქვა უესლი კლარკმა, რომელიც ერთადერთი არ არის, ვინც ეწინააღმდეგება სამხედრო ბლოკში ახალი წევრის მიღებას. უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულადნმა აღნიშნა, რომ “ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები უახლოეს ხანში არ დათანხმდებიან მათ რიგებში უკრაინის მიღებას. რაც შეეხება უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთმოქმედებას ნატოსგან დამოუკიდებლად, ის უკვე იღებს ყველა სარგებელს ამ თანამშრომლობისგან”. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი უარი განაცხადა უკრაინის პრეზიდენტისთვის, “ნატოსგან დამოუკიდებლად, აშშ-ის ძირითადი მოკავშირის სტატუსის” მინიჭებაზე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *