პოლ კრეიგ რობერტსი: ამერიკელები უფრო ნაკლებად დაუჯერებდნენ ხელისუფლებას, აშშ-ის ნამდვილი ისტორია რომ იცოდნენ!

“აშშ-ის ბევრ მოქალაქეს კვლავაც სჯერა ვაშინგტონის განცხადებებისა ამა თუ იმ საგარეო საფრთხის შესახებ, თუმცა ამ საფრთხეების მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლოს მოჩვენებითი აღმოჩნდა”, _ წერს პუბლიცისტი და პოლიტოლოგი პოლ კრეიგ რობერტსი.

“აშშ-ის მოქალაქეები, ალბათ, უფრო ნაკლებად დაიჯერებდნენ ვაშინგტონის განცხადებებს, თავიანთი ქვეყნის ნამდვილი ისტორია რომ იცოდნენ. ამერიკელებს, როგორც წესი,რამდენიმე წელიწადი სჭირდებათ იმის მისახვედრად, რომ ვაშინგტონის ესა თუის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, ამერიკის ბევრმოქალაქეს კვლავაც სჯერა ქვეყნის ხელისუფლების განცხადებებისა.ამერიკელები, როგორც ჩანს, ვერ ხვდებიან, რომ, თუკი პირველი, მეორე, მესამე,მეოთხე, მეხუთე საფრთხეები ყალბი, მოჩვენებითი აღმოჩნდა, ასეთივე იქნებამეექვსეც, შემდეგ _ მეშვიდე, მერვე და მეცხრე.

ამერიკელმა საზოგადოებამ დაიჯერა, რომ ავღანეთში “თალიბანი” ტერორისტული ორგანიზაციაა, დაკავშირებული “ალ ქაიდასთან”; დაიჯერა, რომ სადამ ჰუსეინს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა, რომ ირანი ატომურ იარაღს ქმნის, ბაშარ ასადმა კი ქიმიური იარაღი გამოიყენა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ.

რაც შეეხება საიდუმლო ოპერაციებს, ძმებმა ჯონ და ალენ დალესებმა (ჯონ ფორესტდალესი (1888-1959) _ აშშ-ის სახელმწიფო მდივან დუაიტ ეიპენჰაუერისპრეზიდენტობის პერიოდში; ალენ უელშ დალესი (1898-1969) _ აშშ-ისცენტრალური სადაზვერვოს დირექტორი 1953-1961 წლებში _ რედ.) შეიმუშავესდა განახორციელეს პრეზიდენტის დამხობის გეგმა ექვს ქვეყანაში, მათ შორისგვატემალის პრეზიდენტ ხაკომო არბენსის რეჟიმისა, რომლის მიერშემუშავებული მიწის რეფორმა დალესების კომპანია United Fruit Company-ისინტერესებს ემუქრებოდა. ის, რაც გვატემალაში მოხდა, დემოკრატიული და რეფორმისტული ხელისუფლების დამხობა იყო კონკრეტული ამერიკული კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით.

უკრაინის ამჟამინდელი ვითარებაც ანალოგიური სცენარის განხორციელებით არის გამოწვეჰული. ასეთი საიდუმლო პროგრამები კი ძალიან ძვირი დაუჯდა არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, არამედ თვითონ ამერიკელებსაც, ამის ნათელი მაგალითებია ომები ვიეტნამსა და ახლო აღმოსავლეთში.

მსოფლიოს უდიდეს საფრთხეს უქმნის ის სიჯიუტე, რომლითაც აშშ თავის განსაკუთრებულობაზე საუბრობს”, _ წერს პოლ კრეიგ რობერტსი.

საქართველო და მსოფლიო

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *