კიდევ ერთხელ ერთი შეხედვით ეროვნული, სინამდვილეში კი უტიფარი პოლიტიკური  ძალების მსახური პროგრამული განცხადების შესახებ

 

 mihail-saakasvili_1360მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები „თეთრების“ პოლიტიკური საბჭოს წევრებს, ამ დღეებში სააკაშვილის მიერ გაკეთებულ პროგრამურ განცხადებასთან დაკავშირებით.

ის განცხადება რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა გააკეთა,  საშიშია, იმიტომ, რომ მისი დაწერილი არ არის. საშიშია იმიტომ, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგების შემოქმედება, მათ უცხოელ მეგობრებთან ერთად, ეს განცხადება საშიშია იმიტომ რომ მას ახმოვანებს კაცი, რომელიც დღეს ასე გამოკვეთილად სჭირდება როგორც ამერიკის, რუსეთის ხელისუფლებას, ასევე საკმაო რაოდენობის ხალხს  საქართველოში..

დავაკონკრეტოთ ვისთვისაა დღეს საინტერესო სააკაშვილი და ეს ტექსტი, რომელიც ძალიან სერიოზული ძალებისთვისაა საჭირო. ამ ძალებს მე დავარქმევდი პოლიტიკურ საბინძურეთს.

ვინ არის ეს პოლიტიკური სიბინძურეთი? ეს არის ძირითადად  საქართველოში მოქმედი სექტები…  სოკოებივით მზარდი უცხოეთის დაფინანსებით შექმნილი არასამთავრობოები. განსაკუთრებით საქართველოში მოქმედი,  უცხოეთიდან ფინანსირებადი ახალგაზრდული ორგანიზაციები. ძალიან ბევრი ახალგაზრდა წაიყვანეს უცხოეთში სასწავლებლად, და ეჭვი მეპარება, რომ ისინი მეცნიერებას ეუფლებოდნენ. მათთან ძალიან სერიოზულად მუშაობენ. მრავალმა  ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა შეწყვიტა ახალგაზრდების გაგზავნა დასავლეთში, რადგან იქ ეუფლებიან არა მეცნიერებას და ცოდნას, არამედ მათზე ხდება იდეოლოგიური ზემოქმედება, რაც საფრთხისშემცველი გახდა ამ ქვეყნებისთვის უსაფრთხოებისა და მომავალისთვის. ამან მიიღო ძალიან შემაშფოთებელი მასშტაბი.

ამ პოლიტიკურ საბინძურეთში არის ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი თანხები გადასცეს თავის დროზე სააკაშვილს  და „ნაციონალურ მოძრაობას“, აქედან დიდი თანხებიც დაიბრუნეს ისინი წარმოადგენენ  დასავლეთის მაფიოზურ წრეებს, პოლიტიკურ თუ რელიგიურ სექტებს, მასონურ ორგანიზაციებს. აქ საუბარია მილიარდობით დოლარზე.

გარდა ამისა, დღეს ყველაზე საშიში ძალაა  ის ხალხი, ვინც პარტიიდან პარტიაში დახტის. ისინი ფულის გამო დახტიან და არა იდეების გამო.

უნდა აღვნიშნო, რომ ამ საბინძურეთის გაძლიერებას ხელს უწყობს „ქართული ოცნება“. გვინდა არ გვინდა, ეს უნდა ვაღიაროთ. თითქოს „ოცნება“ მათ  ებრძვის, მაგრამ რეალური ქმედებით პირიქით, აძლიერებს. ისინი უცხოეთის პოლიტიკური დოქტრინის  მიხედვით მოქმედებენ. გავიხსენოთ ლევან ბერძენიშვილის განცხადება: ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენს შემდეგ „ნაციონალები“ მოვიდოდნენ ხელისუფლებაში და მერე ისევ ჩვენ ვიქნებოდითო…ანუ ისინი, რომლებიც ამერიკის პოლიტიკირი წრეებიდან იმართებინ,  ამერიკის  მოდელის გადმოტანას ცდილობენ, რომ საქართველო ხდება ორპარტიული, ისევე როგორც ამერიკაში და მონაცვლეობით ინაწილებენ ხელისუფლებას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, მათთვის  დანარჩენი პოლიტიკური ძალები, გარდა ორი მთავარის სატელიტი პარტიებისა, არარაობაა… ეს არის საქართველოსათვის ტრაგიკული მოდელი, როცა ოპოზიციაც და პოზიციაც, გარედან მართვადი და გარე ძალების მსახურები იქნებიან.

ეს ორი პოლიტიკური ძალა  სამწუხაროდ.,უკვე საშიშია საქართველოსთვის, ისინი  სასარგებლოები არიან ქვეყნის გარე პოლიტიკური ძალებისთვის, იმ ძალებისათვის, ვინც კარგად აცნობიერებს საქართველოს გეოპოლიტიკურ ღირებულებას მინიმუმ უახლოესი 15 20 წლის განმავლობაში.

ამ პერიოდში ჩვენ ძალიან საინტერესო ქვეყანა ვიქნებით და ის უნდა გავიაროთ ღირსებით, როგორც დავით აღმაშენებელმა შეძლო, რომელმაც გეოგრაფია გადააქცია პოლიტიკად.

 

როცა ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს საბინძურეთის გაძლიერებას, მარტო იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ მან დანაპირები არ შეასრულა და  სამართლიანობა არ აღადგინა, არამედ იმასაც რომ თვითონ დადგა მოღალატეებზე, ადამიანებზე, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან. „ქართულ ოცნებაში“ ვერ მოხვდები, თუ პარტია არ შეიცვალე რამდენჯერმე.

დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა თუ ჰქონდა ადამიანს ,   „მოქკავშირში“ , „აღორძინებაში“, „ ნაცმოძრაობაში“  კარგი პოზიციები ეჭირა, ისინიც მშვენივრად არიან დღეს დაფასებული „ქართულ ოცნებაში“.

ქვეყნისთვის საშიში და ამ პოლიტიკური საბინძურეთის შემავსებელი ბევრი რგოლი იკვეთება ქვეყანაში.

საშიშია ის ინტელიგენცია, რომელიც სააკაშვილთან იდგა და დღეს ხმას არ იღებს. საშიშია ის ინტელიგენცია,რომელიც ივანიშვილს ფეხდაფეხ დაყვებოდა და ფულის, თუ სხვა მიზეზების გამო დღეს გაჩუმებულია… საშიშია სექტები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდება, ეს არის პოლიტიკური საბინძურეთის სახე. მასში არიან რელიგიური სექტებიც, რომლებიც ყოველთვის კარგად მუშაობდნენ „ნაციონალების“ სასარგებლოდ… დავაკვირდეთ ყველა ვინც კი მხარს უჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას  სააკაშვილის მხარდამჭერია და ამ პოლიტიკური საბინძურეთის წევრია….

სააკაშვილი და ამ მიმართვის იდეოლოგები საშიშია საქართველოსთვის სწორედ იმის გამო, რომ საყრდენად იღებენ  ეროვნულ ფასეულობებს. მათი ორსახოვნობა და იანუსობა ბევრისთვის გვიან ხდება ცნობილი. გავიხსენოთ, პარტიას დაარქვეს „ნაციონალური მოძრაობა“. ნაციონალური უწოდეს ყველაზე ანტიეროვნულს.

ეხლაც სააკაშვილის მიმართვა არის სერიოზული ტვინების მიერ გაკეთებული, ყალბი ეროვნული პათოსით გაჟღენთილი დემაგოგია. ეროვნულობით თამაშობენ, სოციალური დემაგოგიით თამაშობენ, ელიტური კორუფცია სწორედ მათ დაამკვიდრეს…  ეს მიმართვა არ არის სააკაშვილის დაწერილი, კიდევ ერთხელ და გამოკვეთილად ვამბობ ეს მიმართვა არ არის სააკაშვილის დაწერილი. ეს არის სხვების ძალიან ძლიერად ჩამოყალიბებული ტექსტი, ძალიან ჭკვიანი ადამიანების მიერ, და ვინც არ იცნობს სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას, შეიძლება მათთვის ამ ტექტის შინაარსი დამაჯერებელიც კი იყოს.

ამისთვისაა საჭირო გონიერი, ჭკვიანი ადამიანების შემოკრება ეროვნული იდეის ირგვლივ. რათა  ქვეყნისთვის დამანგრეველ ამ დემაგოგიას წინ აღვუდგეთ. ამისთვისა ამისთვის უნდა გააქტიურდეს ჭკვიანი ადამიანები.   ამიტომ აქვს დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა დღეს „ სახალხო კრების“ გააქტიურებას.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რატომ არის საშიში ეს მოწოდება.

იმიტომ, რომ ეს არ არის სააკაშვილის, არამედ სერიოზული ძალების მიერ არის შემუშავებული

საშიშია იმიტომ, რომ  მას ახმოვანებს დასავლეთის მაფიოზური წრეების მარიონეტი სააკაშვილი

საშიშია იმიტომ, რომ ამის უკან ძალიან ჭკვიანი და მოაზროვნე ძალები დგანან დიდი ფულით.

საშიშია იმიტომ, რომ მათ უკვე შექმნეს საქართველოში პოლიტიკური სისტემა, რომელსაც მე საბინძურეთს დავარქმევდი

საშიშია იმიტომ რომ ეს მიმართვა სერიოზულ იდეოლოგიურ პლატფორმად გამოდგებოდა საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალებისთვის.

ამ საშიშ მოვლენას, ძალიან მოაზროვნე ერთიანობას უნდა დაუპირისპირდეს საქართველოში მოაზროვნე ადამიანების დიდი ერთობა. რომელიც ამ დიდ საფრთხეს გაანეიტრალებს.

 

 20.10.2014 წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *