მთავრობის ორწლიანი მუშაობის ანგარიშის შესახებ

 

parlდღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ორწლიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა. პათეტიკის გარეშე ვიტყვით, თავად ფაქტი უდავოდ დადებითია.

საინიციატივო ჯგუფი „ჩააბარეთ ანგარიში ქართველ ხალხს!“  რამდენიმე თვეა, ხელისუფლებისაგან ითხოვს ქართველი ხალხისათვის ანგარიშის ჩაბარებას იმის თაობაზე, თუ რას დაპირდნენ, რისი გაკეთება ევალებათ და  რა გააკეთეს ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ.

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ უიმედობასა და დეპრესიაში ჩავარდნილ ქართველ ხალხს ასეთი ანგარიში გაუღვივებდა იმედის შეგრძნებას და დაანახვებდა მომავალი მოქმედების კონტურებს.

საუბარია არა უბრალოდ ანგარიშზე, არამედ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების ანალიზზე ცალკეული ქალაქისა და რაიონის მიხედვით.

ხალხი თვლის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებაში ყოფნისას გაანადგურა ყოველივე და მდგომარეობა არც ახალი ხელისუფლების პერიოდში შეცვლილა დიდად,  ხელისუფლება მიიჩნევს – რომ ყველაფერი გაკეთდა.

პრემიერ-მინისრის ანგარიშისა და მისით ხალხის კმაყოფილების ხარისხის ღრმად შესწავლის საფუძველზე საინიციატივო ჯგუფი წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს.

 

საინიციატივო ჯგუფის სახელით

დავითგველესიანი                          ხელოვანი

ლეონფირცხალავა                           მეცნიერი

თეიმურაზშაშიაშვილი                   პოლიტიკოსი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *