(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: 15 ნოემბერს მოხდება საქართველოს მტრების ლუსტრაცია!

 

12“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ 15 ნოემბერს “ნაციონალების” მიერ დაანონსებული აქცია, რომლის მთავარ ლოზუნგად რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის გაპროტესტება დასახელდა, სინამდვილეში თავიდან ბოლომდე რუსული განწყობაა.

მსოფლიოში ეროვნული სახელმწიფოები აღარ აწყობთ. დააკვირდით, სად მიდის დღეს ომები და სად არის ცხელი წერტილები. დიახ,საინადაც იწყებოდა მსოფლიო  ცივილიზაცია და სადაც მართლმადიდებლობაა, სწორედ ეს კერებია აფეთქებული.  ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს არა მონა სააკაშვილი და მისი “ნაცმოძრაობის” მიერ დაანონსებული აქცია, არამედ, ის სპეცსამსახურები, რომლებსაც სააკაშვილი ემსახურება. ფაქტია, 15 ნოემბრის აქცია არის უცხოური სპეცსამსახურების მიერ სააკაშვილისა და “ნაციონალებისთვის” მიცემული მორიგი დავალება. რაც აშკარად იგრძნობოდა იმ პროგრამულ განცხადებაში, რომელიც სააკაშბილმა რამდენიმე დღის წინათ ტელეეთერით გაახმოვანა.  მასში ქვეყანაში შექმნილი ვითარების იმდენად სერიოზული ანალიზი იყო, რომ აშკარად ჩანდა, სააკაშვილის დაწერილი არ იყო!

 – ამჯერად ვინ გასცა დავალება?

– დღეს სააკაშვილი უაღრესად საჭიროა, როგორც ამერიკის და რუსეთისათვის, ასევე აზერბაიჯანისათვის! ამერიკას სჭირდება რომ სააკაშვილმა არ ილაპარაკოს, რაც იცის, რუსეთს აწყობს, სააკაშვილმა ყველაფერი თქვას, რაც შეხება აზერბაიჯანს, საქართველოს ბიზნესის დიდი ნაწილი სწორედ მის ხელშია და ისიც სააკაშვილის წყალობით. ჩვენ ამ ქვეყანასთან მეგობრობის მეტი არაფერი არ გვინდა და თუ ისინიც ასე თვლიან, მაშინ სააკაშვილის მომხრეებისთვის ბაქოში ასეთი შეკრების უფლება არ უნდა მიეცათ, რომელზეც საქართველოში არეულობის მოწყობა დაიგეგმა.

 – გამოდის, რომ სააკაშვილი ერთდეროულად რამდენიმე სპეცსამსახურის ლაქიაა? 

სააკაშვილი არის მონა და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჯერ კიდევ რევოლუციამდე 3ვამბობდი – მზაკვარი, იანუსი და მტარვალი მოდის, რომლის უკან დგანან სერიოზული ფინანსების მქონე სპეცსამსახურები და ის უბედურებას მოუტანს ქვეყანას/ თუ მტკიცებულება უნდოდათ, ბატონმა ვალერი ჩხეიძემ ჩამოიტანა საბუთები, რომელიც ადასტურებდა, რომ სააკაშვილი ნამდვილად იყო უშიშროების სპეცსამსახურის წარმომადგენელი.  ამის გამო ვალერი არა მარტო მოხსნეს სამსახურიდან, არამედ, დღევანდელმა პრეზიდენტმა გაბედა და მას მოქალაქეობაზე უარი უთხრა. დიახ, მარგველაშვილმა ეს გააკეთა სააკაშვილის უცხოელი ლობისტების დავალებით.რადგან მათ არ აწყობდათ ვალერი ჩხეიძის საქარტველოში ყოფნა. რადგან მან ზედმიწევნით კარგად იცის, ვინაა სააკაშვილი!

მოდით, ბაქოში სააკაშვილის და ნაციონალების შეხვედრას დავუბრუნდეთ. რომელზეც , როგორც ამბობთ, ქვეყანაში არეულობის მოწყობა დაიგეგმა. თქვენ ფიქრობთ, 15 ნოემბრის აქცია იქნება ქაოსის დასაწყისი?

– თავად სააკაშვილი არარაობაა, ისევე, როგორც მისი ნაცმოძრაობა. მაგრამ საშიშია მსიი დამცველი გარე ძალები. ამიტომ თუ ჭკუა არ ვიხმარეთ, ეს ძალები თავის გეგმას განახორციელებენ. ამის მიხედვით, 23 ნოემბერი უნდა იყოს არეულობის პიკი და ყველაფერი უნდა დამთავრდეს ამ დღეს!

– თუ ჭკუა არ ვიხმარეთო – ამბობთ… რას გულისხმობთ?

– არანაირი საწინააღმდეგო აქცია არ არის საჭირო. უბრალოდ უნდა გამოვაცხადოთ, რომ 15 ნოემბერს მოხდება საქართველოს მტრების ლუსტრაცია! მეტიც, ნაციონალების მიერ დაანონსებული აქცია იქნება აფხაზეთისთვის ხელისკვრა რუსეთისკენ!

აკი, ვეხვეწებიდით სააკაშვილს, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ასეთი რამ: მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაბადებული ქართველი და აფხაზი იურიდიულად ითვლებოდეს საქართველოს მოქალაქედ, რადგან არც ქართველს და არც აფხაზს საქართველოს გარდა სხვა სამშობლო არ გააჩნია.გჯერათ, რომ პარტია, რომელიც ამაზე უარს განაცხადებს, აფხაზეთზე დარდობს? გარწმუნებთ, თუ კი გაჩნდება სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების მცირედი საფრთხეც კი, აფხაზეთი შესაძლოა, რუსეთს შეუერთდეს და ეს ძალიან კარგად იცის სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ. ამდენად, მათზე უკეთესი პარტნიორი პუტინს საქართველოში არც ჰყავს!

ამბობენ, 15 ნოემბრის აქციაზე შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტიც მივიდეს. 

– თუ უცხოეთის სპეცსამსახურებს ვინმეზე დიდი ფული აქვთ დახარჯული, ეს არის მარგველაშვილი. როგორ შეიძლებოდა საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო კაცი, რომელიც “თავისუფლების ინსტიტუტის” სათავეებბთან იდგა და სოროსის ფონდის სათავეებთან იდგა, რომელიც ენდიაი-ს სათავეებთან  იდგა! რაც შეეხება საკითხს, მივა თუ არა იგი აქციაზე – კი არ მივა, წაიყვანენ, როცა დასჭირდებათ.  მარგველაშვილი ჩვეულებრივი პლასტელინიაო – თქვეს, მაგრამ “პლასტელინი” ბიძინა ივანიშვილისთვის კი არა, არამედ იმ უცხოურის პრეცსამსახურებისთვისაა, რომლებმაც უზარმაზარი ფული ჩადო მასში!

 – გახსება თუ არა 15 ნოემბერი საქართველოშირაიმე სერიოზული პროცესების, არეულობისადა მით უმეტეს, ნაციონალების დაბრუნების საფუძველი?

nac-mocიმედია, ამას არ დაუშვებს ხელისუფლება. კაგებე-სა და ფებეერი-ს მსახური სააკაშვილი საქართველოს არ სჭირდება. 15 ნოემბრის აქციაზე მისულთაგან 80 % ფულით მოსყიდული საზოგადოება იქნება. ამიტომ ერთი რამ გვევალება – მაქსიმალური იგნორირება გავუკეთოთ 15 ნოემბერს, რითაც მინიმუმამდე დავიყვანთ ნაციონალების მიერ პროვოკაციის მოწყობის საფრთხეს! ვიმეორებ – გამოვაცხადოთ ეს დღე საქართველოს მტრების ლუსტრაციის დღედ! ამით ყველაფერია ნათქვამი!

 

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *