სააკაშვილი დემაგოგიისა და თავხედობის  პიკზეა

 

2ჯერ კიდევ 1997 წლიდან, მიხეილ სააკაშვილს მივიჩნევ არასერიოზულ, გაუწონასწორებელ და ქვეყნისთვის საშიშ პიროვნებად. დღევანდელი მისი ქმედება-გამოსვლები ამ შეფასების პიკზეა.

უსაზღვროებასაც აქვს საზღვარი, მაგრამ სააკაშვილის სიყალბეს, დემაგოგიას, შლეგობას, თავხედობას,  როგორც ჩანს – არა.

დღეს კარგი დღეა. მოხდა საქართველოს მტრების ლუსტრაცია. საბედნიეროდ, მათი რაოდენობა იმდენად მცირე აღმოჩნდა, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს. თუმცა, დიდი ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, ისიც ტრაგედიაა, რომ საქართველოში თუნდაც ერთი კაცი მოქმედებდეს ვინმეს გულის გასახეთქად.

ამ მიტინგმა დაადასტურა, რომ „ნაციონალებისთვის“ მთავარი აფხაზეთი და მისი შესაძლო ანექსია კი არ იყო, არამედ ბიძინა ივანიშვილის გულის გახეთქვა.

ტრაგიკომედიაა, რომ ე.წ. 40%-იანი რეიტინგის მქონე, მათივე აზრით ძლევამისილი პარტია ერთი თვე ემზადება და უამრავ ფულს ხარჯავს  აქციაში, რომლის მიზანიც ერთ კაცისთვის „გულის გაუხეთქვა“ ყოფილა.

დღეს პირველად გულწრფელად შემეცოდა ბიძინა ივანიშვილი, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილის გამო საქართველო,  ესეც მისი პოლიტიკური გემოვნება. ეს ხალხი მოიყვანა მან  2003 წელს ხელისუფლებაში, ხელფასები საკუთარი ჯიბიდან აძლია, ხელისუფლებას თითქმის ერთი საბიუჯეტო წლის ფინანსები აჩუქა, ნაცვლად მადლიერებისა, ასე გაბოროტდნენ და ებრძვიან ქვეყანას.

სამწუხაროდ, ივანიშვილის პოლიტიკური გემოვნება უკეთესი არც 2012 წელს აღმოჩნდა. სერიოზული რეციდივები უკვე სახეზეა, ვფიქრობ, სიურპრიზები წინ აქვს.

თემურ შაშიაშვილი

15.11.2014წ

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *