ჟვანიას მკვლელობის ფარსი და ტრაგედია

(ჩად ნეიგლის წერილის ანალიზი)

 

კიდევ ერთი ვერსია ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ამერიკელი ექსპერტისა, რომელიც საქმის მთავარ ფიგურანტად მიხეილ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას ასახელებს და ყოფილი პრემიერის მკვლელობას იარაღით უკანონო ვაჭრობის ბიზნესს უკავშირებს.
ცნობილი ამერიკელი ექსპერტის ჩად ნეიგლის მიერ დაწერილი სტატიის მიხედვით, მიშა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია გრუ-ს გენერალია. ამ ექსპერტის მოსაზრებით ის იარაღის დაყიდვის ბიზნესში იყო აქტიურად ჩაბმული და ზურაბ ჟვანიასთან გადაკვეთის წერტილი ჰქონდა 2004 წლის დეკემბერში, სადაც ჟვანიამ მას აეროპორტისა და სხვა სტრატეგიული წერტილების უტენდეროდ ყიდვა დაუბლოკა.

2005 წლის იანვარში ალასანიას პარტნიორი ტელეფონით აჟღერებს მუქარას, რომ ერთ თვეში ჟვანია და არც ბენდუქიძე მის ადგილას აღარ იქნებიან. ჩად ნეიგლის ინფორმაციით გრუ-ს გენერალი ალასანია იარაღის გაყიდვის მაფიას ხელმძღვანელობს საქართველოში, რომელსაც წელიწადში რამოდენიმე მილიარდის მოგება აქვს. მისი ვერსიით, ამ ტრანს-ნაციონალური მაფიის მოღვაწეობას შეეწირა საქართველოს მაშინდელი პრემიერ მინისტრის ცხოვრება. უფრო მეტიც, რაღაც პერიოდის მერე ამოტვივტივდა დოკუმენტები, სადაც ცხადი ხდება რომ თემურ ალასანია და მისი მაფია, 2008 წლის ომის დროსაც და მას შემდეგაც მილიარდებს აკეთებდნენ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსული იარაღის უკანონო გაყიდვაზე.

რამოდენიმე ტრანზაქცია დაფიქსირებულია უკრაინის მთავრობის მიერაც. ჩად ნეიგლის ანალიზიდან არ იკვეთება მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩაბმულობა ჟვანიას მკვლელობაში.

ექსპერტის აზრით ეს საზარელი მკვლელობა გრუ-ს მაფიის კარგად გაწვრთნილი სპეციალისტების გაკეთებულია. სააკაშვილი უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენეს – რადგანაც ამ მაფიის ხელმძღვანელი მისი სისხლით ნათესავი და მისი დედის ძმაა. როგორც ამბობენ ამ ტრანსნაციონალური საერთაშორისო სინდიკატის წევრებს პირდაპირი წვდომა ჰქონდათ რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე. ექსპერტის აზრით გრუ-ს დანაშაულებრივი სტრუქტურა სინამდვილეში რუსეთის პრეზიდენტზე უფრო მეტი ძალაუფლებითაც სარგებობს, რადგან არც ერთ პრეზიდენტს და მთავრობის მეთაურს რუსეთში არასდროს შეუძლია წავიდეს სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის წინააღმდეგ.

როგორც ანალიზიდან იკვეთება 2004 წლის დეკემბერში ალასანიასა და ზურაბ ჟვანიას შორის მომხდარი კონფრონტაციის შემდგომ იარაღის სინდიკატმა ყველასგან დამოუკიდებლად გადაწყვიტა პრემიერ მინისტრის მოშორება გზიდან. თუმცა, აუცილებელი შეიქნა აგრეთვე კვალის დაფარვა – და ეს კვალის დაფარვა დაევალა მიხეილ სააკაშვილს და მის ძალოვან სტრუქტურებს.

სააკაშვილი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა – ის ფაქტის წინაშე დააყენეს და მოსთხოვეს ფაქტის ეფექტურად გადაფარვა. ამის გაკეთება მან კარგად ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა რომ ის პიარის დიდოსტატია. ამას ამერიკელი ექსპერტი ნაწილობრივ იმით ხსნის, რომ თვით სააკაშვილს მკვლელების მიმართ მაინცდამაინც დიდი სიმპათია არ ჰქონია – და მეორეც, ასეთ მოკლე პერიოდში ამ დანაშაულის ეფექტური გადაფარვა და გაყალბება ვირტუალურად შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ იყო რომ მათ ექსპერტ ჩაჩუას ექსპერტიზა არ ჩაატარებინეს, შემდეგ გააყალბეს ამერიკული ფედერალური გამოძიების ბიუროს დასკვნის თარგმანი და ბოლოს მოკლეს გამოძიების უფროსი გიორგი სამხარაული. ეს ყველაფერი იმდენად ნაჩქარევად და უნიჭოდ გაკეთდა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში გაჩნდა ეჭვი რომ ჟვანია თვით სააკაშვილის მოკლულია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სააკაშვილის დააბარლეს ჟვანის მოკვლა პირდაპირ თათბირზე, რაც რა თქმა უნდა აბსურდის სფეროდან არის.

სინამდვილეში, ამერიკელი ექსპერტის აზრით სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის არც ერთ ეტაპზე მონაწილეობა დიდი ალბათობით არ მიუღია – უფრო მეტიც ეს მკვლელობა მისთვის მეტად უხერხული სიუპრიზი იყო. მკვლელობა ექსპერტის მოსაზრებით, რომელიც ინფორმირებულ რუს წყაროებს ეყრდნობა, მთლიანად განხორციელებულ იქნა გრუ-ს წიაღში არსებული საერთაშორისო იარაღის გადამყიდველი სინდიკატის მიერ, რომლის ერთ-ერთი ნათლიმამა იყო სააკაშვილის ბიძა. სწორედ ეს იყო მთავარი პრობლემა მიხეილ სააკაშვილისთვის – მან ვერ მოიცილა საბჭოთა კგბ-ს და შემდეგ უკვე რუსული გრუ-ს გენერლის აჩრდილი და ამით სამუდამოდ გაუჩინა ქართველ ხალხს იმის ეჭვი, რომ ჟვანიას მკვლელობა უშუალოდ მისი შესრულებული იყო. ეს არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მთავარი ტრაგედია და ყველაზე მუქი ლაქა მის ბიოგრაფიაში.

საქმე იმაშია, რომ ბიძამისის შემწეობით თვით სააკაშვილიც მსახურობდა საბჭოთა (რუსული) უშიშროების სტრუქტურებში და ამიტომაც ის ბიძამისის წინააღმდეგ დიდი ალბათობით ვერასდროს წავა. ბიძამისს ყველა კომპრომატი აქვს რომ საბოლოოდ დამარხოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერის პოლიტიკური კარიერა.
ახლა ამ საქმის გამოძიება უკვე არსებულ დეტალებთან ახლოს მიდის – იკვეთება ჟვანიას სხეულზე ძალადობის ნიშნები – იკვეთება ისიც რომ პრემიერ მინისტრის გვამი კონსპირაციულ ბინაში ხელოვნურად არის მისვენებული უკვე გარდავლილ მდგომარეობაში – იკვეთება აგრეთვე ისიც რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით პრემიერის ოჯახის გაჩუმების მიზნით გამოყენებული იქნა კგბ-ს ძცელი არსენალის ყველაზე ბინძური, ჰომოფობიური ვერსიები, რომლითაც ოჯახის წევრებს მუდმივად აშანტაჟებდნენ. დღეს სააკაშვილი თვითონაც აგრძელებს ამას, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმარველსობა დარწმუნებულია რომ ეს მტკნარი სიცრუეა.

რუსი ანალიტიკოსის გალინა პერევოზკინას აზრით, რომელიც ჩად ნეიგლთან ერთად აწარმოებდა ჟურნალისტურ გამოძიებას ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშკარად იკვეთება თვით რუსული სამხედრო-ინდუსტრიული მანქანის ხელი, რომელმაც საქართველოს მწვანე პრემიერ მინისტრის მკვლელობის შემდეგ ათეულობით მილიარდი დოლარის მოგება ნახა საქართველოს გავლით რუსული იარაღის გაყიდვაზე.

პერევოზკინა აგრეთვე აცხადებს რომ ალასანია თავის ბიზნესში თავიდან პარტნიორად მოიაზრებდა საქართველოს ყოფილ ეკონომიკის მინისტრს, ირაკლი რეხვიაშვილს. თუმცა ეს უკანასკნელი მას დაიძვრა. ამის შემდეგ გრუ-ს მაფიამ საქართველოში მოახერხა ავიაქარხნის, ეაროპორტის , ფოთის ტერმინალის, და სხვა სტრატეგიული ობიექტების ელში ჩაგდება.

ჩაე ნეიგლის დასკვნა ძალიან მწარეა – ეს უნიჭო ფარსი იქნებოდა, მას ნამდვილი ტრაგედია რომ არ მოჰყოლოდა ქართველი ხალხისათვის.

ეს სტატია გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი წამყვანი სტენფორდის უნივერსიტეტის ვებ-საიტზე, რომელსაც სახელად Arcade ჰქვია.

http://arcade.stanford.edu/blogs/privatized-death-machine

წერილი თარგმნა და გამოაქვეყნა ირაკლი კაკაბაძემ.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *