(geworld.ge)ჰენრი კისინჯერი: დასავლეთმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა

ჰენრი კისინჯერი: დასავლეთმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა

“დასავლეთმა უნდა აღიაროს, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა ჯეროვნად არ შეაფასა უკრაინის მნიშვნელობა რუსეთისთვის”, _ ასეთი მოსაზრება გამოთქვა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კოსინჯერმა გერმანული ყოველკვირეული გამოცემა Der Spihel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. კისინჯერმა აგრეთვე, აღიარა, რომ უკრაინაში სიტუაცია ვაშინგტონის სცენარით ვითარდება.

“თუკი დასავლეთს სურს, იყოს პატიოსანი, უნდა აღიაროს, რომ შეცდომა დაუშვა. ევროპამ და აშშ-მა ვერ გაიგეს მნიშვნელობა იმ მოვლენებისა, რომლებიც დაიწყო ევროკავშირისა და უკრაინის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, შემდეგ კი კიევის მაიდანში გადაიზარდა. უნდა დაეწყოთ რუსეთთან მოლაპარაკებები. უკრაინას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისთვის. ამის გაუცნობიერებლობა საბედისწერო შეცდომა იყო. კრიზისი უკრაინაში მხოლოდ გამწვავდება, ამიტომ არ შეიძლება ახალი ცივი ომის დაწყების საფრთხის უგულებელყოფა.

ანტირუსული სანქციები კი კოტრპროდუქტიულია, ამ სანქციების გამო ბევრი დიდი სახელმწიფო მიიღებს ზომებს თავისი ბაზრების დასაცავად, ეს კი ნეგატიურად აისახება მსოფლიოს ეკონომიკაზე”, _ განაცხადა ჰენრი კისინჯერმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *