(ასავალ დასავალი) თემურ შაშიაშვილი: “ალასანიას დაჭერით ერთიორად გაზრდიან მის განადგურებულ რეიტინგს და ეს იქნება ხელისუფლების დიდი შეცდომა!”

საქმეს ისეთი პირი უჩანს, და ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევის ერთადერთი და უპირობო გამოსავალია. „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშოაშვილი მიიჩნევს, რომ ბნელი და ავანტურისტული ძალები საქართველოში 2003 წლის ნოემბრის ცნობილი სცენარის განმეორებას ცდილობენ. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად სააკაშვილს ირაკლი ალასანიათი ჩაანაცვლებენ.
– ბატონო თემურ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ ვეტო დაადო. პარლამენტში უმრავლესობა არსებობს თუ არა, კაცმა არ იცის, ალასანია ამერიკაში გაიჭრა, ხალხი რომელიც აპათიაშია, რომელიც სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე… რას იტყვით, რას უნდა ველოდოთ?
– სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მართავენ ავანტურისტები. სწორედ ამ ავანტურის შედეგია , რომ ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, ხოლო ამერიკის ავტორიტეტი ქვეყანაში განადგურებულია. როგორც დღეს პრეზიდენტი მარგველაშვილი იქცევა, ადასტურებს, რომ ბიძინა იანიშვილის საკადრო პოლიტიკა ქვეყნისათვის დამღუპველი აღმოჩნდა. ივანიშვილს ძალიან დიდი საქმეები აქვს გაკეთებული საქართველოსათვის, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ის ძალიან ბევრ თანამდებობის პირს ბორკავს და მოქმედებაში ხელს უშლის!
– თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ერევა?
– ბიძინა ივანიშვილი დღეს უფრო ესევა პოლიტიკაში, ვიდრე მაშინ. როცა პრემიერმინისტრი იყო. ივანიშვილი რაც მალე წავა პოლიტიკიდან, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და საქართველოსათვის! ამას ვამბობ არა როგორც ივანიშვილის მტერი,ა რამედ მისი გულშემატკივარი. უდიდესი შეცდომა იყო მისი ბოლოდროინდელი სატელევიზიო გამოსვლა, როცა მან პროკურატურის დახურული გამოძიების დეტალები გაახმაურა. თუ ღარიბაშვილს სურს, რომ პოლიტიკური მომავალი ჰქონდეს, უნდა გამოვიდეს ივანიშვილის ჩრდილიდან და შეცვალოს გუნდი.
ღარიბაშვილი დღეს არის სუსტი პრემიერ-მინისტი. და იცით, რატომ? იმიტომ კი არა, რომ პიროვნებაა სუსტი – კიდევ ერთი მინისტრიც რომ შეცვალოს, მთავრობის გადაყენების საკითხი დადგება დღის წესრიგში და იმიტომ ეს იციან მინისტრებმა და ამიტომაც არის ღარიბაშვილის პოზიციები ასეთი სუსტი. აი, სიტუაცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული კოალიციის სუბიექტების წყალობით აღმოვჩნდით. ყოჩაღ, იმ საერთაშორისო ავანტურისტულ გუნდს, რომელმაც მოახერხა და ბიძინა ივანიშვილის გადაარჩენინა ნაცმოძრაობა!
– ბატონო თემურ, 15 ნოემბრის შემდეგ, ნაცებს დანა პირს არ უხსნით… ესენი გადარჩენილები კი არა, დანგრეულები არიან. პარტიას ვითომ 40%-იანი დეპუტაცია უზის პარალმენტში, ტომრით ფულები არიგეს რეგიონებში და 8 ათასი კაციც ვერ შეაგროვეს რუსთაველზე… ეს არისგადარცენა?
– ნუ შეხედავთ ასე მარტივად! ალასანია ამერიკაში რატომ წავიდა? მსოფლიოს ბნელი და ავანტურისტული ძალები მიხეილ სააკაშვილს ჩაანაცვლებენ ალასანიათი! საერთაშორისო ავანტურისტული გუნდის გადაწყვეტილება ასეთია – ირაკლი ალასანია ნაციონალური მოძრაობის დიდი ნაწილი, რესპუვლიკელები და პრეზიდენტი მარგველაშვილი შეერთდებიან. და სააკაშვილის, ანუ ოპოზიციის ლიდერის ფუნქციას ხელშია იღებს ალასანია!
მართალია, დრეს ალასანიას რეიტინგი 5-6% ფარგლებში მერყეობს, ისევე, როგორც სააკაშვილს ჰქონდა რეიტინგი 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების წინ. მაგრამ მსოფლიოს ავანტურისტულ გუნდს გათვლა გაკეთებული აქვს ერთ რამეზე – ქვეყანაში რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რაც ირაკლი ალასანიას ავტორიტეტს ძალიან მაღლა აწევს!
– მეეჭვება ალასანიას რეიტინგს რამე ეშველოს. მაგრამ თქვენი აზრით, მაინც რა უნდა მოხდეს საქართველოში?
– წარმოდგენილი მაქვს და თითქმის ვიცი, საერთაშორისო ავანტურისტული ძალები რასაც გააკეთებენ… ერთი რამ იცოდეთ – “ქართული ოცნება” და “ნაცმოძრაობა” იმართება ერთი ცენტრიდან! გაიხენეთ, რა გაგვიკეთეს 2003 წლის ნოემბერში – ირაკლი ალასანია შეურაცხადი მაინც არ არის, სააკაშვილის სახით კი ოფიციალური გიჟი დაგვისვეს პრეზიდენტად! იცით თუ არა, რომ ბოლო არჩევნებზე უმაღლესდამთავრებულ ადამიანების მხოლოდ 12 პროცენტი მოვიდა? ანუ განათლებულმა ადამიანებმა უკვე ხელი ჩაიქნიეს…
– ალასანიას მიმართ არსებობს ძალიან სერიოზული კითვები! სოზარ სუბარმა პირდაპირ თქვა – როცა პრემიერ-მინისრტი იყო ივანიშვილი, ალასანიას მტავრობის სხდომაზე ისეთ შეკითხვებს უსვამდა, მის ადგილზე საერთოდ დავტოვებდი თანამდებობასო! ანუ, როგორც ჩანს, არ არის ყურით მოთრეული ბრალდებები და რა მოხდება, თუ ალასანიას დაიჭერენ?
– ალასანიას დაჭერით ერთიათად გაზრდიან მის განადგურებულ რეიტინგს და ეს
იქნება ხელისუფლების დიდი შეცდომა სამწუხაროდ, ხელისუფლება ისე იქცევა, რომ უავტორიტეტო პოლიტიკოსებს უქმნის ავტორიტეტს. 2001 წლის 11 აპრილს ინგა გრიგოლიას გადაცემაში „დებატები“ გამოვიწვიე სააკაშვილი, რომელზეც ვამბობდი, რომ ის იყო მაფიოზი, რამდენიმე დღით ადრე შევარდნაძესთან ჩამოვედი და მთავრობის სხდომაზე წარმოვადგინე მასალები, რის გამოც სააკაშვილი უნდა დაეჭირათ. მეორე დღის ჩვენ პირდაპირ ეთერში შევხვდით ერთმანეთს და ჩემი გამოსვლა დავამთავრე ასე: „საცოდავი საქართველო, ასეთი მინისტრების ხელში!“ მე არ ვიცოდი, რატომ არ ინტერესდებიან ამ საკითხით და რატომ არ აქვეყნებენ იმ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სააკაშვილი არის ოფიციალური გიჟი.
– შევადრნაძეს რომ უთხარით, სააკაშვილი დასაჭერიაო რა გითხრათ?
– სააკაშვილიც იქ იჯდა, რომ ვუთხარი და ხმას არ იღებდა! გელაპარაკებით პიროვნება,
რომელმაც 2001 წლის აპრილში შევარდნაძეს სააკაშვილის დასაჭერად წინ მასალები დავულაგე და ვუთხარი, ორმ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი იდგა სილიკომანგანუმის მაფიის სათავეში. ხოლო ირაკლი ოქრუაშვილმა ათეულობით მილიონობით დოლარის ღირებულების მასალები ჯართში ჩააბარა და გაყიდა.
სააკაშვილი კურდღელივით იჯდა შეშინებული, შევარდნაძეს ესეც ვუთხარი – ხვალ, დილით სილიკომანგანუმით დატვირთული სამი გემო ფოთიდან გადის და თუ ამ გემებმა საქართველო დატოვეს, თქვენ პრეზიდენტი არ ხართ-მეთქი! შევარდნაძე დამეთანხმა, რომ გემები არ უნდაგასულიყვნენ. გადაწყდა, კომისიის შექმნა რომელიც სააკაშვილის მიმართ ჩემს მიერ წაყენებულ ბრალდებებს შეისწავლიდა. დილით შევიტყვე, რომ გემები ფოთიდან მაინც გავიდნენ… დავურეკე შევარდნაძის მისაღებში… ყურმილი აიღო ქალბატონმა ცისანა ჩიხლაძემ, რომელმაც მითხრა, ნატონი ედუარდი ნატო ონიანის ორშაბათის ინტერვიუს ჩასაწერად ემზადებაო! მე ვუთხარი, ბატონ ედუარდს გადაეცით, გემები ფოთიდან უკვე გავიდნენ-მეთქი. შევარდნაძემ გააჩერა გადაცემა და დამელაპარაკა… გემები გზაშია და თუ თქვენ პრეზიდენტი ხართ, მოხსენით მინისტრები, რომლებმაც თქვენი ბრძანება არ შეასრულეს -მეთქი/ შევარდნაძემ არავინ გადააყენა…
დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი – პარლამენტის ყოფილი და ახლანდელი თავმჯდომარები, შევარდნაძის აპარატში თხუნელებად მუშაობდნენ! გაიძახიან – შევარდნაძის კადრები არ გვინდაო, და ამ დროს, შევარდნაძის თხუნელები დაასვეს ხალხს თავზე!
– ან ერთი, ან მეორე იქ რას აკეთებდნენ?
– ხომ გეუბნებით, თხუნელებად მუშაობდნენ! ბაქრაძე, როგორც ვიცი, ორშაბათის რადიოინტერვიუების ტექტებს უწერდა შევარდნაძეს. რატომ არ ინტერესდება ვინმე 2003 წლის 24 ნოემბრის ტელეარქტვით, როცა ივანოვი ჩამოვიდა საქართველოში? ინტერვიუებს იძლევიან ჟვანია, სააკაშვილი და ბურჯანაძე. ინტერვიუში სააკაშვილი ამბობს – ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ყველაფრის საქმის ყურშიო. ახლა გეტყვით ერთ საინტერესო ფაქტს, მაგრამ პიროვნების გვარსა და სახელს არ დაგისახელებთ. ეს პიროვნება არისგავლენიანი კაცი, ორმელიც არც შევარდნაძემ გამოიყენა, არც სააკაშვილმა და არც თვითონ აქვს სურვილი მართვაში მონაწილეობის მიღების! არადა მართვის და პოლიტიკის დიდი სპეციალისტია. ეს ქართველი კაცი შვიდ კაცთან ერთად იჯდა ლუჟკოვთან და დარეკა პუტინმა . ლუჟკოვმა პუტინს მოახსენა, ჩემთან ეს და ეს ხალხი ზისო! პუტინმა უთხრა, არა უშავს… საქართველოში ახალგაზდა კაცი მოვიდა, მას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, ივანოვმა ძალიან კარგი პროცესები დაასრულა , ახლა საჭიროა, თქვენი ჩარევა, აბაშიძის საკითხი უნდა გადავწყვიტოთო! გადაწყვიტეს კიდეც და სააკაშვილს ასლან აბაშიძის მოედანი გაუნთავისუფლეს . ეს ყველაფერი მე ვიცი იმ ძალიან გავლენიანი ქართველისაგან, რომელიც ლუჟკოვის კაბინეტში იმყოფევოდა…
– ვიცი, თქვენ ემზარ კვიციანის შესახებ საგანგევო განცხადების გაკეთებას აპირებთ. ემზარ კვიციანი გმირია თუ ბანდიტი?
– ამ საქმეში, რისთვისაც კვიციანს სჯიან, პატიმრობა კი არა, ჯილდო ეკუთვნის. მაგრამ
როცა დასაჭერი იყო, თავს ევრლებოდნენ. და აპარპაშებდნენ. ემზარ კვიციანი არის პიროვნება, რომელმაც სააკაშვილისა და ტარიელ ონიანის დიდი დამეგობრება შეძლო. „ვარდების რევოლუციის“ მეორე დღეს საქართველოში შეცვლილი გვარსახელით ჩამოვიდა ორი პიროვნება – ბერეზოვსკი და ტარიელ ონიანი. ცნობილი კანონიერი ქურდის , ხაჩიძის აგარაკზე ერთმანეთს შეხვდნენ ტარიელ ონიანი, მიხეილ სააკაშვილი, ემზარ კვიციანი და თემურ ალასანია, რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარი იყო. ბერეზოვსკი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა… გადაწყდა, რომ კვიციანს გუბერნატორობას შეუნარჩუნებდნენ. სააკაშვილი იმის შემდეგ შეშინდა რაც ონიანს ევროპაში დევნა დაუწყეს და ონიანთან კავშირი გაწყვიტა. სწორედ ამას მოჰყვა კვიციანთან დაპირისპირებაც. ასე რომ, ტარიელ ონიანის პიროვნება გადამწყვეტი იყო და არის სააკაშვილისა და კვიციანის ურთიერთობაში. ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ რუსეთმა და სააკაშვილმა ერთდროულად შეცვალეს ტარიელ ონიანის მიმართ დამოკიდებულება.
– ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების თემას დავუბრუნდეთ. არის თუ არა ქვეყნის ხსნა ვადამდელ არჩევნებში?
–
კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ირაკლი ალასანია, რესპუბლიკელები და გიორგი მარგველაშვილი ერთ პოლიტიკურ ძალად დაწყვილდებიან! თუ ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებულდა პატიოსან ხალხზე არ გააკეთა ორიენტაცია, ის დამთავრებულია!
რაც შეეხება ვადადელ არჩევნებს, ეს ირაკლი ღარიბაშვილისათვის ერთადერთი
გამოსავალია, რათა გადარჩეს „ქართული ოცნების“ გარკვეული ნაწილი დაგადარჩეს ბიძინა ივანიშვილიც!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე


