„სახელისუფლებო ბანდიტიზმი, გაუფასურებული ფული, თუ ორთავე ერთად?! ( სტენოგრაფიული ჩანაწერი)

1410888687_1410551521_1401359008_1398850581_1355814461_temur-shashiashvili

დღევანდელი თქვენთან  შეხვედრის თემაა:

მინდა მანამდე რამდენიმე რამეზე გავამახვილო თქვენი ყურადღება და თქვენი პოზიციაც  საინტერესო იქნება. რადგან არის საშუალება ჟურნალისტების შემწეობით ხალხმა გაიგოს ჩვენი პოზიციები და ან დაგვეთანხმებიან, ან შეგვეწინააღმდეგებიან.

ზოგადი დასკვნებიდან პირველი ჩემი დასკვნა ასეთია: –  „ნაციონალური მოძრაობა „ თავხედობის პიკზეა. დადასტურდა, რომ არც ხელისუფლებას და არც ნაცების უცხოელ პატრონებს არ აწყობდათ და არ აწყობთ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება.  ხელსიუფლებაში ასეთი ორი ძალის არსებობა, პირდაპირ უნდა ვთქვა, ბედნიერებაა უცხოელი პატრონებისთვისაც, ერთმანეთისთვისაც , ხოლო  უბედურებაა ქვეყნისა და ხალხისათვის.

–  დრო ადასტურებს, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ბიზნეს-ინტერესების მქონე პიროვნებათა ყოფნა დამანგრეველია ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტისათვის, ეკონომიკისათვის, ებრძვის დემოკრატიას, აძლიერებს კლანურობას, ისედაც შეშინებულ ბიზნესს კიდევ უფრო უძლურს და უმოქმედოს ხდის, ბიზნესს აცილებს ეროვნულ ინტერესს.

–  კატასტროფულია, რომ ქვეყანაში პოლიტიკა და კაპიტალი ერთი კაცის ხელშია, ჩვენ პრაქტიკულად გავხდით ამ პიროვნების ბიზნესის მძევალი.  მისი ბიზნესის გადარჩენას ეწირება ქართული ეროვნული ინტერესი. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესის მძევალი ვართ ჩვენ.

ძალიან  მძიმედ ვამბობ, მაგრამ ვთვლი რომ რეალობაა, რომ   დასრულდა ხელისუფლების ყველა დონეზე, ადგილობრივის ჩათვლით, ხელისუფლებაში იმ ადამიანების მოსვლა, რომლებიც სანდონი არიან „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და სოროსული სტრუქტურებისათვის.  პირდაპირ ვთქვათ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას თითქმის ყველგან, ამ ტიპის ადამიანები, ან ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები მოაჯდნენ თავზე. ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში საქართველო პირველია, სადავ თავისუფლების ინსტიტუტისა და სოროსის კადრები ქვეყანას დაასვეს თავზე, დიდ ქალაქებშიც და რეგიონებშიც. ხელისუფლების სათავეში, დაწყებული თბილისიდან სხვა დიდ ქალაქებშიც არიან სოროსის და თავისუფლების ინსტიტუტის კადრები.

ვულოცავ ბატონი ვანიშვილს რომ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო სააკაშვილმა სოროსული კადრები დაასვა თავზე ქვეყანას. ასეთი სიძულვილი ეროვნული კადრების მიმართ როგორც ივანიშვილს ჰქონდა, არ მახსოვს. მსგავსი ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს იგივეს აგრძელებს ივანიშვილი და მთავრობა.

მძიმე რამეს ვიტყვი/ მთავარია არა ის, რომ ცუდად  ვცხოვრობთ საქართველოში დაგეგმილია, რომ ხალხმა ცუდად იცხოვროს. ხალხი ისე დააუძლურეს, რომ ქვეყნის ინტერესებზე კი არ ფიქრობს არამედ პური არსობისაზე. ასეთ დღეშია 90% მოსახლეობის,

საქართველოში დაგეგმილია, რომ ხალხმა ცუდად იცხოვროს. ხალხი ისე დააუძლურეს, რომ ქვეყნის ინტერესებზე კი არ ფიქრობს არამედ პური არსობისაზე. ასეთ დღეშია 90% მოსახლეობის,

ყოველგვარი დამატებითი რესურსების გარეშე სახვა კადრებით,  მინიმუმ  10-ჯერ მეტისგაკეთება შეიძლება, ვიდრე ეს ხელისუფლება აკეთებს. ოღონდ უნდა იყვნენ წესიერები კვალიფიციურები და უარი უნდა თქვან თავიანთი ოჯახის წევრებზე და მეგობრებზე პრინციპებზე, რაც მოქკავშირს და ნაცმოძრაობას ჰქონდა როცა კადრებს ეძებდნენ სანათესაოსა და სამეგობროში. .

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ ლიბერალური ეკონომიკის შექმნის მიზნით მოვიდა ყველა მთავრობა, მივიღეთ კლანური ეკონომიკა.  ეს დაიწყო 90 წლებში და პიკს მიაღწია  დღეს.. ის დაპირისპირებები  რაც სახელისუფლებო წრეებშია და გარეთ ჩანს ხან კი არ ჩანს სწორედ ბიზნესების და სფეროების გადანაწილებასთანაა დაკავშირებული. ხელისუფლება შეიცვალამ მაგრამ არ შეცვლილა პატრინი და ნაცვლად სისტემური ცვლილებებისა მივიღეთ ნაცევბის ანტისახელმწიფოებრივი მმართველობის გაგრძელება.

 

მარტივი მაგალითი საქართველოში ქრთამს აძლევენ ჩინოვნიკს, იმისათვის,რომ ქრთამი არ აიღოს. ეს არის უნიკალური შემთხვევა. საქართველოში მინისტრს აძლევენ ხელფასის და დანამატის სახით 10-15 20 ათასს, რათა მან ქრთამი არ აიღოს.  მე არ ვიცი, სად შეძლებდა იგივე მინისტრი ამხელა ქრთამის აღებას? ამას ეძახიან წესრიგს და დისციპლინას.

გვიქმნიან ილუზიას, რომ იცვლება ხელისუფლება, სინამდვილეში კი არაფერი არ იცვლება. მსოფლმხედველობა არის ერთი და იგივე. ხელისუფლებაში არ მოდიან არავითარი პარტიები მოდიან და რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ატარებენ „თავისუფლების ინსტიტუტის: იდეოლოგიას. მათ არ  გააჩნიათ არც იდეოლოგია, არც ეროვნულობა, ისინი მიეკუთვნებიან ავანტუსისტულ სექტებს. „ნაცმოძრაობა“ ჩემთვის არის სექტა, რდგან  ის შეკრულია სექტის პრინციპებით  და ამის გამოა რომ ძალიან ბევრია დამიანი რჩება ამ მოძრაობაში,რ ომელმაც საკუთარ ხალხს მოუწყო გენოციდი

დღევანდელი სიტუაციის შეფასება არის ასეთი: ქვეყნის შეურაცხმყოფელი საკადრო პოლირიკაა ქვეყანაში. ბატონი  ღარიბაშვოლი ამბობს რომ სანთლით ეძებს კვალიფიციურ კადრებს. ადრეც მითქვამს და ვიმეორებ, ან ცუდად ეძებს ან იქ არ ეძებს, სადაც უნდა  ეძებოს. საკუთარ ნათესავებში და პირადი ერთგულებით როცა არჩევ კადრებს, მაშინ შედეგი არის ასეთი… ’ იაპონიაში არის ასეთი პრინციპი მაგინეთ და მლანძღეთ, ოღონდ აკეთეთ საქმე. საქართველოში ყველაფერი პირიქითაა: ოღონ დ ნუ გამლანძღავთ და თუ გინდათ სამსახურში ნუ ივლით. კიდევ ძლიერი ყოფილა ქვეყანა რომ ამას უძლებს.

საქართველო უდიდესი პოტენციალის ქვეყანაა და გაუგებარია რატომ გვამადლიან იმ  მცირედსაც, რასაც აკეთებენ.

კიდევ ერთი შეფასება დღევანდელო სიტუაციისა:  ხელისუფლება დღეს ფიქრობს არა ქვეყნის გადარჩენაზე, არამედ საკუთარი და მისიგარემოცვის კეთილდღეობაზე და ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ეს ხდება   დალესი – ბზეჟინსკის სცენარით. წარმოუდგენელია ადამიანი ამართლებდეს ხელფასების და დანამატების ზრდას.  ამ დროს კი პენსიონერს კი ამადლიან 10 ლარს. ამას რომ ვიტანთ ქვეყანაში, ვაღიარებთ რომ ვართ მონური ფსიქოლოგიის ადამიანები.

მრჩება შთაბეჭდილება რომ ხელისუფლების უდიდესი ნაწილი არ ფლობს სიტუაციას, როგორ ცხოვრობს ხალხი. ბიოგრაფიებს თუ გაეცნობით ნახავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან მდიდარი ოჯახებიდან არიან, საქართველოდან გავიდნენ და არც იციან რა არის მძიმე ცხოვრება, ან საბჭოთა  კავშირის დაშლის პერიოდში გავიდნენ ქვეყნიდან, იცხოვრეს უცხოეთში, იქ არასამთავრობო ორგანიზაციებში იმუშავეს და იქაური მასონური წრეების პატრონაჟით დაბრუნდნენ საქართველოში. ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ ცხოვრობს ხალხი საქართველოში, არ იცოდნენ ხალხის მდგომარეობა სააკაშვილის დროს, მაგრამ მან ის მაინც მოახერხა, რომ ბუტაფორიულ პროპაგანდისტური ქვეყანა შექმნა. დღეს აღარც ესაა… მდიდართა ოჯახებში გაზრდილი გაზულუქებული ადამიანები დაგვაჯდნენ თავზე დღეს.

პრემიერი ამვობს რომ საქართველო უნდა გათავისუფლდეს ნაგვისგან. მე არ ვიცი რას გულისხმობს ის ნაგავში, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო უნდა განთავისუფლდეს ყალბისგან.

დღეს ჩვენ  გვყავს სუსტი პრემიერი, არა პიროვნულად არამედ მდგომარეობით. ერთი მინისტრიც რომ შეიცვალოს, მთავრობა იქნება შესაცვლელა. რეალურად  პრემიერი არის სისტემით შესუსტებული. წყნარი მინისტრები, კი სარგებლობენ ამით და  არიან გაძლიერებული. წყნარ მინისტრებთან არის უსაქმურობა , საქვეყნო არაფერი კეთდება.

ვინმეს ჯერა, რომ ქვეყანაში გვყავს ღარიბი ხელისუფალი,ღარიბი მინისტრი და გუბერნატორი, ? – ვინმეს სჯერა,რომ მარგველაშვილზე უკეთესი პრეზიდენტი,ღარიბაშვილზე უკეთესი პრემიერ-მინისტრი,უსუფაშვილზე უკეთესი პარლამენტის თავჯდომარე,კალაძეზე უკეთესი ვიცე-პრემიერი ,გაგრძელება შეიძლება-რომ არ იძებნება საქართველოში? მე არ მჯერა. ვინმეს სჯერა რომ ენერგეტიკაში არაა მაფია? მე არ მჯერა ალბათ იმათ სჯერათ ვინც ამ მაფიის წევრია და თავად ივანიშვილს, მხოლოდ მეხოტბეებს.

მწარედ ვიტყვი:საქართველოში არ ვიცი ხელისუფალი, რომელიც იმ სკამზე ზის,რომელსაც იმსახურებს.. როგორ შეიძლება ის ქვეყანა წავიდეს წინ, იმ ქვეყანაში იყოს მშვიდობა,სადაც ხელისუფლებაში ყველა სხვის სკამზე ზის,ან სადაც თანამდებობაზე მხოლოდ პირადი ერთგულებით ინიშნებიან. ყველაფერი ამის შემომქმედი ბიძინა ივანიშვილია,რომელიც ყველა მის გამოსვლაში ჭკუას გვასწავლის, გვმოძღვრავს….

საერთოდ,ყოფილ საბჭოთა კავშირში დიდი ნიჭი ფულის შოვნას კი არ სჭირდებოდა, არამედ იმას,რომ დარჩენილიყავი ზნეობრივ კაცად,მიგეღო ღირსეული განათლება.

ჭიათურის მარგანეცსა და ზესტაფონის ფეროშენადნობებზე გამდიდრდა საქართველოს ფულიანთა დიდი ნაწილი. მე გუბერნატორი ვიყავი და შემეძლო მათზე მდიდარი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე არა იმიტომ, რომ არ ვიცოდი, ან არ შემეძლო,არამედ,იმიტომ რომ ეს უკანონობა იქნებოდა. ამ თემაზე მომავალში შემიძლია ვისაუბრო, მდიდრები რომ არიან მათ უნდა ვუთხრა, თქვენი სიმდიდრე    თქვენი კი არა თქვენი სქელი შუბლის დამსახურებაა. მდიდრებმა დაღუპეს ქვეყანა. ხალხს მინდა მივმართო;  თავი დაანებეთ მდიდრებს, მათ მიერ გადარჩენილი ქვეყანა არ არსებობს. დაღუპვით კი ბევრი ქვეყანა დაღუპეს.

ბატონ ივანიშვილს მინდა მივმართო: სირცხვილის გრძნობა ხომ უნდა გქონდეთ სააკაშვილთან რომ იდექით,აფინანსებდით…  გაჩერდით მაინც, ნუ გვმოძღვრავთ ,დიახ, ნუ მოგვძღვრავთ…ესეც არ გვაკმარეთ, ვერ იტანთ იმ ადამიანებს,ვინც არ იდგა სააკაშვილთან….   ხელისუფალთ დრო ასამართლებს! დრო თქვენ გაგასამართლებთ!

ბევრია ხელისუფლებაში ადამიანი, ვინც იცის,რ ომ  ივანიშვილის ფულით  ქვეყანა ვერ გადარჩენბა მაგრამ ხმას არ იღებს,  რადგან სკამს დაკარგავს.  ამის თქმას დღეს აქვს ძალა, თორემ 5 წლის შემდეგ იმის აღიარებას, რომ მდიდარი კაცის ხელში ქვეყანა უფრო მძიმე მდგომარეობნაში ჩავარდა, არანაირი ძალა  არ ექნება.

როცა ვსაუბრობ სახელისუფლო ბანდიტიზმე, ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. მაგალითად იმერეთში ორი წლის განმავლობაში დახარჯეს 2 მილიარდი. ძირითადში კეთილმოწყობაზე,  გზებზე და ა.შ.  რაშიც მოქკავშირს ვთხოვდი 25 მილიონს და არ მაძლევდნენ, იმდენიც კი ვერ შეძლეს და დახარჯეს 2 მილიარდი. დავით აღმაშენებლის ძეგლის რეკონსტრუქცია დაჯდა უფრო იაფი, ვიდრე მისი გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე.  როცა შემოიყვანეს თავისი ნაცნობი უცხოური კომპანიები და აკეთებინებენ წყალსადენს, იმაზე 23 – 25 მილიონით იაფი დაიხარჯებოდა სამუშაოებისთვის. მთელს მსოფლიოში ნაგავსაყრელებისთვის ფულს ხარჯავენ, საქართველოში კი იქით ვაძლევთ ფულს . ეს არის ფულის გათეთრების გზა, ხალხმა არ იცის მისი ფული როგორ იხარჯება. 2 მილიარდი რისთვისაც დაიხარჯა, პატიოსანი ხალხის ხელში იმის გაკეთება შეილებოდა 20-30 მილიონით . რეალურად ხალხის ფული იფლანგება,  ქვეყანა ინგრევა და ხელისუფლება კი ამბობდ ,. ხალხს ანგარიში ჩავაბარეო.

ჩვენ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გავაკეთეთ პირველი განცხადება ხელისუფლების მიერ 2 წლისთავზე ანგარიშის ჩაბარების თაობაზე.  მართალია, პრემიერმა ჩააბარა ანგარიში, მაგრამ ეს უფრო ქვეყანაში რეალური მდგომარეობის იდეალიზაციას წარმოადგენდა. მან თქვა რომ იდეალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ , მინისტრებმაც გამოხატეს აღფრთოვანება,  მაგრამ როგორია ხალხის შეხედულება.  ხალხიც ასევე აღფრთოვანებულია ქვეყანაში შექმნილი ვითარებით?

ჩვენ მოვითოხვთ, რომ დაიწყოს ანგარიშის ჩაბარება რეგიონებში.

პირველი ანგარიში იმერეთში ჩააბარეს… დღეს იმერეთში ხელისუფლება რამდენსაც იღებს ხელფას ს და პრემიებს, იმდენი იყო სულ იმერეთის ბიუჯეტი . მინდა მივმართო იმერეთის მოსახლეობას და ვკითხო, ასეთ პირობებში 100 ჯერ და 200 -ჯერ უკეთ ცხოვრობთ?

ხელისუფლებას მივმართავთ: ანგარიშის ჩაბარების დროს რეგიონებში წინასწარ გამოაცხადეთ დრო და ადგილი  და გააკეთეთ ღია დასწრება. ჩვენ გთავაზობთ, ბატონო პრემიერო,  გავაკეთებთ თანამოხსენებას, ჩვენ გუნდი რომელიც რომელსაც ქვია „ჩააბარეთ ანგარიში ხალხს“, გამოვა თანამოხსენებით და გავაკეთებთ ანალიზს, რა გააკეთა ხელისუფგლებამ. ხალხი დაინახავს რეალურად სწორად მოქმედებდით თუ არა.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ  ანგარიშის ჩაბარების თარიღი იყოს გამოქვეყნებული პრესაში და დასწრება იყოს თავისუფალი და არა იმ ხალხის თანდასწრებით, ვინც თავადაა კორუფციაში ჩაფლული . მოტაშეებით რომ ხართ გარემოცული, იმიტომაა საქმე ცუდად. გამოაქვეყნოთ რეგიონების მიხედვით, რომელი ობიექტი რა დაგიჯდათ. მარტო იმერეთის მაგალითზე ვიტყვი: ლტოილვილისთვის სახლის შეკეთებაში 4-5 ჯერ მეტია დახარჯული ვიდრე შეიძლებოდა იმ თანხით ბინების ყიდვა…

მეტიც შეიძლება ამ თემაზე საუბარი. ბატონ პრემიერს მივმართავ  თუ თქვენ ებრძვით კორუფციას ამ თემაზე რომ ვისაუბროთ. ჩემი თვითმიზანმი არ არის თქვენთან შეხვედრა, მაგრამ თუ არის სურვილი მზად ვარ მოვიდე და კონკრეტული მაგალითებით ვისაუბრო, თქვენ თქვენი მაგალითები მოგვიყვანეთ. ხალხმა განსაჯოს ეს უნდა ოიტყოს თავისუფალიდასწრებით.მე ასეთი ანგარიშების მომხრევარ . გააკეთებთ ამას, მოიგებს საქარტველო, მოიგებთ თქვენც. დღეს კი რეალურად ბოიჰეტი როგორც იხარჯება, ჩვენ ან სახელმწიფო ბანდიტიზმი გვაქვს , ან კი ფულმა ძალა დაკარგა. ეს კი აშკარად ჩანს /. ფული ძალას კარგავს იმის გამო რომ ერტი ლარის საქმეს აკეთებს 100 ლარი, ერთი ლარის საქმეს უნდა აკეთებდეს 1 ლარი. ასე იყო ნაცმოძრაობის დროს, და დღესაც ასეა, ამიტომ უფასურდება ფული. ქართული ფულის ძლიერება ეცემა და უფრო ძლეირდება ისინი, ვისაც აქვს დოლარები, ისინი კუდებ უფრო გამდიდრდნენ . ამას ქვია სახელმწიფო ბანდიტიზმი.

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *