თემურ შაშიაშვილი: მონური მორჩილების ეს გზა დამღუპველია საქართველოსთვის!

 

++shashiashvili_teimuraz“თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი გამოეხმაურა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლისმ ჟოაო სუარესის მიმართვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი, სადაც ის შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მისი სიტყვებით  “შერჩევითი  მართლმსაჯულების გამო”.

“თეთრების” ლიდერი დაუშვებლად მიიჩნევს მსგავსი სახის განცხადებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამას ქვეყნისადმი უპატივცემულობად აღიქვამს.

“ჩვენ ვერც კი ვგრძნობთ,რა რთული პროცესია დაწყებული საქართველოს მიმართ….მშვიდად ვუყურებთ იმას,რომ “ჩვენი მეგობრების “შეფასებები სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციას,განწყობას,რეალურ მდგომარეობას.ევროპული სტრუქტურები თვლიან,რომ საქართველოში სააკაშვილისა და “ნაცების” მმართველობის პერიოში ქვეყანაში დიდი დემოკრატიული და ეკონომიკური პროგრესი იყო,ხალხის სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა,მაშინ,როცა მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა,მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თვლის,რომ ეკონომიკა მიწასთან გასწორდა,დამყარდა ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმი,მოსახლეობას გენოციდი მოუწყვეს…მეტის მოთმენა შეუძლებელია….ბუტაფორიულ-პროპაგანდისთული ანტიქართული სახელმწიფოს იდეოლოგი “ნაციონალური მოძრაობა”უნდა გასამართლდეს და გადავხედოთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხსაც,რომლებიც სააკაშვილისა და “ნაცების”დაცვის მხარედ იქცნენ სხვადასხვა ფორმითა და მეთოდებით.

ჩვენ გვჭირდება მეგობრები და არა მეგობრების მანტიაში შეფუთული მტრები!”

სამწუხაროა, რომ საქართველოში პოლიტიკოსები ვერ ბედავენ, პირდაპირ ვამბობ და ვიმეორებ, ვერ ბედავენ პრინციპული კომენტარი გაუკეთონ საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკის წარმომადგენელთა იმ გამონათქვამების რომლებიც აშკარად ტენდენციურია საქართველოს მიმართ.  გასაგებია, რატომ. ქართულ პოლიტიკაში წინ ვერ წახვალ. თუ ამერიკის და ევროპის პოლიტიკური სტრუქტურები არ გიჭერენ მხარს, სამარცხვინოა ასეთი ქმედება დამოუკიდებელი ქვეყმისათვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ქვეყანაში სკამის პოლიტიკოსევბი სჭარბობენ მონური ფსიქოლოგიის . ამის კონკრეტული მაგალითი არის თუნდაც ასეთი ფაქტი: მთელი მსოფლიო შეძრა ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურთან დაკავშირებულმა ადამიანთა წამების ფაქტებმა. მსოფლიოს 41 სახელმწიფოში აშშ საელჩოების განსაკუთრებული დაცვა იყო, რომ არ დაერბიათ. თვით აშშ მოსახლეობაა შეძრწუნებული ამ ფაქტებისგამო, საქართველოში – სრული სიჩუმე. რატომ? მონობა გვირჩევნია, არ ვაწყენინოთ აშშ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს. ,

მონური მორჩილების ეს გზა დამღუპველია საქართველოსთვის. მართლაც მოქმედების დროა, რომ გადავარჩინოთ ქვეყნის მომავალი.” –  -ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.

 

პარტია “თეთრების” პრესცენტრი

12.12.2014წ

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *