,გაუნათლებელ ხელისუფალს 60-70 ჯერ მეტი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან,ვიდრე მეცნიერს,განათლებულ ადამიანს

 

„მეცნიერი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ფინანსურად, არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ ოჯახი მშიერი დარჩეს და რასაკვირველია, უნდა ქონდეს ტექნიკური აღჭურვილობა და ლიტერატურა, აი ეს ქმნის მეცნიერს“,

10849957_803640536360586_5289549770018119778_n

”საქართველო მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება არის 350 ათასი ლარი. მე სხვადასხვა დროს მომიწია მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში,  სტენფორდის,  ჰარვავრდის,  პენსილვანიის და სხვა რომელთა ბიუჯეტი თითქმის საქართველოს მთლიან ბიუჯეტს უტოლდება, ხოლო მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფინანსება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტზე უფრო დიდია,  იქ მეცნეირება, თავისუფალი აზროვნება ძალიან მაღალ დონეზეა, მეცნიერი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ფინანსურად, არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ ოჯახი მშიერი დარჩეს და რასაკვირველია, უნდა ქონდეს ტექნიკური აღჭურვილობა და ლიტერატურა, აი ეს ქმნის მეცნიერს. ჩვენს უნივერსიტეტებში ძირითადი პრობლემა არის სწავლება, რომელიც არც თუ ისე კარგ დონეზეა. რა უნდა მოთხოვო მეცნიერს, რომელსაც მხოლოდ 200 ლარი აქვს ხელფასი?! ” –

მეცნიერებათა აკადემიის  პრეზიდენტის განცხადებას კომენტარი გაუკეთა “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა: 

“სამაგიეროდ ხელისუფლებაშია მაღალი ხელფასები….უბედურების სათავე SUC50324-1სწორედ ეს არის…სახელისუფლებო სახლებში დამლაგებელს აქვს 3-4-ჯერ მეტი ხელფასი,ვიდრე სამეცნიერო ლაბორატორიებსა და სამეცნიერო სახლებში მეცნიერებს.კიდევ მეტი,გაუნათლებელ ხელისუფალს 60-70 ჯერ მეტი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან,ვიდრე მეცნიერს,განათლებულ ადამიანს.” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “თეთრების” ლიდერი. 

“თეთრების” პრესცენტრი

12.12.2014

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *