(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: ქვეყანა, რომელიც გელათსა და საყდრისს ვერ მოუვლის, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს!

გელათის კარიბჭესთან ირანელებმა მიწა იყიდეს და სასტუმროს აშენებენ

c99f63ca2330028cc8b3dfca5e1f628bიმერეთიდან სოფელი გელათიდან, პაატა ჯანგავაძემ საშინელი ამბავი გვამცნო – გელათის მონასტრის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ჯვრებს, ხატებსა და სხვადასხვა საეკლესიო დანიშნულების ნივთებს ყიდის, ირანელებმა იყიდეს, რომლებიც სასტუმროს აშენებას აპირებენო!

ხალხი ამის გამო აბუნტებული და აღრენილია და აქციების დაწყებას აპირებს, სანამ ვითარება გართულდება, ხელისუფლებამ დროზე მოგვხედოსო!

მსოფლიო ქრისტიანული ცივილიზაციის მანათობელი ბრილიანტი, გელათის მონასტერი, რომლის მშენებლობაც საქართველოს ყველა დროის სწორუპოვარმა და გმირთაგმირმა ხელმწიფემ, დავით აღმაშენებელმა 1106 წელს დაიწყო, ქართული სახელმწიფოს და  საეკლესიო მოღვაწეების მიერ იმთავითვე  შერაცხა და გამოცხადდა “სხვა ათინად და ახალ იერუსალიმად”.

გელათში დაკრძალულია დავით აღმაშენებელი.

1994 წელს გელათმა ბაგრატის ტაძართან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფურმა და აკვიატებულმა ექსპერიმენტებმა ბაგრატის ტაძარს ეს უნიკალური სტატუსი დააკარგვინა, როგორც ჩანს, ეხლა გელათის ჯერია!

f63c01ad53a7e69იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს,რომ დღევანდელი საქართველო არ არის არც გელათის, არც ბაგრატისა და არც საყდრისის ღირსი, ამიტომ ქვეყნის ტერიტორიებთან ერთად  მსოფლიო კულტურული მნიშვნელობის  უნიკალურ  ძეგლებსაც კარგავს.

– ბატონო თემურ, სოფელ გელათიდან თავზარდამცემი ამბავი მამცნეს – გელათის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე ირანელები სასტუმროს აშენებას აპირებენო. თქვენ ხომ არ იცით რაიმე ამის შესახებ?

– სამწუხაროდ, მეც იგივე ვიცი და გიდასტურებთ ამ ინფორმაციას…გადავამოწმე და მითხრეს, მართლაც გაუყიდიათ გელათის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორია.  სადაც   ქართველი მეწარმეები ხელით ნაკეთ ნივთებს ყიდიან არტურ ლაისტი და მარჯორი უორდროპი რომ ცოცხლები იყვნენ, რომელთაც ილია ჭავჭავაძე  „შორეულ თავისიანებს“ უწოდებდა, ჩვენს გვერდითდადგებოდნენ და ამ საშინელებას გააპროტესტებდნენ. მაგრამ მაკეინმა რა უნდა გააპროტესტოს, ან გვერდით როგორ უნდა დაგვიდგეს? ვატყობ, საქართველოში ისე უტევენ ყოველივე ეროვნულ სა და ტრადიციულს, აჯანყება მოხდება! გერმანელი მეცნიერები გვეხვეწებიან, საყდრისს რად ანგრებთ, ევროპის მასშტაბით ეს არის ოქროს საბადოების ყველაზე უძველესი მაღარო და ეგვიპტის პირამიდების ოქრო საყდრისის ოქროს იდენტურიაო, მაგრამ ისმენს ვინმე? ხომ ხედავთ, საყდრისს ისევ აფეთქებენ და რატომ გგონიათ, რომ გელათს ვინმე დაზოგავს?  თავიდან სააკაშვილი ფეხქვეშ იყო გაგებული კაგებეს გენერალ გენერალოვს,  რომელიც ცალცალი კალოშით მოსიარულე დაბალი რანგის კაგებეშნიკმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ შემოიყვანა საქართველოში. ტყიბულის მაღაროს, ზესტაფონის ფეროს, ტურისტულ ინფრასტრუქტურასმ ბანკებს, ბიზნესს დაპატრონებულნი არიან ბანდიტები. რომლებსაც სააკაშვილიც და დღევანდელი ხელისუფლებაც ფეხქვეშ ეგებიან!

რასაც ეხლა ვამბობ, ძალიან მწყდება გული, მაგრამ სააკაშვილის ბანდის და მისი ახალი ხელისუფლების იდელოგია, მოქმედება, სტილი, ტაქტიკა ბიზნესინტერესები თანხვედრილია,რასაც ეწირება გელათიც, საყდრისიც და მთელი საქართველოც. საერთოდ, დღევანდელი საქართველო გარედან მართვად პოლიტიკურ ძალებს ეწირება, რომლებიც ერთი ცენტრიდან იმართებიან.

– თქვენი ნებართვით, ისევ გელათის თემას მივუბრუნდები! ვინ გაყიდა მიწა და რა უფლებით, რა იცით ამის შესახებ?

– ფაქტი გადავამოწმე, რომელიც დამიდასტურეს და მოსალოდნელია დიდი ვნებათაღელვა. ვინ გაყიდამ, როგორ და რა ფასად, არ ვიცი,  მაგრამ მე მაოცებს ქუთაისის, თბილისის ინტელიგენციის სიჩუმე. ბატონი რეზო ჭეიშვილი მ,ართლაც დიდი მწერალი, როცა ქალაქის მერი და გუბერნატორი ვიყავი, განკითხვის დღეს მიწყობდა – უკრაინიდან რატომ არის ხორცი შემოტანილიო?! პასუხს მთხოვდნენ, კედელთან მაყენებდნენ… სადა ხართ. ხალხო რამ დაგაძინათ, ინტელიგენცია, საქართველოში, მითუმეტეს, ქუთაისში?! ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება – საქართველომ აუცილებლად უნდა გადახედოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის ბანდიტური დაჯგუფების დაცვის მხარედ იქცნენ.

– რას გულიხმობთ?

– მოგეხსენებათ, ამ რამდენიმე დღის წინ, ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სუარესმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, სადაც მან “შეშფოთება” გამოხატა ქვეყანაში შერჩევითი მართლმსაჯულების გამო და აღნიშნა, რომ ის, რაც სააკაშვილის და მისი მომხრეების მიმართ ხდება, არის დაუშვებელი! ვეკითხები საქართველოს – ესენი არიან ქართველი ხალხის მეგობრები? არა, ესენი გახლავან მეგობრების მანტიაში გახვეული მტრები! ქართველი პოლიტიკოსები ვერ ბედავენ ამ მტრების მხილებას, რაც არის სამარცხვინო და მონური მორჩილების უპირობო მაჩვენებელი. სააკაშვილი რომ მონა იყო და არის, ეს გასაგებია, მაგრამ, ბატონო ბიძინა, თქვენ რაღა დაგემართათ? ორმა ქვეყანამ, რომელთაგან ერთს 300 წლის ისტორია აქვს, მეორეს – 1000 წლის, შეჭამა მთელი მსოფლიო! რომელ პრესის თავისუფლებაზე და დემოკრატიაზეა ლაპარაკი, როცა ამ დღეებში ბანდიტმა კეზერაშვილმა, რომელიც სააკაშვილის კარისკაცი იყო და ცალცალი კალოშით მოვიდა ნაცმოძრაობაში, ერთერთი ცნობილი ქართული ტელეკომპანია შეიძინა.

– რომელი ტელეკომპანია?

– კაცს სახელმწიფო სამსახურის გარდა სხვა სამსახური არ ჰქონია და დღეს მის ბიზნესებს მილიარდიანი ბრუნვა აქვს წლის განმავლობაში! საიდან? დიახ, ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ ძალიან კომპეტენტურმა პირებმა მითხრეს, რომ კეზერაშვილმა იყიდა  ერთ ერთი მოქმედი ქართული ტელევიზია!

– “რუსთავი – 2” სააკაშვილისაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი – ეშმაკის,  “იმედი” პატარკაციშვილების , რომელი ტელევიზია იყიდა კეზერაშვილმა?

– მე არ ვაკონკრეტებ ტელეკომპანიის სახელწოდებასმ მაგრამ დააკვირდით და თავადმიხვდებით, რუსთავი 2 რომ დიდი ხანია, გაყიდულია, ამაზე აღარ ვლაპარაკობ! რომელიმე გადაცემა, ან ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსი ტელევიზიაში მიწვეული გინახავთ? სააკაშვილმა და მისმა ბანდამ გენოციდი მოუწყვეს ქართველ ხალხს და ვერ ხედავთ, ნაცების მიმართ როგორ არის შეცვლილი ტონი? ჩვენს საცოდავ და გულუბრყვილო ხალხს ეგონა, სააკაშვილს ამერიკა აგებინებდა პასუხს იმის გამო, რასაც პატიმრებს ციხეებში უკეთებდა და ამ დროს აღმოჩნდა, ბუშის პრეზიდენტობის დროს, ცეერუ უარესად აწამებდა და ტანჯავდა ხალხს საპყრობილეებში. სააკაშვილმა ეს იცოდა და ამიტომაც აკეთებდა ამ ყველაფერს.

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ წინასაარჩევნოდ, რესპუბლიკელთა ჩასაძირად, ახლაღა გამოამზეურა ეს კადრები და მთელი მსოფლიო ისე აღშფოთდა, 41 ქვეყანაში ამერიკის საელჩოებს სამხედროები იცავენ. ჩვენთან ამ ყველაფერს ჩქმალავენ, და ხმას არ იღებენ.  – ნაცებიც დუმან და “ოცნებაც” დუმს, ეს არის სამარცხვინო სიყუაცია. რა უნდა გაგვიკვირდეს ამის შემდეგ – გელათსა და საყდრისს დაიცავს ვინმე?

ქვეყანა, რომელიც გელათსა და საყდრისს ვერ მოუვლის, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *