მოქმედების დროა

 

 საახალწლო მილოცვა

10348446_10202800344022354_7211201961965997656_nსახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ორი წლის გზაშესაყარზე ფიქრობს ქვეყნაზე, მამულზე, ოჯახზე, ამქვეყნიურ ყოფაზე, ცდილობს დაეხმაროს გაჭირვებულსა და უპოვარს, მოინანიოს შეცდომები და ცოდვები.

რწმენის კაცისთვის ეს პერიოდი ზნეკეთილობით არის სავსე.

როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მეც და ჩემი მეგობრებიც „თეთრებში“ პურით და იმედებით ვხვდებით ახალ 2015 წელს…

ვისურვებდი, გვეცხოვრა ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოში. არა სკამებისათვის , საკუთარი კეთილდღეობისათვის ,  პარტიული მიზნებისათვის ბრძოლის, არამედ,  სწორედ ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოში.

ეროვნული იდეით გაერთიანებული საქართველო არის გზა ხსნისა, არის გზა თაობათა სანუკვარი ოცნებისა:

ისტორიულ საზღვრებში აღდგენილი და გაბრწყინებული საქართველო.

ისტორიულ საზღვრებში საქართველოს გამთლიანება და აყვავება შეუძლიათ სულით ხორცამდე  ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანებს,  პლანეტარულად მოაზროვნე პოლიტიკოსებსა და სამშობლოს ერთგულ პოლიტიკურ პარტიებს, მხოლოდ იმპარტიებსა და მხოლოდ იმ პოლიტიკოსებს, რომელნიც ქვეყნის გარედან არ იმართებიან.

ამისათვის საჭიროა ისეთი საზოგადოება, ისეთი ხელისუფლება, რომელიც დალეწავს პარტიულ საზღვრებს. რომელიც გააერთიანებს და არ დაანაწევრებს, რამეთუ ღმერთი ყოველთვის აერთიანებს.

 

ხელისუფალთა ქმედება დღემდე  ხალხს აცხოვრებს არსებობისათვის, მაშინ როცა ხელისუფლებაა ის, რომელიც თითოეულ პიროვნებას და მთელ ერს აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას. ასეთი უნდა იყოს ქვეყანა – ნიჭზე ორიენტირებული და ნიჭის რეალიზაციის მექანიზმებით სავსე.

სადაც ემოცია ჭარბობს, იქ აგრესიაა ძლიერი. სადაც გონება ჭარბობს, იქ ჰარმონიაა, იქ სიმშვიდეა, იქ ხელისუფალი ძლიერს კი არ ებრძვის, არამედ ეყრდნობა, მხარს უჭერს, გვერდით უდგას, ხოლო  სუსტს იცავს.

ოდითგან, საქართველოში ახალი წლის დადგომა ეს არის მიწის და ზეცის – ქართული მიწის და ქართული ზეცის ერთობა. ქართული სულებით სავსეა ზეცა და მათი ღირსნი უნდა ვიყოთ მიწაზე, რაც შეიძლება ვუახლოვდებოდეთ მათ სულიერად, ინტელექტუალურად, აზრობრივად…

სიკეთე და ძლიერება ჩვენს ქვეყანას!

ღრმად ვარ დარწმუნებული, დამდეგი წელი გახდება ქვეყნის გაერთიანებისათვის სრულიად ქართველთა და ყველა ეროვნების მამულიშვილთა ერთი მიზნით კონსოლიდაციის საწყისი წერტილიერთადღვთისაკენ; ერთადერის გაერთიანებისაკენ; ერთადსახელმწიფოს  ისტორიულ ფარგლებში აღდგენისა და გაბრწყინებისკენ!

ამ ურთულეს ეპოქაში, როცა ყოველდღურად ძლიერდება ბრძოლა არსებობისათვის,  როცა ვცილდებით  ეროვნულ იდეას, როცა სულ უფრო ძნელად ასახდენი ხდება ცხოვრება ქართულ ეპოქაში, როცა საქართველოს მოქალაქეები საკუთარი თავის რეალიზაციისთვის ვიბრძოლებთ. როცა ნიჭითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქვეყანაში, უნიჭობა ბატონობს,. როცა სიკეთე არნახულად გათითოკაცდა.

 სწორედ რომ მოქმედების დროა, მაგრამ ვისი და ვისთან ერთად?

მოქმედება უნდა დავიწყოთ შეკავშირებით იმ ადამიანებისა, რომელთაც გააცნობიერეს, რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა, არ შეიძლება 21-ე საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას.

ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ არაერთ დიდ მამულიშვილთან, უამრავ ქართულად მომართულ ადამიანთან ერთად, ხელი მოვაწერე „მოქმედების მანიფესტს“: „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“

მართლაც ბედნიერებაა, რომ სახელმწიფო კაცებმა ასეთი დიდი ქართული შემოძახილი გააკეთეს და ასევე თქვეს თაობათა ისტორიული სიმართლე: ქართული ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას, ვინაიდან ის თავისი არსით, შინაგანი ბუნებით შორს დგას, როგორც კოსმოპოლიტიზმის, ისე ვიწრო ეროვნულ ჩარჩოებში ჩაკეტილი ნაციონალიზმისაგან.

სწორედ რომ მოქმედების დროა, ასეთად უნდა ვაქციოთ 2015 წელი. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში მოვიყვანოთ საქართველოს მოსახლეობის მსახური, ეროვნული ცნობიერებით, დემოკრატიული ბუნებითა და რწმენით სავსე ხელისუფლება.

გავერთიანდეთ ეროვნული იდეით მომავლის საქართველოსათვის!

მოქმედების დროა!

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *