ქართველი ემიგრანტი: აქ უკვე გაძლებაზე ვართ ყველა ემიგრანტი.

 

emigrantebi“თეთრების” ლიდერმა ამ დღეებში მიიღო საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, სახელად გივი,  გულისტკივილით აღსავსე შეტყობინება:

“ბატონო თემურ !
პირველ რიგში მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს!
10 წელი გადმოხვეწილი ვარ და ამ ხნის მანძილზე არ მინახავს ჩემი 86 დედა რომელიც ყოველ საუბრის დროს ტირის მთხოვს ჩავიდე და ჩავეხუტო ჩემს დედას,რომელსაც მარტო მე ვყავარ.ასევე ჩემი შვილები და შვილიშვილები..რომლებიც პატარები დავტოვე და ეხლა ვეღარც ვცნობ.
ისმის კითხვა:
როდის გვეღირსება ჩვენს სახლში დაბრუნება არ ვიცი სანამ უნდა ვიყოთ აქ..
ყოველ წელს იმედი მაქვს
აა ამ წელს წავალ მაგრამ უარესისკენ მიდის საქართველო არაფერი იმედი არ არის.
პატიმარს მისჯილი აქვს და იცის მისი ვადა და მე ვერ გავიგე საამდე მაქვს მისჯილი ეს ჯოჯოხეთური ცხოვრება.
ცხოვრება ძალიან მოკლეა…. აქ უკვე გაძლებაზე ვართ ყველა ემიგრანტი. გვენატრება საქრთველო და ჩვენი ოჯახები.
ეხლა იმედი მაქვს კიდევ 2015 წლის. ღმერთმა ქნას
გაგვიმართლდეს იმედები.
ღმერთო….გააბწყინე ჩვენი საქართველო!” 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *