თემურ შაშიაშვილი: დღეს გონებით მოქმედების დროა და არა ემოციით!

 

get_img“თეთრების” ლიდერი ეხმაურება იური ვაზაგაშვილის შემზარავი მკვლელობის  ფაქტს.

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში თემურ შაშიაშვილი, რომლის ძმაც ამ დღეებში ენსხვერპლა  “ნაციონალების” სახელისუფლებო ტერორს, წერს:

“დღეს გონებით მოქმედების დროა და არა ემოციით!

ქვეყნისთვის ამ მეტად დრამატულ მომენტში- სახელმწიფო კაცების დროა და არა მყვირალა პოლიტიკოსების!

რაც გუშინ მოხდა, ძველის გაგრძელებაა…..გუშინ მებრძოლ და მოაზროვნე საქართველოს ესროლეს და ამით დიდი ნიშანი მოგვცეს!

თუ ჩვენ გმირი კაცის,იური ვაზაგაშვილის ამ ამაზრზენ, ქვეყნის ღირსების შემლახავ მკვლელობას მოვითმენთ, ლაჩრები და ცოცხლად მკვდრები ვიქნებით!
მოქმედების დროა!

მოქმედების, მაგრამ არა ემოციით, როგორც ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა, არამედ გონებით. ემოციით სკამებისათვის მებრძოლნი მოქმედებენ, გონებით-ქვეყანაზე მოფიქრალნი.ემოციით მოქმედება თავხედ პოლიტიკოსთა ასპარეზია…სამწუხაროდ, სწორედ მათ წაართვეს საქართველო ხალხს და მოაზროვნე ადამიანებს. საქართველოს მომავალი გონებასთან, მოაზროვნე ადამიანებთან არის დაკავშირებული და არა ხალხის ემოციით გაბელადებულებთან, ემოციური ფონის შემქმნელ მილიარდერ-მილიონერებთან, ან გარედან დაფინანსებულ მედროვეებთან!

დიდი დაფიქრების,საქვეყნო კაცების დროა და არა მყვირალა პოლიტიკოსების!

ასეთია ჩვენი პოზიცია ქვეყნისთვის უაღრესად დრამატულ მომენტში…”, – ნათქვამია “თეთრების” ლიდერის განცხადებაში.

პარტია თეთრების პრესცენტრი

21.01.2015წ

P.s. გამცხადება დაეგზავნა ყველა საინფორმაციო სააგენტოს

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *