(ასავალ დასავალი) თემურ შაშიაშვილი: საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე შანსი კიდევ დარჩა, თავისი უმძიმესი შეცდომები გამოასწოროს!”

 

DSC_1479ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ნაწილი არსებულ ხელისუფლებას უკანასკნელად უფიქსირებს კეთილ ნებას და თანამშრომლობისათვის “ქართული ერთობის დარბაზის” მიერ  შემუშავებულ “მოქმედების მანიფესტს” სთავაზობს, სადაც რიგგარეშე არჩევნების გამართვის აუცილებლობაზეც არის  გამახვილებული ყურადღება. გვესაუბრება დარბაზის წევრი, თემურ შაშიაშვილი:

გულით მინდა გამოძიების შედეგად დადგინდეს, რომ იური ვაზაგაშვილის ასეთი ცინიკური მკვლელობა ქართევლს არ ჩაუდენია./ სამწუხაროდ, საქართველო დღეს არ იმართება ქართულად. არ იმართება ქართველი ხალხის მიერ. ხელისუფლებაში მოკალათებულნი არიან არაქართული ცნობიერების და მენტალიტეტის ადამიანები. რომელთა უკანაც დასავლეთის რეაქციული ძალები დგანან.

უკვე მერამდენე ხელისუფლებაა,რომელიც სიტყვიერად ბოლშევიზმს ებრძვის, თუმცა ბოლშევიკურად მოქმედებს. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული  ბელადომანიის გავლენისაგან ვერ დაგვიღწევია თავი.

 – ახალ ხელისუფლებაშიც არიან ბელადომანები?

– ყველა პარტიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიეტმასნა, ბოლშევიკური აზროვნებისაა. რესპუბლიკელების ჩათვლით! ამ უკანასკნელებს რომ ჰკითხოთ,საბჭოთა სისტემის გადმონაშთებს ებრძვიან, არადა, ბელადტან რომ დადექით, და აღიარე უკვე ბოლშევიკი ხარ! ყველამ კარგად ვიცითმ ხელისუფლებაში მყოფი პარტიები ბიძინა ივანიშვილს არც განათლებულ ადამიანად აღიქვამდნენ და არც ავტორიტეტად, პატივსაც კი არ სცემდნენ მას.  უბრალოდ, მივიდნენ იქ, სადაც იყო ფულიანი და ბელადი! უბედურება იმაშია, რომ მარტო ბელადს მიტმასნილები კი არა, თვით ბელადებიც ბოლშევიკურად აზროვნებენ!

 – რას გულისხმობთ, ბატონო თემურ?

– ჩვენ ადრეც ვურჩიეთ ბატონ ბიძინას, დაევლო რაიონები და ის ხალხი წამოეწია, ვისაც პერიფერიებში ადგილობრივი მოსახლეობა პატივს სცემს. .. მან კი, მხოლოდ თავისი ახლობლებსა და მონური ფსიქოლოგიის კანდიდატებზე შეაჩერა არჩევანი. ასეთმა პოლიტიკამ განაპირობა, რომ საქართველოში წარმატებით დასრულდა “სოროსიზაციის” პროცესი. აქამდე ვერავინ გაბედა, გაეშიფრა, ვინ რა ფულს იღებს გარედან. მრავალი  ახალგაზრდული ორგანიზაცია ვიცი, ვინც ათეულმილიონიანი გარედან შემოსული დონაციით საზრდოობს, სანაცვლოდ, ეროვნულ იდეოლოგიას ებრძვის. ხელისუფლება კი, ამ ორგანიზაციებს ელოლიავება და მათ აზრებს ითვალისწინებს. საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე შანსი კიდევ დარჩა, თავისი უმძიმესი შეცდომები გამოასწოროს.

 – რა შეცდომები დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა?

– ის თავადაც აღიარებს, რომ შეეშალა  როცად აჯდა სააკაშვილთან, როცა მხარი დაუჭირა გიორგი მარგველაშვილს, ირაკლი ალასანიას… მე დავამატებ, რომ მას შეეშალა მინისტრების, ქალაქებისმერების, მმართველი გუნდის პარტიების შერჩევისას და თუ ამდენ შეცდომას უშვებ, პოლიტიკიდან უნდა წახვიდე! მეცნიერებაშიც, კულტურაშიც, პოლიტიკაშიც – უამრავი პერსპექტიული ადამიანია, რომელთაც ხელისუფლება ასპარეზს არ აძლევს, რადგან მხოლოდ მისდამი დამოკიდებულებისა და მლიქვნელობის მიხედვით არჩევს კადრებს! აი, ეს სისტემა უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ თუ გადარჩენა მართლაც გვსურს!

  – სამართლიანობის აღდგენაც სისტემის ცვლილებების პარალელურად უნდა მოხდეს?

– დიახ, ეს პროცესები ერთმანეთის სინქრონულად უნდა დაიწყოს. აგერ დღის წესრიგში დგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი და ხელისუფლება დგება არჩევანის წინაშე. კანდიდატები კვლავ საკუთარი წიაღიდან შეარჩიოს, თუ ხალხის ნება გაითვალისწინოს.

ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ პოსტზე ღირსეულ კანდიდატად მიიჩნევს გია მეფარიშვილს, რომელსაც შეუბღალავი რეპუტაცია გააჩნია, თანაც გამოცდილებით და ამ სფეროში ზედმიწევნით განსწავლულობით გამოირჩევა. რაც მთავარია, ის არის პრინციპული ადამიანი, რომელიც რეჟიმის ძალმომრეობის პირობებშიც იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ.

პირდაპირ გეტყვით, დანაშაულია გყავდეს გია მეფარიშვილის დონის სპეციალისტი და მისი რესურსი სახელმწიფოს სამსახურში არ გამოიყენო!  შეუწყნარებელი შეცდომა იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი შეეცდება ამ პოსტზე “თავისი კაცი” დანიშნოს. თუ მაინც ასე მოხსება, სასამართლო კვლავ პროკურატურის ტყვეობაში დარჩება. რაც გამორიცხავს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვკდრებას!

 – სისტემის შეცვლაზე ჩამოაგდეთ სიტყვა… შეგიძლიათ, ხელისუფლებას ურჩიოთ, როგორ მოახერხოს ამის გაკეთება?

– მიმდინარე წლის 9 თებერვალს, რუსთაველის თეატრში გაიმართება “ქართული ერთობის დარბაზის: კონგრესი, სადაც გაჟღერდება რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ქვეყნის მართვის სტილის შესაცვლელად და ამ კრიზისის დასაძლევად. ამ დარბაზში შედიან ქართველი ხალხის მიერ დაფასებული მოღვაწეები, რომლებსაც ერისადა მთავრობის წინაშე სიტყვა მართლაც ეთქმით: რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი  თოიძე თემურ გუგუშვილი არნოლდ გეგეჭკორი, ტარიელ ხერხელაირი, რომან რურუა, რამაზ ყურაშვილი და სხვები… მათ ხელისუფლებისათვის შეადგინეს მოქმედების მანიფესტი“. ეს არის ქართული სულისკვეთებით დაწერილი, ქვეყნის განვითარების გეგმა. და ხელისუფლება ვალდებულია ამ გეგმის პოსტულატებით იხელმძღვანელოს. საზოგადოება 9 თებერვალს, თვალსაჩინოდ დაინახავს, თუ რამხელა განსხვავებაა ამ მოღვაწეთა და თანამედროვე პოლიტიკოსების შეხედულებებს  შორის და მერე დაე, თავად გააკეთოს არჩევანი!

“მოქმედების მანიფესტი” – ეს არის ქართველი საზოგადოების მხრიდან უკანასკნელი კეთილიჟესტი, თანამშრომლობის უკანასკნელად გამოხატული სურვილი ხელისუფლების მიმართ და, იმედია, ხელისუფლება ამ უკანასკნელ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

ესაუბრა ზაზა დავითაია

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *