თემურ შაშიაშვილის პრესკონფერენცია: ცუდი დრო ხანგრძლივდება (ძირითადი თემები)

ტოტალური ძალადობა აზროვნებაზე

სახელმწიფო, სადაც საინფორმაციო სივრცე ნეგატივზეა ორიენტირებული  ვერ წავა წინ. მომავლის საქართველოზე და პოზიტივზე ორიენტირებული საინფორმაციო სივრცე უფრო საჭიროა დღეს, ვიდრე ის, როცა ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის.

მინდა პოზიტივზე ვიყო ორიენტირებული და მინდა ვთქვა  სწორედ აქ, რეპორტიორში. წარმოგიდგინოთ მოქმედების მანიფესტი: უფრო სრული, ღრმა და ანალიტიკური დოკუმენტი არ მინახავს.

ის არის მეცნიერების მიერ შედგენილი დოკუმენტი, მართალიც, ობიექტურიც და ამავე დროს მშვიდი, თბილი, აშკარად ჩანს,  რა განსხვავებაა პოლიტიკოსების მიერ შედგენილ დოკუმენტს,  და მეცნიერთა მიერ შედგენილ  დოკუმენტს შორის.  დოკუმენტი, რომლის შედგენაში მეც ვმონაწილეობდი, როგორც ჩანს.უკვე დიდი ხანია მოქმედებაშია.

ამ დღეებში გელათში შედგა ამ დოკუმენტის წარდგენა, რომელსაც ძალიან ცნობილი  ადამიანები ესწრებოდნენ. მისი ავტორები გახლავან: რეზოი ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი გივი თოიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რამაზ ყურაშვილი, იმარ მხეიძე ხარხელაური.  რომან რურუა , რამაზ ყურაშვილი…. ასეთმა ცნობილმა მოღვაწეებმა ასეთი დიდი განაცხადი გააკეთეს, მათ არ სურთ არც თანამდებობები…  ისინი მხოლოდ საქართველოს მომავალზე ფიქრობენ. მიწვეული საინფორმაციო საშუალებები, ტელევიზიები ინტერვიუებს იღებდნენ ჩინოვნიკებისგან, პოლიტიკოსებისგან მაგრამ არ დაინტერესებულან ამ მოღვაწეთა მოსაზრებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ეს არის ქვეყნის ტრაგედია, შევეცდები , ხალხს საინფორმაციო საშუალებების საშუალებებით მივაწოდო ის განწყობა, რომელიც გელათში იყო. და ორი სამი მომენტი გამოვყო,.იქ ითქვა ლიტერატურულად (იქ ძალიან ბევრი იყო მწერალი)რომ სატელევიზიო სივრცე უჭირავთ მყვირალა პოლიტიკოსებს და წუნკლად მოლაპარაკე ადამიანებს. ითქვა, რომ  საქართველოში  მოჩვენებითად ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან ის ტელევიზიები, რომელებიც თავად დაბალი დონის თურქულ სერიალებს და ძალადობაზე ორიენტირებულ ფილმებს  აჩვენებენ. ის ტელევიზები, რომელთა თოქშოუებიც ძალადობის დემონსტრაციაა. გამოჩენაც კი ზოგიერთი წამყვანის, უკვე აუდიტორიაზე, სრულიად საქართველოს მოსახლეობის აზროვნებაზე ძალადობაა.

 

იმათ დანგრეულს ესენი ვერ აშენებენ

ამ დანგრეულ ქვეყანაში, ძალადობის პროპაგანდა მიდის მეტნაკლებად ყურებად ტელევიზიებში. ნგრევაშიც არის რომანტიზმი და მოსახლეობას ეს იზიდავს. „რუსთავი 2“ „რომელიც ნაციონალების დროს  სულ იძახოდა, რომ ქვეყანა შენდება, დღეს იმის ძახილშია, რომ ქვეყანა დაინგრა.  ორად გაიყო  ქვეყანა ნაცები ამბობენ, რომ აშენებული ქვეყანა დაანგრია „ოცნებამ“, „ოცნება“ ამბობს რომ ქვეყანას აშენებს.

შეფასება, რომელიც მეცნიერებმა გააკეთეს და რომელსაც ვეთანხმები, ამტკიცებს, რომ მოქკავშირ-აღორძინებამ და მისმა მემკვიდრე „ნაცმოძრაობამ“ დააქციეს ქვეყანა, მაგრამ ვერ აშენებს „ოცნება“, რისი დიდი იმედი და განწყობა იყო,  ოცნებას არ სურს ამისი გაცნობიერება. ეს კეთილგანწყობით, პოზიტიურად მინდა ვთქვა. არ მინდა ვიყო ნეგატიურად განწყობილი, შესაძლოა ესეც არის ერთ ერთი მიზეზი,რომ არ მიწვევენ სხვადასხვა ტელევიზიებში სასაუბროდ, რადგან მე მხოლოდ კეთილგანწყობით გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებებს.

კონგრესზე ერთი  მნიშვნელოვანი რამ ითქვა: სამწუხაროა,რომ უცხოელ დიპლომატებს აინტერესებთ თავისუფლების ინსტიტუტის აზრი, მაგრამ არ აინტერესებთ მეცნიერენათა აკადემიის აზრი.

 

პოლიტიკოსის ეროვნული ღირსება

ამერიკის პრეზიდენტიც რომ ჩამოვიდეს და არ შეხვდეს მეცნიერებათა აკადემიას, მოღვაწეებს და შეხვდეს მხოლოდ პოლიტიკოსებს, მათ უნდა ეყოთ ქართველობა, კაცური ღირსება და უნდა თქვან რომ მე , პოლიტიკოსი კი არ ვარ საქართველო;, საქართველოა ხელოვნება, მეცნიერება კულტურა, განათლება…

კონგრესი გაიხსნა გელათში 8 თებერვალს, გრძელდება თბილისში 9 მარტს შოთა რუსთაველის თეატრში, და მერე გაგრძელდება საქართველოს ყველა რეგიონში. და 6 მაისს, გიორგობის დღეს სრულდება დათათბირება მოხდება ყველასთან . 9 მარტის შემდეგ, ილიასა და აკაკის ძეგლთან დაიწყება დოკუმენტზე ხელმოწერის პროცესი. ყველას შეეძლება ამ დოკუმენტზე ხელმოწერა. ამაყი ვარ რომ უკვე მოვაწერე ხელი ამ დოკუმენტს, რომელიც ამ დიდ პიროვნებების სახელთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, ბევრი შემოუერთდება ამ დოკუმენტს.

ბედნიერი ვარ, რომ შეიქმნა  ქართული განწყობის ტელევიზია,. „ქართული“.ზოგადად  ქართული კი ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას.

 

საქართველო – ეს არის მეცნიერება და კულტურა

ხმამაღლა ვამბობ, სააკაშვილი იყო კრემლის კაცი, რომელიც მოქმედებდა თავხედურად და დღეს ის ასევე თავხედურად მოქმედებს თეთრი სახლის სახელით. ამ თავხედებმა ძალიან ბევრი ვინმე აიყოლის, დაღუპეს , მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მათ დაღუპეს საქართველო. საქართველოსთვის არც კრემლის კაცია კარგი, არც თეთრი სახლის კაცი. საქართველოსთვის კარგია ქართველი ხალხის მსახური პოლიტიკოსი და განსაკუთრებით ის, ვინც მოაზროვნეა, ხელოცნებასშია, კულტურაშია. . ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხალხი  შემობრუნდეს ქვეყნის განწყობის გამომხატველი ადამიანებისკენ. ასეთი გამოსვლა ტელევიზიით არავის აწყობს,  ამ საკითხებზე სასაუბროდ არავინ მიგიწვევს ტელევიზიაში.  იქ საუბარია ვინ ვის ესროლა, მოკლა, მოიპარა…

 

ფსევდო და რეალური დასავლური ღირებულებები

მე არ ვიცი, რას ნიშნავს დასავლური ღირებულებები, მე ვიცი ცივილიზაციის სიკეთეები, ცივილიზაცია არ იწყება დასავლეთიდან. ცივილიზაციის სათავეებთან იდგა საქართველო, მე ვიცი ბიბლიური ფასეულობები, დიდი პატივისცემით ვარ დასავლეთის მიმართ, მაგრამ მივეკუთვნები  ადამიანთა ჯგუფს,რომლებიც თვლიან, რომ თავად დასავლეთში, გარკვეულმა პოლიტიკურმა, მასონურმა ჯგუფებმა დაამახინჯეს დასავლური ფასეულობები, ცივილიზაციის სიკეთეები. როცა ამერიკაში კანონით არის დაშვებული, რომ მამამ შვილი შეირთო ცოლად და ამას ეძახიან დასავლურს აღარაფერს ვამბობ ერთსქესიანთა ქორწინებებს – ეს არის კატასტროფა, ამერიკაში ბევრი მეგობარი მყავს და თვითონ ისინი ამას კატასტროფად მიიჩნევენ.

უახლესი პერიოდის საქართველოს  პირობითად ქრონოლოგიურად ვყოფ სამ ეტაპად: განუკითხაობის ეტაპი – ნაცმოძრაობის და აღორძინების ხელისუფლების დრო; შლეგების პერიოდი, როცა ნაცმოძრაობა მართავდა ქვეყანას და ეხლანდელი, ანუ პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების პერიოდი.  სამივე მიუღებელია ქვეყნისთვის, სამივეს დროს, დამარცხებულია ხალხი  და გამარჯვებულია პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი.  მე დიდი იმედით ვხდები 9 მარტს და 6 მაისს, რომ გაიმარჯვებს მოაზროვნე ადამიანთა განწყობა და მოაზროვნე ადამიანების განწყობასთან ხალხის შეერთება. საქართველო უნდა შეურთდეს მოაზროვნე ადამიანების განწყობას და არა პოლიტიკოსთა განწყობას.

 

კორეული ფენომენი

მინდა პარალელი გავავლო კორეასთან. ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი,  რომლის დევიზი იყო „მშვიდობა სოლიდარობა და ადამიანის განვითარება“. ბოლო პერიოდში კორეამ დიდ წარმატებას მიაღწია. 45 მილიარდიდან მისი ეროვნული პროდუქტი გაიზარდა 485 მილიარდამდე, იქ არის ერთ-ერთი მაღალი ცხოვრების დონე, იმიტომ რომ იპოვეს ბედნიერების ფორმულა. პოზიტივზე იყვნენ ორიენტირებული. კიდევ ერთი ფაქტი:  კორეაში აკრძალულია, რომ ვინმემ დახმარების სახით რომელიმე ქვეყნის გარე ორგანიზაციიდან  თანხა მიიღოს. თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, არის საქართველო, რომელსაც ძალუძს გარე ძალების, გარე დახმარების გარეშე თავისი უდიდესი ადამიანური რესურსებით, გეოგრაფიული რესურსებით, პოტენციალით, კრემლის და თეთრი სახლის გარეშე მიაღწიოს დიდ განვითარებას. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის განვითარებაზე. პოლიტიკოსები, რომლებიც გარედან არ იმართებიან მე დღესაც მსურს დავადასტურო ეს  განწყობა.

 

საკადრო პოლიტიკის მანკიერებანი

დღევანდელი საკადრო პოლიტიკის ნათელი მაგალითია პროცესები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით.პრეზიდენტმა მოახდინა ამ ფაქტის დრამატიზება.  კონსტიტუციით მას აქვს უფლება დაასახელოს კანდიდატი, ლამის ნახევარი საქართველო წარმოადგინეს კანდიდატებად. (პირველი, რაც ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა. უნდა დაედგინა, როგორ აიშენა დღევანდელმა სასამართლოს თავმჯდომარემ ბუკიას ბაღში ფეშენებელური სასახლე. ჩვენ ამას ვითმენთ და სამართლიანობის დადგენაზე ვსაუბრობთ).

სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს მსოფლიოში ცნობილი იურისტი, ასეთებია მინდია უგრეხელიძე და ლადო ჭანტურია.   მაგრამ, არც ერთს აქვს სურვილი და არც მეორეს,   ლადო ჭანტურია მომავლის კაცად მიმაჩნია საქართველოსთვის, ხელისუფლებას შეუძლია ეს გამოიყენოს. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, , მაშინ ეს ხალხმა უნდა გააკეთოს. არ არის ადვილი , ჩახვიდე გერმანიაში და გერმანიის ერთ ერთი მთავარი სამართლებრივი ინსტიტუტის დირექტორი გახდე. მსგავსი შეძლო მინდია უგრეხელიძემ, რომელმაც მოხიბლა ევროპის სასამართლო და ლამის  ნომერ პირველ იურისტად იქცა. ეს შეძლო ლადო ჭანტურიამ, რომელიც ასეთი ვეებერთელა ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახდა. მე ვერ ვხვდები, რატომ თქვა ბატონმა ლადომ უარი. თუ მას ქვეყნის შეცვლა სურს. ვეთანხმები, სასამართლოდან ვერ შეცვლის ბატონი ლადო ქვეყანას, მაგრამ უფრო მაღალი პოსტიდან, მას  ძალიან დიდი რამის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის. იმედი მაქვს , ამ შესაძლებლობას ხელისუფლება გამოიყენებს და თუ ეს არ მოხდა, ამაზე უნდა იფიქროს საზოგადოებამ, გვყავს კაცი, რომელსაც აქვს საერთაშორისო აღიარება, არის კარგი ასაკის –   ამერიკაში, ჩინეთში, იაპონიაში 60 წლამდე მაღალ თანამდებობებზე არ ნიშნავენ, ამერიკაში 70 წლის უნდა გახდე რომ ეს პოსტი დაიკავო. ბატონი ლადო არის საუკეთესო ასაკის და მე მას მომავლის კაცად მივიჩნევ. სხვას ვერ ვხედავ ამ ავტორიტეტის პიროვნებას. ვითანამშრომლებდი ყველა ადამიანთან, ვინც ასე ფიქრობს.  საქართველოს გადარჩენა შეუძლია განათლებულ ადამიანებს მხოლოდ, განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებაშია გადარჩენა. ჩვენ ვერც ბელადები და ვერც მილიონრები ვერ გადაგვარჩენენ,

დასახელებულთა შორის ერთერთ გამორჩეულად ბატონ მეფარიშვილს დავასახელებდი. მაგრამ ვიცი, რომ მას არ აირჩევენ. რომ ნახოთ სად და როგორ ცხოვრობს ყოფილი გენერალური პროკურორი, და რა დონის პროფესიონალია, მიხვდებით. თუ რა პიროვნებაა ბატონი გია მეფარიშვილი.

ყველაზ დიდი შეცდომა რომელსაც უშვებს  პრემიერი, არის ის, რომ თვლის  თითქოს პროფესიონალები არ არიან საქართველოში და სანთლით უნდა მოძებნონ. ცუდად ეძებთ, ბატონებო, ასეთი ხალხით სავსეა საქართველო და ნუ გგონიათ, რომ მარტო ისინი არიან კარგები, ვინც თქვენს ირგვლივაა. გარეთაა ჭკვიანი, გამოცდილი, ღირსეული ხალხი მაგრამ თქვენ ამისი დანახვა არ გსურთ.

საერთოდ, მოვითხოვ გაირკვეს, ვინ რით ფინანსდება საქართველოში.  ბატონმა ბიძინამ რომ დაასახელა სამი ორგანიზაცია (ერთის ყოფილი ხელმძღვანელი დღეს პრეზიდენტის მრჩეველიც კია), შემაშინებლად მეჩვენა ამერიკის ელჩის და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა.   ეს ორგანიზაციები წარმოუდგენლად ფინანსდებიან.    მითხარით, რომელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ან ქართულად მოაზროვნე ბიზნესმენი ფინანსდება. ეხმარებიან არაქართულად განწყობილ ორგანიზაციებს და ბიზნესმენებს.

 ბანკირის ფსიქოლოგია

ბოლოს მინდა ვთქვა. ბანკირის ფსიქოლოგია კარგია ბანკში. ყველა პროფესიას აქვს თავისი ფსიქოლოგია. ბევრ ქვეყანაში ადვოკატი ვერ ხდება სასამართლოს თავ,მჯდომარე, რადგან მას თავისი ფსიქოლოგია აქვს.  განსაკუთრებული ფსიქოლოგია აქვს ბანკირს. ხელისუფლება გაივსო ბანკირებით,  ერთი ბანკის წარმომადგენლებით ეს არის ჩვენი უბედურების ერთი სათავე. ბანკირის ფსიქოლოგიით იმართება სახელმწიფო და ბანკირის ფსიქოლოგია არ არის პოზიტივის მომტანი სახელმწიფოში. ეს ფსიქოლოგია პოზიტივის მომტანია ბანკში.

არ შეიძლება, ქვეყნისათვის წარმატებულად ჩაითვალოს უსაზღვროდ გამდიდრებული საბანკო სექტორის კარგად მუშაობა, თუ ეროვნული ვალუტა უფასურდება, ქვეყანა უძლურდება, ხალხი კი ღატაკდება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *