(აჭარა .პ.ს.)თემურ შაშიაშვილი: ქუჩის პოლიტიკა სხვა ქვეყნის ინტერესებშია და არა საქართველოსი

11000880_678644508931159_1547725595320612506_nაჭარა პ.ს : ბატონო თემურ . გვაინტერესებს თქვენი აზრი 21 მარტისთვის თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

თეიმურაზ შაშიაშვილი: ქუჩამ დამანგრეველი როლი შეასრულა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში.

დაპირისპირებულ პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილ საქართველოში სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება კი ერთ მუშტადაა შეკრული. ასეთი ბოროტება გამოდის ქუჩაში 21 მარტს. უხერხემლო ხელისუფლებამ გააძლიერა ბოროტება. მოქმედების დროა, მაგრამ გონებით და არა ქუჩით და ემოციით. ქუჩის პოლიტიკა სხვა ქვეყნის ინტერესებშია და არა საქართველოსი.

ქუჩა ემოციაა,საქართველოს მომავალი გონებასთანაა დაკავშირებული. ქართულ პოლიტიკას დიდი ხანია გონებაა აქვს დაკარგული და ამიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში.ქუჩის პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს ქვეყანა.თუ ჩვენ ღირსება გაგვაჩნია,უნდა დავიბრუნოთ პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო.

ამ მიზანს ემსახურება “ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი, რომელიც გელათის შემდეგ 9 მარტს თბილისში,27 მარტს- ბათუმში აგრძელებს მუშაობას და ქვეყნის ყველა რეგიონის შემდეგ,უცხოეთის იმ ქვეყნებში გააგრძელებს მუშაობას ,სადაც ქართველობა ისტორიულად სახლობს,თუ ბედის უკუღმართობისა და გაჭირვების გამოა გახიზნული {თურქეთი, ირანი, რუსეთი, საბერძნეთი, ესპანეთი,იტალია,გერმანია,საფრანგეთი,ჰოლანდია,უკრაინა}.ყელაფერი ეს დამთავრდება ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესით-ოქტომბერში,თბილისობის დღეებში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *