(ვიდეო) თემურ შაშიაშვილი: პოლიტიკოსების გაფეტიშებიის ეპოქა უნდა დამთავრდეს და მოაზროვნე ადამიანების ეპოქა უნდა დადგეს ქვეყანაში.

თემურ შაშიაშვილი: ყველა უბედურება მაშინ იწყება, როცა ბიბლიურ სიწმინდეებს შეეხებიან. ჩემთვის ბიბლიური სიწმინდეა დავით აღმაშენებელი.    როცა დავით აღმაშენებელს ასე შეეხენ… მაშინ მწერალთა კავშირიც გაჰქონდათ ქართული ცნობიერებაც გაჰქონდათ და სამშობლოც გაჰქონდათ თბილისიდან და საქართველოდან.

მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკოსობა არის სირცხვილი, ამას სრული გულწრფელობით ვამბობ! რაც ხდება საქართველოში არის, პოლიტიკოსების მიერ შექმნილი და მოტანილი დღეს. საშურია, იყო ინტელიგენტი ამ ქვეყანაში, მაგრამ ძალიან ძნელია.  ინტელიგენტი არ საუბრობს იმ ენაზე, როგორითაც საუბრობენ პოლიტიკოსები. ინტელიგენტი არ საუბრობს იმ ენით, როგორითაც საუბრობენ ჩვენი ტელევიზიების წამყვანები. ეს სრულიად განსხავვებულია. შეიძლება კარგი ქართულით ისაუბრო, მაგრამ აბსოლუტურად შორს იდგე იმისაგან, რასაც ინტელიგენტური განწყობა ქვია.

საერთოდ მგონია, რომ ძალიან დიდ ფუნქციას ვაკისრებთ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყანაში. არსად ასე გაფეტიშებული არაა პოლიტიკური პარტიები. როგორც ჩვენთან. არ შეიძლება, რომ ამ ზომით სატელევიზიო ეკრანი ეჭიროს პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს. არ შეიძლება ფიქრობდე , რომ ყველა საკითხი  პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ . ეს არის აბსურდული.

ჩვენ არ გვაქვს სწორი წარმოდგენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. პოლიტიკური ცხოვრება მე ცოტა სხვანაირად წარმომიდგენია. თუ ვინმეს შეაგინებ და მძიმედ გამოხვალ – კარგი პოლიტიკოსი ხარ, თუ მშვიდად და  წყნარად ისაუბრებ – მხარდაჭერა არ გაქვს. გაქვს თუ არ გაქვს მხარდაჭერა, უნდა იყო აკადემიური. ინტელიგენტი. სახელმწიფო კაცი უნდა იყოს პოლიტიკოსი.

რატომ არის ძლიერი ამერიკა? ამერიკაში თუ პიროვნება 20 წელი არ არის პოლიტიკაში, მას არ ირჩევენ. რატომ არის ჩინეთი ძლიერი? თუ 60 წელს არ მიუახლოვდა კაცი, მას სერიოზულ თანამდებობაზე არ ნიშნავენ. რა ხდება ჩვენთან? ჩვენთან შიში აქვთ ძლიერების. კოალიციის შიგნითაც კი…  ეს იყო სააკაშვილის დროს, ეს არის დღესაც. ძლიერების ეშინიათ შიგნითაც და გარეთაც,. ეს ერთი და მეორე – გარეთ ვინც ვართ ჩვენ კარგი გვგონია ის ხელისუფლება, რომელშიც ჩვენ ვართ. მე ბევრი ვიცი ადამიანი, რომელიც აქებდა ხელისუფლებასმ, სანამ ვიდრე იყო ხელისუფლებაში და როგორც არ არის ხელისუფლებაში ლანძღავს. ცოტა სხვა საზომებია შემოსატანი.  მორალის და ზნეობის კანონებია შემოსატანი პოლიტიკაში…

ერთხელ მუხრან მაჭავარიანს და თამაზ გამყრელიძეს ვუთხარი,  როცა ისინი პარლამენტში იყვნენ,რომ ძალიან სასიამოვნოა, რომ იმ პარლამენტში ვარ, სადაც თქვენ, მაგრამ მე თქვენ პარლამენტს ზევით გხედავთ მეთქი. მუხრან მაჭავარიანი იმით იყო დიდი პიროვნება, რომ თვითონ დაადასტურა ეს ქუთაისში. რომ მე როცა მას ვუთხარი, “თქვენ დაგაპატარავათ პარლამენტმა…” მუხრან მაჭავარიანი დააპატარავა პარლამენტმა,  თამაზ გამყრელიძე დააპატარავა პარლამენტმა. მე ამას რატომ ვამბობ, რომ ისინი პარლამენტში რომ ხარ უნდა ფიქრობდე, რას იტყვის პროფესორი, რას იტყვის აკადემიკოსი, რას იტყვის მეცნიერი…  ბატონი ზურაბია აქ და დამეთანხმება, ჩვენ გელათის აკადემიაში ძალიან  დიდი ხანია ვართ და მე ახალს არაფერს ვამბობ, ადრეც ვამბობდი:  პოლიტიკოსი არის ის, რომელიც კი არ ეუფროსება , არამედ ფიქრობს, რას ფიქრობს მწერალი, რას ფიქრობს ხელოვანი, რას ფიქრობს კულტურის მოღვაწე. მწერალთა კავშირის ყრილობა რომ მზადდებოდა, მთელი ქვეყანა ზანზარებდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. რას იტყვის…  და იწყებოდა გვარების ჩამოთვლა. რას იტყოდა მუხრან მაჭავარიანი, რას იტყოდა რევაზ ჯაფარიძე… მე რევაზ ჯაფარიძის გამოსვლა მომისმენია, რომელიც არის დიდი მწერალი და მძიმე ჯვარით დადიოდა, ისეთი პიროვნება იყო… რატომ დაშალეს სამწერლო ორგანიზაციები, რატომ დაანაწევრეს. იმიტომ, რომ არავის არ აწყობს ერთიანობა. ერთიანობა ხომ არ ნიშნავს ერთნაირად წერას მხატვართა კავშირი აღნიშნავდა სრულიად   სხვადასხვა ადამიანებს, მწერალთა კავშირი ნიშნავდა სრულიად სხვადასხვა ხასიათის და მიმართულების მიმდინარეობებს, პურიზმით დაწყებული, ეგზისტენციალიზმით დამთავრებული, ყველა იყო მის წარმომადგენლობაში გაერთიანებული, რატომ  დაშალეს იმიტომ რომ არავის არ აწყობს რომ იყოს ერთიანი, დაანაწევრეს, რომ ადვილად  მართონ, ხალხი დაამშიესდა დააუძლურეს, რომ ადვილად მართონ, მწერალს, მეცნიერს უთხრეს, იჯექი სამხლში, შენი არც მწერლობა გვინდა, არც მეცნიერება გვინდა. ეს არის დაკნინება! ვინც ფულს არიგებს, ებრძვის საქართველოს და ქართულ ცნობიერებას. მე ამას ვამბობ ხმამაღლა. იმიტომ, რომ მეცნიერს ფული უნდა მისცე მეცნიერულ მოღვაწეობაში, მწერალს წიგნი უნდა გამოუცე.

ბატონი რეზო ჭეიშვილი უნდა ყოფილიყო დღეს. იმერეთში ჩვენ ბატონი რეზო ჭეიშვილის სამტომეული გამოვეცით. როცა ამოდენა მწერალი გყავს, მის წიგნს არ უშვებ და ფულს აძლევ? ჩვენ გამოვეცით ბატონი რეზოს სამტომეული და ეს წიგნები მივეცით ყველა ბიბლიოთეკას, ყველა სკოლას, ყველა საბავშვო ბაღს და ბატონ რეზოსაც ჰონორარი გადავუხადეთ.

როდესაც დიდ  მწერალს ფულს აძლევენ, დაწერს თუ არ დაწერს, ან დიდ მეცნიერს ფულს აძლევენ იქნება თუ არა ის მეცნიერებაში, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მიმართული. მე არავის არ ვებრძვი ამით. მე ვლაპარაკობ, თუ როგორ წარმომიდგენია საქართველოს მომავალი. დავით აღმაშენებელი რატომ იყო ძლიერი?  დავით აღმაშენებელი თვითონ ძლიერს აფასებდა.

დღეს, როცა შედგა დავოსის ფორუმი, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მსოფლიოს მომავალი არც კაპიტალიზმშია და არც სოციალიზმში. მსოფლიოს მომავალი არის კონვერგენციის თეორიაში, ანუ ის რაც გააჩნია კაპიტალიზმს კარგი – კონკურენცია და ის, რაც გააჩნია კარგი ევროპულ სოციალიზმს, ანუ დაცული ადამიანი, და როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, საბედნიეროდ, იქ ვიყავი მაშინ და მე ვუთხარი ჩვენს მეგობრებს,  კოლეგებს, რომ ჩვენმა მეფემ ეს ათი საუკუნის წინ თქვა მეთქი, როგორო,  და მარტივი ფორმულით-მეთქი: „ძლიერს ვუჭერ მხარს და სუსტს ვიცავ“. ასეთი მეფე გვყავდა ჩვენ.

ვისაც დავით აღმაშენებელი გონია წარსულში, ის თვითონაა წარსულში, იმიტომ რომ დავით აღმაშენებელი, . იმიტომ იყო ის ღვთით მოვლენილი, რომ  თავისი აზროვნებით არის წინ. ჩვენ რაც უფრო მეტს შევხედავთ ჩვენს მწერლობას,  რაც უფრო ბევრს მივცემთ სიტყვას, წერალს,  მოღვაწეს, ხელოვანს, რაც უფრო ღრმად შევალთ ჩვენი მეფეების ცხოვრებაში, მით უფრო კარგად ვიცხოვრებთ. პოლიტიკოსების გაფეტიშებიის ეპოქა  უნდა დამთავრდეს და მოაზროვნე ადამიანების ეპოქა უნდა დადგეს ქვეყანაში.

ლამარა გიორგაშვილის რეპლიკა: ჩვენ უმძიმეს პირობებში ვაგრძელებთ მოღვაწეობას,ბატონი რეზო ჩხეიძის (ის ეხლა ვერ არის კარგად, მაგრამ გამპჯამრთელების პროცესშია. ვაპირებთ სტამბოლში გავხსნათ ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი…

თემურ შაშიაშვილი ბატონ რეზო ჩხეიძის და ანზორ ერქომაიშვილის., ტარიელ ხარხელაურის, ომარ მხეიძის, რომან რურუას, ომარ მხეიძის, თემურ გუგუშვილის გივი თოიძის, რამაზ ყურაშვილის თაოსნობით ცნობილმა მოღვაწეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ოქტომბერში, თბილისობის დღეებში გაიმართოს ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი… მოგეხსენებათ, 2016 წელს 850 წელი სრულდება გენიალური პოეტის დაბადებიდან.  ჩვენ ყველამ ერთად  უნდა შევძლოთ, რომ ეს იუბილე მასშტაბურ მოვლენად იქცეს და აღინიშოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც რატომაც ვიწვევთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესს ოქტომბრის თვეში. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. ამ გენიალურმა პოეტმა და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მთელ მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები. ეჭვი არ მეპარება, რომ გვექნება ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა. მეამაყება, რომ „ქართული ერთობის დარბაზი“ ემიჯნება ყოველგვარ დაპირისპირებას და საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მიიჩნევს. ეს, მართლაც, საშური საქმეა. დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია –  მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *