(ასავალ-დასავალი)კვირგვინოსნები: თემურ შაშიაშვილი: „ნაციონალები“ გიორგი მარგველაშვილისა და ირაკლი ალასანიას გარშემო გაერთიანდებიან

12„თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინსიტრის ირაკლი ალასანიას გარშემო გაერთიანდება. ამის შესახებ შაშიაშვილი „ახალ თაობას” ესაუბრა”. სტატიიდან ამონარიდს „ასავალ-დასავალი” რუბრიკაში „კვირგვინოსნები” აქვეყნებს.

„ნაციონალები მარგველაშვილისა და ალასანიას გარშემო გაერთიანდებიან. ახლო მომავალში, შესაძლოა, „თავისუფალი დემოკრატებისა” და რესპუბლიკელების ერთობაც ვიხილოთ. რესპუბლიკელებმა ღიად გამოხატეს მათ მიმართ მხარდაჭერა. იგივე ითქმის გიორგი მარგველაშვილზეც. მას პრემიერთან და კოალიციის სხვა წევრებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. სამაგიეროდ, რესპუბლიკელებთან ყოველდღიურად იუმჯობესებს ურთიერთობას. ყოფილ ხელისუფლებასაც დაუტკბა და მათი მოთხოვნის საფუძველზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *