…სიამაყით თავაწეულნი უნდა ვიდგეთ!

პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო უერთდება ფაშიზმზე მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობის გამარჯვების 70 წლისთავის დღესასწაულს. სიამაყით აღნიშნავს, რომ ამ საქმეში ქართველთა დიდი წვლილია. სამართლიანია და ნიშანდობლივი, რომ ამ დღეებში (ჩვენგან განსხვავებით) ყველგან და განსაკუთრებით დემოკრატიულ ქვეყნებში ხაზგასმით იკვეთება სტალინის როლის თაობაზე, რომ მან შეძლო იმდროინდელ დიდი მოღვაწეებთან და უდიდეს სახელმწიფოთა ხელმძღვანელებთან: რუზველტთან, ჩერჩილთან, დე გოლთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება, რამაც შესაძლებელი გახადა მეორე ფრონტის გახსნა და ფაშიზმის დამარცხებაც.
საამაყოა, რომ ერთ-ერთი ვინც გამარჯვების დროშა აღმაღთა რაიხსტაგზე, იყო ქართველი მელიტონ ქანთარია.
ქედს ვიხრით იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სიცოცხლის ფასადაც მოვიდა ეს გამარჯვება და მადლიერნი ვართ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მიმართ. ვთვლით, რომ მათდამი და იმ ოჯახებისადმი, რომელთა წევრები შეეწირნენ მეორე მსოფლიო ომს, ისეთივე პატივისცემითი დამოკიდებულება უნდა იყოს, როგორიც სხვა ქვეყნებშია.
სამწუხაროა, რომ უბადრუკ პოლიტიკოსთა და მათ მიერ დაშინებულ ხელისუფალთა გამო თავდახრილად ვჩანვართ იქ, სადაც სიამაყით თავაწეულნი უნდა ვიდგეთ. შთაბეჭდილება გვრჩება, სწორედ ამის გამო, პროგრესული კაცობრიობის ეს დიდი დღესასწაული ყველაზე ნაკლებად ჩვენთან აღინიშნება.
პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო
თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტიის თავმჯდომარე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი
ზურაბ ხასია პარტიის გენერალური მდივანი, ღირსების ორდენის კავალერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
რობერტ ბაბლიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ზურაბ ბარათაშვილი ექიმი, ეროვნული აკადემიის წევრი
ინეზა იამანიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.
ზაურ კალანდია მწერალი, სახელმწიფო და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი
ინგა კაპანაძე ექიმი
ფერდინანდ ლორთქიფანიძე ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ქართულ- ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე
ნანა შაველაშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
შალვა წიკლაური პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი
მზია ჯგუშია იურისტი, ადვოკატი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზატორი, ,,მრგვალი მაგიდის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი (1988-1992 წ.)
მერაბ ჯიბლაძე ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
შოთა ჯიქია „თეთრების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი, „თეთრების“ წარმომადგენელი თურქეთში
ავთანდილ ბარამაშვილი იურისტი, პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი
რაულ სვანაძე პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი
გიორგი სიხარულიძე პარტიის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
სიმონ შარაძე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე
ირინე ჯიბლაძე პარტიის საერთო საქმეთა კოორდინატორი
8 მაისი, 2015წ



