(რეპორტიორი) იუჯინ კოგანი: რა ევროპულ ამბიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში პენსია 150 ლარია?

 

საქართველოში მოღვაწე ავსტრიელი ანალიტიკოსი, კავკასიის რეგიონის სამხედრო უსაფრთხოების ექსპერტი იუჯინ კოგანი საქართველოსთვის რიგის სამიტის შედეგებზე საუბრობს:

„ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, ბრიუსელსა და თბილისს ერთმანეთზე სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ. თბილისმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს “გაყიდვა” როგორც ქვეყნისა, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც თბილისში. უნდა აჩვენონ ევროპელებს, თუ რა დღეშია რეალურად ქვეყანა. სუფრაზე სადღეგრძელოებისა და თბილისის ხედების თვალიერების ნაცვლად, მაგალითად, ჭიათურა ან პანკისი ანახონ, ანახონ, როგორ ცხოვრობს ხალხი იქ. რა ევროპულ ამბიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში პენსია 150 ლარია? ევროპაში 150 ევრო პენსიის მქონე ადამიანი შიმშილით მოკვდება, საქართველოში კი შოტლანდიის მსგავსი კლანური სისტემაა, ნათესავები არჩენენ. რაღაც არ მინახავს, რომელიმე ევროპელ დიპლომატს ამაზე ესაუბროს. დროა, თბილისმაც და ბრიუსელმაც ყალბი, ლამაზი ხედების ნაცვლად რეალურ საქართველოს გაუსწორონ თვალი და არსებულ პრობლემებს ჩაუღრმავდნენ. სწორედ ეს იქნება პირველი ნაბიჯი ევროსკეპტიციზმის აღმოსაფხვრელად”, – აცხადებს კოგანი.

წყაროhttp://reportiori.ge/?menuid=2&id=66366

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *