ვეთანხმებით… ვუერთდებით

მოქმედების დროა!
პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო სრულად იზიარებს „ქართული ერთობის დარბაზის“ 26 მაისის განცხადებას „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“, რომელიც გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 26 მაისის ნომერში გამოქვეყნდა.
ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური პარტიისათვის, მძიმეა შეფასება, როემლიც პარტიებთან დაკავშირებით გაკეთდა ამ განცხადებაში. კერძოდ ის, რომ „ქართული ერთობის დარბაზი“ მოსახლეობისა და უპირველესად ქართული ინტელიგენციის შეცდომად თვლის რომ პარტიებს დავუთმეთ საქართველო, რაც ბოლო წლების ყველა უბედურების სათავე გახდა. მკვეთრია მაგრამ სწორია ეს შეფასება. ჩვენ თავის დროზე შევუერთდით „მოქმედების მანიფესტს“ და იმ განწყობას რომელიც ქართული ერთობის კონგრესის გელათის 8 თებერვლის, თბლისის 9 მარტის და ბათუმის 27 მარტის სესიებზე გამოიკვეთა.
ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, შეუერთდნენ ქართული ერთობის დარბაზის მირ შემუშავებულ მოქმედების მანიფესტს „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ და იმ განცხადება, რომელიც გამოაქვეყნა დარბაზმა 26 მაისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ დღეს პოლიტიკური პარტიების მით უფრო ლანძღვა გინებით , რადიკალიზმით და დაპირისპირებით სავსე პარტიების დრო არ არის. დღეს მხოლოდ ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების, პროფესიონალების და პოლიტიკოსების ერთობას შეუძლია ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის რეალური შეცვლა.
ჩვენ სრულად ვეთანხმებით „ქართული ერთობის დარბაზის“ პოზიციას, რომ რადიკალიზმი, ლანძღვა-გინება და დაპირისპირება სუსტების გზაა. რომ მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ თანამშრომლობა და ურთიერთობის ჰარმონიზაცია სრულიად განსხვავებული შეხედულებებისა და პოზიციების პირობებშიც კი.
მოქმედების დროა!
პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო
თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტიის თავმჯდომარე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი
ზურაბ ხასია პარტიის გენერალური მდივანი, ღირსების ორდენის კავალერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
რობერტ ბაბლიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ზურაბ ბარათაშვილი ექიმი, ეროვნული აკადემიის წევრი
ინეზა იამანიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.
ზაურ კალანდია მწერალი, სახელმწიფო და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი
ინგა კაპანაძე ექიმი
ფერდინანდ ლორთქიფანიძე ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ქართულ- ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე
ნანა შაველაშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
შალვა წიკლაური პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი
მზია ჯგუშია იურისტი, ადვოკატი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზატორი, ,,მრგვალი მაგიდის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი (1988-1992 წ.)
მერაბ ჯიბლაძე ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
შოთა ჯიქია „თეთრების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი, „თეთრების“ წარმომადგენელი თურქეთში
ავთანდილ ბარამაშვილი იურისტი, პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი
რაულ სვანაძე პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი
გიორგი სიხარულიძე პარტიის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
სიმონ შარაძე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე
ირინე ჯიბლაძე პარტიის საერთო საქმეთა კოორდინატორი
26.05.2015



