დღეს საქართველოს მომავლისთვის ერთერთი ყველაზე საშიში პოლიტიური სიტუაცია შეიქმნა

1445დღეს საქართველოს მომავლისთვის ერთერთი ყველაზე საშიში პოლიტიური სიტუაცია შეიქმნა

დღეს პოლიტიკაში რადიკალებისა და რადიკალიზმის დრო არ არის….ისინი უკვე 25 წელია იმართებიან და ფინანსდებიან ქვეყნის გარედან,გონებადაცლილნი,მაგრამ ხალხის მაცდუნებელ ემოციაზე ოსტატურად მორგებულნი და ყალბ ეროვნულობში შეფუთულები ანგრევენ საქართველოს,ანადგურებენ ქართულ სულს,ქართულ ცნობიერებას…

ქვეყნის გარე “მეგობრებმა”კარგად  იციან ეს და აძლიერებენ რადიკალიზმს საქართველოში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება,როგორც “ნაციონალების”,ასევე “ოცნების” შიგნით მიმდინარე მოვლენებიც და ლანძღვა გინებაზე,დაპირისპირებაზე აგებული ქუჩის ოპოზიციის გააქტიურებაც.

დღეს საქართველოს მომავლისთვის ერთერთი ყველაზე საშიში პოლიტიური სიტუაცია შეიქმნა: “ოცნება”-“ნაციონალების” და  მათი  მსგავსი პოლიტძალების დაპირისპირებით დაღლილ საქართველოს მოსახლეობას შესთავაზეს რადიკალიზმისა და რადიკალურ პოლიტიკურ ძალთა მთელი ბუკეტი -გარეგნულად სურნელოვანი,შინაარსით ქვეყნის დამანგრეველი.

ამ “სურნელს” უჭირავს მთელი სატელევიზიო და,სამწუხაროდ,ბეჭდვითი მედიის სივრცეც…ფინანსდებიან წარმოუდგენლად…ამოცანა მარტივია,ხალხი აჰყვეს რადიკალიზმის ახალ ტალღას,გააგრძელოს ცხოვრება ემოციით დატვირთულ პოლიტიკოსებთან ერთად,რომ არა და არ დადგეს საქართველოში გონებისა და გონიერ ადამიანთა დრო.

მდგომარეობა,ჩემი აზრით, იმაზე უარესია,ვიდრე  წარმოგვიდგენია.ეს დიდი განსაცდელის ეპოქაა:ან ემოციის ტალღაზე აგებული რადიკალები და მათი მხარდამჭერები  იმარჯვებენ  და მარცხდება  ხალხი  და საქართველო, ან  იმარჯვებენ  გონებასა  და  თანამშრომლობის ჰარმონიზაციაზე ორიენტირებულნი და მათი მხარდამჭერები,  ანუ საქართველო.

პრობლემა იმაშია,რომ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში კუჭი და ემოცია ბატონობს და არა გონება

ეს უნდა გავაცნობიეროთ  ყველამ და მოვერიოთ “დემოკრატიულად” შეფუთულ 21-ე საუკუნის ფაშიზმს-ემოციის  სურნელს და რადიკალიზმს, თუ გვინდა საქართველო!

 

პარტია თეთრების თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

29.05.2015წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *