მე კი მათი მიკვირს, ვისაც სააკაშვილის საქციელი უკვირს

1445დავიწყებ იმით, რომ ჩემთვის მიუღებელია სააკაშვილისადმი ის ინტერესი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები ამჟღავნებენ. სამარცხვინოა, რომ ქართული მედია სავსეა სააკაშვილით. ვითომ ებრძვიან, სინამდვილეში კი – სააკაშვილის საქმეს აკეთებენ. მსოფლიო მასშტაბის ცნობილ პოლიტიკოსს გენშერს ეკუთვნის გამოთქმა, რომ პოლიტიკოსზე რაც იწერება ყველაფერი კარგია, გარდა ნეკროლოგისა.

სააკაშვილი არ იცვლება. ისეთია, როგორიც იყო და იქცევა შესაბამისადაც. იყო და არის ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული. ასეთი კაცისგან არაფერია გასაკირი.

ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელები ამერიკისათვის უმთავრესად თვლიდნენ,რომ კონსტიტუციურად ყოფილიყო შეუძლებელი ხელისუფლების სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულის მისვლა. ამერიკაში ამას ახერხებენ, მაგრამ ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლებს ამერიკის გარეთ, მით უფრო სტრატეგიულ ქვეყნებში (როგორიცაა სწორედ საქართველო და უკრაინა) სწორედ ასეთები აწყობთ – ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულნი. რადგან მათი მართვა ადვილია. სწორედ ამიტომ პატრონობდნენ და პატრონობენ სააკაშვილსა და მის მსგავსთ.

ქვეყნის შიგნითაც ბევრისთვისაა საინტერესო სააკაშვილი და მისი მსგავსნი, განსაკუთრებით კი რადიკალებისთვის, ქუჩის პოლიტიკოსებისთვის. თითქმის ყველა, ვისაც დღეს სააკაშვილის საქციელი უკვირს, პრეზიდენტით დაწყებული, თავდაცვის მინისტრით გაგრძელებული და რიგითი დეპუტატით თუ რიგითი „ნაციონალით“, „მეოცნებით“ დამთავრებული – დავალებულია სააკაშვილისაგან: ან მასთან დგომით, ან მის წინააღმდეგ ბრძოლით მიიღო ყველაფერი – თანამდებობაც და ქონებაც.

სააკაშვილი და მისი მსგავსნი რადიკალიზმის მკვებავნი არიან, იმ რადიკალიზმის, რომელიც ამარჯვებინებს რადიკალურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, ამარცხებს ქვეყანას.
რადიკალიზმი პოლიტიკაში (და არა მარტო), სუსტთა გაბატონებას ნიშნავს ხელისუფლებაში. ეს არის XXI საუკუნის ფაშიზმი, რომელზეც გამარჯვების გარეშე საქართველოს არ აქვს მომავალი.

„თეთრების“ თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
31.05.2015წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *