გაერო: საქართველოს მოსახლეობის 7,4 პროცენტი მშიერია


National Geographic-ი, United Nation-ის ყოველწლიურ ანგარიშს – მსოფლიოს ყველაზე მშიერი ხალხი – აქვეყნებს. ყველაზე მშიერ ქვეყნებს შორის საქართველოცაა. რუკაზე, მშიერი ქვეყნების გამორჩევა ფერების მიხედვითაა შესაძლებელი. რაც უფრო მუქ ფერშია ტერიტორია, მით უფრო მშიერია მონიშნული ტერიტორიის მოსახლეობა.
25 წლის წინ, ერთ მილიარდზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო.
United Nation-ის ყოველწლიური მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე, მსოფლიოში 795 მილიონი ადამიანი იტანჯება არასაკმარისი საკვებით და შესაბამისად, ავადმყოფური ცხოვრების წესით. წინა მონაცემებთან შედარებით, მშიერი ხალხის პროცენტული მაჩვენებელი, 1990-92 წლიდან მოყოლებული 18.6%-დან 10.9%-მდე შემცირდა.
2014-2016 წლების მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის შიმშილის მაჩვენებელი 7.4%-ია, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვის ამდენი არ იყო. 1990-92 წლების მონაცემებით, საქართველო გაშავებული იყო და შიმშილის პროცენტული მაჩვენებელი 56.5%-ს შეადგენდა. 2000-2002 წლებში, მაჩვენებელმა დაიწია და 16.3%-ზე ჩამოვიდა. 2005-2007 წლის მონაცემები კი, დღევანდელზე დაბალია და 6.0%-ს შეადგენდა, ხოლო 2010-2012 წლებში მაჩვენებელმა კვლავ აიწია და 10.1%-ზე ავიდა. უცნაური კი ისაა, რომ დღევანდელი შიმშილის მაჩვენებლი, რომელიც 7.4%-ს შეადგენს, 2005-2007 წლების მაჩვენებლზე 1.4%-ით მეტია.
წყარო: http://ibusiness.ge/gaero-saqartvelos-mosakhleobis-74-procenti-mshieria/



