(geonews.ge)ამერიკელი ანალიტიკოსი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა სიას “არარაობათა ნაკრებს” უწოდებს

globalizaciaამერიკელი ანალიტიკოსი და ჟურნალისტი პოლ კრეიგ რობერტსი აშშ-ის პრეზიდენტობის  კანდიდატთა სიას “არარაობათა ნაკრებს” უწოდებს და მიმდინარე მოვლენებს ამერიკის პოლიტიკური ელიტის კრიზისად აფასებს.

რობერტსის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ შეუძლია მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები მისცეს. როგორც ამერიკელი Eno TV-სთან აცხადებს, ამერიკის პრეზიდენტობის ვერც ერთი კანდიდატი ახლოსაც ვერ მივა პუტინთან,  ვერ გაუწევენ კონკურენციას  ჩინეთის, ეკვადორის, ვენესუელას, არგენტინის, ბრაზილიისა და ინდოეთის ლიდერებს.

“ამერიკა ემსგავსება  რომის იმპერიის დაშლის პერიოდს,  როდესაც მებრძოლო  ფრაქციები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, რათა ტახტზე თავიანთი სამართავი  მარიონეტი დაესვათ”, – განაცხადა პუბლიცისტმა.

თუმცა, სხვა კანდიდატებთან შედარებით, ამერიკის პრეზიდენტად საუკეთესო ვარიანტად  დონალდ ტრამპი მიაჩნია.

“მას უწოდებენ თაღლითს, მაგრამ  შეიძლება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სხვანაირი იყოს? როგორ ფიქრობთ, თქვენ არ გატყუებდათ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ან ობამა? “-კითხულობს რობერტსი.

 

http://geonews.ge/geo/news/story/64267-ashsh-is-prezidentobis-kandidatta-sias-araraobata-nakrebs

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *