ქვეყნის ხსნა მოაზროვნე ადამიანებშია და არა – მილიარდერებში

 

sh„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილისეული ფასადური და იმიჯმეიკერული პოლიტიკა არ შეიცვლებაა, ქვეყანა განწირულია.

– სწორედ ფასადური პოლიტიკის შედეგია ის ტრაგედია, რაც თბილისში დატრიალდა. დიახ, სააკაშვილმა ფასადური ქვეყანა შექმნა, განსაკუთრებით დედაქალაქი, რომელიც ბომბზე დგას. ეს ბომბი დღეს თუ ხვალ ყველაფერს წალეკავს. ეს კაცი კატასტროფა იყო ქვეყნისთვის და ვფიქრობ, დროა იმ ადამიანებმა, ვინც სააკაშვილს ხმა მისცა, ეს ცოდვა მოინანიონ! საბედნიეროდ, ის დღეს ჩვენი კი არა, უკვე უკრაინის კატასტროფაა.

– თუმცა მისი პოლიტიკის შედეგებს როგორც თავადვე ამბობ, დღემდე ვიმკით… დაისჯება თუ არა სააკაშვილი, ამაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო დღეს ის არის, რომ ლოზუნგებისა და იმიჯმეიკერების პოლიტიკა არ შეცვლილა. არადა, მეცნიერებს უნდა მოუსმინო, და შეძლებ, ყველა ადგილი უსაფრთხო გახადო. როცა გყავს გიგა ბათიაშვილი, მას უნდა უვლიდე და  ეფერებოდე, მაგრამ მცოდნე ხალხს არც წინა ხელისუფალი ეკარებოდა და არც – ახლანდელი.ბიძინა ივანიშვილისაგან ხალხი არა მარტო სააკაშვილის, არამედ მთელი მისი რჟიმის გასამართლებას ითხოვდა. ახლა მაინც დასაჯეთ იმიჯმეიკერული პოლიტიკის მებაირახტრენი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა სააკაშვილი მოვა. სისტემა რომელიც ახალ სააკაშვილს ქმნის, უნდა დაინგრეს!

 – ვინ არის დღეს ახალი სააკაშვილი?

– სააკაშვილიზაციის გზას დაადგა მაგალითად ირაკლია ალასანია. მაგრამ არა მარტო ის, ნებისმიერი  პოლიტიკოსის ტერმინოლოგიას გადახედეთ. ინკუბატორში გამოყვანილებს გვანან. ყველა გარედან არის მართვადი, და თანდათან სააკაშვილს ემსგავსება

 – ახლა ვის ემსახურება იქ, უკრაინაში?

ვისაც საქარველოში ემსახურებოდა. მისთვის მთავარია, მაკეინის, სოროსის, თავისუფლების ინსტიტუტის იდეოლოგია. უკრაინა ჩვენზე უფრო რთულ მდგმარეობაშია, რადგან რაც აქ შეცდომები დაუშვა, იქ ყველაფერს გამოასწორებენ და მისი ზრახვები ნაკლებად მისახვედრი იქნება. სააკაშვილში ისეთი დიდი ფული აქვთ ჩადებული, რომ ხვალ თუ დასჭირდებათ, უკრაინიდან ტაჯიკეთში გადაიყვანენ, მერე კიდევ სხვა ქვეყანაში და ასე შემდეგ.

უფრო ნათლად რომ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს იმიჯმეიკერული პოლიტიკა, მხოლოდ ერთ მაგალითიც საკმარისია – საქართველოს ისტორიას არ ახსოვს რუსეთს იმდენი სურვილი აესრულებინოს, საქართველოსთან მიმართებაში, რამდენიც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში და დღეს სააკაშვილს რუსეთის მტერი ჰქვია. რუსეთის პოლიტიკის გამტარებელს საქართველოში რუსეთის მტერს ეძახიან. აი, რა სისტემა უნდა დაინგრეს. მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს.

 – გარედან მართვის თვალსაზრისით ახალი ხელისუფლების პირობებში არაფერი შეცვლილა?

ქვეყანაში დღესაც ყველაფერს ამერიკის ელჩი წყვეტს. სულ რამდენიმე თვის წინათ გორში ადგილობრივმა საკრებულომ გადაწყვიტა სტალინის ძეგლი ქალაქის ცენტრში დაებრუნებინა. ამ დროს რეკავს ამერიკის ელჩი და ეუბნება ქალაქის ხელმძღვანელობას, ეს არ უნდა გაკეთდეს. მე რომ ხელისუფალი ვყოფილიყავი და გამეგო, რომ რომელიმე ელჩმა ეს გააკეთა, ქვეყნიდან დაუფიქრებლად გამოვიწვევდი. ეს კიდევ არაფერი, გორში იმ დღესვე ჩავიდნენ ლატვიის, ლიტვის და პოლონეთის ელჩებიც. ამას კი ნამდვილად მასხრად აგდება ჰქვია!

 – გამოსავალს რაში ხედავთ?

– ვიმეორებ, სისტემა უნდა დაინგრეს! ქვეყნის ხსნა მოაზროვნე ადამიანებშია და არა მილიარდერებში. ანალიზის გაკეთება და სწორი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მეცნიერებს შეუძლიათ და არა პოლიტიკსოებს. აი, ვის უნდა ეთათბირებოდნენ ივანიშვილი თუ პრემიერ-მინისტრი.

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *