დღეს ქვეყანასა და მის მომავალზე ფიქრის დროა და არა სკამზე

 

1445ამ დღეებში ბუნებამ დიდი გაკვეთილი მოგვცა განსაცდელში ჩაგდებით. ადამიანური მსხვერპლი აუნაზღაურებელია. მაგრამ განსაცდელის ჟამს, დიდი ქართული და სახელმწიფოებრივი ერთსულოვნება სამაგალითო და იმედისმომცემია.

განსაცდელმა დაგვანახა  ჩვენი უბედურების მიზეზიც და საფუძველიც – რადიკალიზმი, დაუნდობლობა, სხვის გაჭირვებაზე  განდიდების ძებნა. განსაცდელმა დაგვანახა, რომ საქართველოში ყველაზე მეტად დაბინძურებული სწორედ პოლიტიკა და პოლიტიკოსთა შემადგენლობაა.

პოლიტიკოსებმა დავკარგეთ ზომიერება, პასუხისმგებლობით არც აქამდე გამოვირჩეოდით და პრაქტიკულად გაბოროტებამ იმძლავრა. პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი გააბოროტა ოპოზიციონერობამ და რაც ყველაზე სამწუხაროა, მეორე ნაწილი ხელისუფლებაში ყოფნამ. რასაც სტიქიური უბედურების გამო განსაცდელში ჩავარდნილ ქვეყანაში პოლიტიკოსები ვკადრულობთ, და ეს რელიეფურად ჩანს პრესის ფურცლებზე და განსაკუთრებით სატელევიზიო სივრცეში, სიკეთის მომტანი არ არის ქვეყნისთვის. აძლიერებს რადიკალიზმს, შესაბამისად ქვეყნის ნგრევას, მოსახლეობის სოციალურ გაღატაკებას, ქართული ცნობიერების დაქვეითებას.

განსაცდელმა კიდევ ერთხელ დაგავნახა, რომ დაპირისპირება ადვილია და ეს სუსტების გზაა. ძნელია თანამშრომლობა, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია. ეს მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ. ჩვენ, „თეთრები“ ვემიჯნებით რადიკალიზმსაც, დაპირისპირებასაც და ამ მიმართულების პარტიებსაც და პოლიტიკოსებსაც.

დღეს ქვეყანას სჭირდება ყველა დონეზე, ხელისუფლებაშიც და ხელისუფლების გარეთაც, თანამშრომლობის განწყობა და ამ გზით პოლიტიკის გაწმენდა  რადიკალებისაგან, დაპირისპირების განწყობის პოლიტიკოსებისაგან, იმ პოლიტიკოსებისა და  არასამთავრობო სექტორისაგან, რომელნიც ქვეყნის გარედან იმართებიან.

მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია მეცნიერებაზე დაყრდნობით, ხელისუფლებისა და ხელისუფლებაში მისვლის მსურველთა მეცნიერებთან თანამშრომლობით. ისტორიული გამოცდილება, კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, რომ მხოლოდ ის ქვეყნები აღწევენ პროგრესსა და  წარმატებებს, სადაც ეყდრნობიან მეცნიერებას, აფასებენ მეცნიერს და სადაც ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ყველა პირობას ქმნიან ნიჭის რეალიზაციისათვის. მეცნიერი ფიქრობს ქვეყანასა და მის მომავალზე, პოლიტიკოსი,ტოველ შემთხვევაში აბსოლუტური უმრავლესობა – არჩევნებსა და სკამზე. დღეს ქვეყანასა და მის მომავალზე ფიქრის დროა და არა სკამზე.

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

24.06.2015წ

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *