კავკასიელები მუდმივად ვსაუბრობთ ევროპაზე, დავივიწყეთ კავკასია

Sჩვენ გამუდმებით,უკვე მომაბეზრებლად ვლაპარაკობთ ევროპაზე, ჩვენს ევროპელობაზე და დავივიწყეთ კავკასია – ანუ ჩვენი სიძლიერეც და მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ყოველ ეტაპზე, კაცობრიობისა და მისი ცივილიზაციის ერთ-ერთი საწყისი… დამაფიქრებელია, რომ სამხრეთ კავკასიაში სამი სახელმწიფო და სამი განსხვავებული პოლიტიკური ხედვაა. მსოფლიო პროცესებზე გავლენას კი კავკასია მხოლოდ ერთიანი (ან დაახლოებული მაინც) პოლიტიკური ხედვით შეძლებს. სწორედ გლობალური მიდგომა არის ერთადერთი გზა კავკასიის სამივე ქვეყნისთვის ასე მტკივნეული ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტისა. რაც დღეს კავკასიის მოუშუშებელ ჭრილობად იქცა და ძალაუფლების მაძიებელი სკამის პოლიტიკოსების მიერ წარმოებული პრიმიტიული პოლიტიკის შედეგია. ისინი ოსტატურად იყენებენ ტერიტორიულ პრობლემებს ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და შემდგომი შენარჩუნების მიზნით. გლობალური აზროვნება, ურთიერთობების ჰარმონიზაცია ძლიერთა გზაა, ხოლო პრიმიტიული აზროვნება, რაც კონფრონტაციასაც მოიცავს – სუსტების.

პოლიტიკოსებმა ვინც საკუთარი ქვეყნების მომავალზე ვზრუნავთ, პირველი გზა უნდა ავირჩიოთ ამ მიმართულებით გვართებს დაფიქრება და ძალისხმევის გაერთიანება. სხვა შემთხვევაში, ანუ დიდი ქვეყნების მიერ განაწილებული სამხრეთ კავკასია მალე ახლო აღმოსავლეთს დაემსგავსება – ცეცხლის ალში გაეხვევა,

“თეთრებს” დაწყებული აქვს ამ საკითხზე კონსულტაციები მეცნიერებთან, ცნობილ ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ…ამ კუთხით უაღრესად პერსპექტიულად მიმაჩნია ცნობილი დიპლომატის, ზურაბ ხონელიძის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით..მიმაჩნია,რომ ეს პროცესები უნდა დაჩქარდეს, რადგან დაგვიანება ამ საკითხში-კავკასიის აფეთქების ტოლფასია.

ცალკე უნდა გამოვყო ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთთან დამოკიდებულება. დემოკრატიული ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად გააცნობიერა, რომ რუსეთთან ძალის ენით ლაპარაკი, იარაღით ლაპარაკი ნიშნავს შენს ქვეყანაში რუსული პოლიტიკის, რუსული გავლენის გაძლიერებას. ეს პრინციპი ყველაზე მეტად იმ ქვეყნებმა გააცობიერეს, რომელთაც რუსეთთან ომი წააგეს (გერმანია, საფრანგეთი, იტალია…) ჩვენ იმ ქვეყნებს შორის პირველი ვართ, რომელთაც ეს ვერ გავიცნობიერეთ, მიზეზი მარტივია, უკვე ათწლეულებია რუსეთის ლანძღვა-გინებით ყველაზე სწრაფად და მარტივად იპოვებ სკამს – მოდიხარ ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომაა, რომ ქართული პოლიტიკა გაივსო სულმოკლე პოლიტიკოსებით, ქართულმა პოლიტიკამ გონება დაკარგა. ეს სერიოზული და ცალკე საუბრის თემაა, ამაზე სხვა დროს.

18.07.2015წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *