მერაბ ჯიბლაძე: ჩვენ გვჭირდება ქართული განათლების სისტემა

 

hge“ასავალ-დასავალის” 22 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა “თეთრების” წევრის, ცნობილი ქართველი ფიზიკოსის,   ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ბატონ მერაბ ჯიბლაძის ინტერვიუ. განხილული იყო საკითხთა ფართო წრე. მათ შორის 13 ივნისის ტრაგედიის მიზეზები, ასევე განათლების სისტემის მდგომარეობა, ბატონი მერაბი, როგორც განათლების ყოფილი მინისტრის მოადგილე, უნივერსიტეტის პროფესირი,  მეტად ღრმად არის ჩახედული საქართველოს განათლების სისტემის პრობლემებში, ამდენად მისი მოსაზრება ამ კუთხით უაღრესად სდაყურადღებო და გასათვალისწინებელია.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ცნობილი მეცნიერის ინტერვიუდან, რომელიც გამოაქვეყნა სააგენტო “რეპორტიორმა”

13 ივნისის ტრაგედია ქვეყანაში გამეფებული ტოტალური გაუნათლებლობის შედეგია!

ის ტრაგედია, რაც 13 ივნისს დაგვატყდა თავს, ქვეყანაში გამეფებული ტოტალური გაუნათლებლობის შედეგია. გაუნათლებლობა იგულისხმება არამარტო საინჟინრო დარგში, არქიტექტურაში, ჰიდროლოგიასა თუ გეოლოგიაში, არამედ ზოგადად, ყველა სფეროში.

ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მმართველ წრეებში, მოაზროვნე ადამიანების მწვავე დეფიციტია. დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დანიერგილ უვარგის, არაფრისმომცემ პრაქტიკას, რასაც უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა და მათთვის ჭკუის კითხვა ჰქვია. ეს საშინელებაა, იმიტომ, რომ არცერთი სპეციალისტი, საქმის ნამდვილი პროფესიონალი, რაოდენ დიდი ანაზღაურებაც უნდა შესთავაზონ, ჩამორჩენილ ქვეყანაში სამუშაოდ არ წავა, რადგან საკუთარ ქვეყანაში აქვს ისეთი და იმდენი საქმე, რომელსაც ვერ მოსწყდება. ამდენად, ის უცხოელი ექსპერტები, რომლებიც დაბალი განვითარების ქვეყანაში ჩამოდიან, რეალურად, მესამე და მეოთხეხარისხოვანი სპეციალისტები არიან, მათ თავიანთ ქვეყნებში ნორმალური სამუშაო არ აქვთ და აქ ფულის გასაკეთებლად მოეშურებიან

განათლების შესახებ

განათლება „ლამაზ თოჯინას“ ჩააბარეს, რომელ განვითარებაზეა ლაპარაკი?!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემა ლამაზ თოჯინას – ქალბატონ სანიკიძეს ჩააბარეს და ამის შემდეგ რომელ განვითარებაზე შეიძლება ლაპარაკი,  ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განათლების სისტემაში არაფერი შეცვლილა და არც სასიკეთო ძვრები ჩანს ამ კუთხით.

მითუმეტეს, ამ ლამაზ თოჯინას არაფრის უფლება არ აქვს და იძულებულია, ამერიკიდან წამოსულ რეკომენდაციებს დაემორჩილოს. თუ გვინდა, წინ წავიდეთ, ამერიკული ექსპანსიისგან თავი უნდა დავიძვრინოთ. ჩვენ გვჭირდება ქართული განათლების სისტემა, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება ქართველის ბუნებასა და მენტალობაზე. პირველ რიგში, უმაღლესი განათლება აბსოლუტურად უფასო უნდა იყოს. საქართველს გადაარჩენს ძლიერი, გამართული განათლების სისტემა. ამის გარეშე მომავალი არ გვიწერია

 დღეს სტუდენტი ყოველგვარი ცოდნის გარეშე დიპლომს ყიდულობს!

1990-იანი წლების შემდეგ საქართველოში ძლიერი სპეციალისტები ვეღარ გავზარდეთ, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებული განათლების საშინელი სისტემის ბრალია.

სტუდენტს ვაიძულებთ, სწავლის საფასური გადაიხადოს! თუ სტუდენტი ფულს არ გადაიხდის, მაშინ პროფესორი ხელფასს ვერ აიღებს. ამდენად, ლექტორი დაინტერესებულია, რომ სტუდენტმა ფული გადაიხადოს და მას არავითარ შემთხვევაში არ ჩაჭრის. ყველაზე უცოდინარსაც კი სამიანს დაუწერს, რომ სწავლის ქირის გადამხდელი არ დაკარგოს და შესაბამისად, ხელფასი არ დააკლდეს

ამ სისტემით გამოდის, რომ სტუდენტი ყოველგვარი ცოდნის გარეშე დიპლომს ყიდულობს.

ცოდნა აღარ აინტერესებს არც ლექტორს და არც სტუდენტს. სანამ ამ განათლების სისტემას არ შევცვლით, ქვეყანა უმეცრების ჭაობში იქნება ჩაფლული

 

 წყარო: გაზეთი “ასავალ დასავალი” სააგენტო “რეპორტიორი”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *